სილქნეტი  რეგიონებში  ოპტიკური ქსელის განვითარებას აგრძელებს

სილქნეტი რეგიონებში ოპტიკური ქსელის განვითარებას აგრძელებს

access_time2019-09-12 11:54:17


დაფარვის ზონას წნორი დაემატა


სილქნეტმა წნორში ოპტიკური ქსელით დაკაბელების სამუშაოები დაასრულა. დღეიდან მსურველებს შეეძლებათ ისარგებლონ უსწრაფესი ინტერნეტით (20მბ/წმ-დან) და მრავალფეროვანი სატელევიზიო სერვისით, რომელსაც გადახვევის, დაპაუზების, დროზე გადასვლის ფუნქცია აქვს.


ინტერნეტსა და ტელევიზიაზე ცალკეული პაკეტების გარდა, მომხმარებლებისთვის მოქმედებს სხვადასხვა შეთავაზება:


„ორმაგი“- მოიცავს ინტერნეტ და სატელევიზიო მომსახურებას - 29 ლარიდან;
Silk+ - მოიცავს ინტერნეტს, ტელევიზიას და მობილურ კავშირს - 34 ლარიდან.



კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაო უფრო მეტ აბონენტს აძლევს შესაძლებლობას, სილქნეტის მაღალტექნოლოგიური სერვისი მიიღოს, გაიაქტიუროს სპორტული, კინო, შემეცნებითი და სხვა სატელევიზიო არხები, უფასოდ ისარგებლოს სასკოლო ვიდეო გაკვეთილებით - „საშინაო სკოლა“. კინომოყვარულებისთვის შექმნილია კატალოგი Amediateka, რომელშიც შესულია მსოფლიოს წამყვანი სტუდიების HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, Sony, BBC სერიალები და ფილმები.



ოპტიკური ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს „სილქ კლუბში“ და დაგროვილი ქულებით მეტი მომსახურება მიიღოს, როგორც ინტერნეტ, ისე სატელევიზიო სერვისზე.




სილქნეტის ოპტიკური ქსელით, თბილისის გარდა, სარგებლობენ ოცზე მეტ ქალაქსა თუ დასახლებულ პუნქტში: რუსთავი, ბათუმი, ქობულეთი, თელავი, ველისციხე,კაბალი, გურჯაანი, საგარეჯო, ქუთაისი, ზესტაფონი, წყალტუბო, სამტრედია, გორი, ხაშური, კასპი, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ბაკურიანი, ბორჯომი, ახალციხე.
ოპტიკურ ქსელში ჩართვა შესაძლებელია ცხელი ხაზის (032 2 100 100) მეშვეობით.



სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“, სილქ როუდ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2010 წლის 12 მარტიდან ოპერირებს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე. კომპანია ფლობს ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას და არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი (2500 თანამშრომელი).



მობილურ კომპანია „ჯეოსელთან“ შერწყმის შედეგად (2018წ), სილქნეტი მომხმარებელს აწვდის კონვერგენტულ სატელეკომუნიკაციო სერვისს ოთხი მიმართულებით: ინტერნეტი; სატელევიზიო სერვისი SilkTV; მობილური კავშირი “ჯეოსელი” და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება.



სილქნეტი შეფასებულია რეიტინგებით B1/სტაბილური მუდისის (Moody’s) და B+/სტაბილური ფიჩი (Fitch Ratings).


„სილქნეტი-ყველაფერი კავშირშია!“



(NS)


თეგები:
სილქნეტი



27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-27 21:00:33
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„მარტში რესტორნების სასაფლაოს მივიღებთ, მათი 90% ვეღარ გაიხსნება“ - რესტორატორთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი - 31 იანვრის ჩათვლით რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გატანის სერვისზე გადადიან. „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელი კოტე გაბრიჩიძე „კომერსანტთან“...

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია
access_time2020-11-27 18:00:38
ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში - რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები. რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს. „კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი...

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება
access_time2020-11-27 14:45:22
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31...


მსგავსი სიახლეები

up