ერთდღიანი აქციის ფარგლებში, 11 ნოემბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.
- ულიმიტო ინტერნეტი 19ლ - კომბინაციით *019#
- ულიმიტო სასაუბრო - 10ლ კომბინაციით *202#
- 3GB - 4ლ კომბინაციით *202#
- 5GB + 100 წუთი - 7ლ კომბინაციით *202#
პაკეტები გააქტიურდება 30 დღით.
მომხმარებელი შეძლებს შეუზღუდავად - ერთად და ცალ-ცალკე აღნიშნული შეთავაზებების ჩართვას.ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს და ისარგებლოს რჩეული კომბინაციებით.
პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, ინტერნეტით სარგებლობის ტარიფია - 1 MB - 15 თეთრი. წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.
აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის თბილისსა და რეგიონებში.
(R)