რესპუბლიკა, ივერია, რედისონი - “სილქ როუდ ჯგუფი” ობიექტებს 8 ივნისიდან გახსნის

რესპუბლიკა, ივერია, რედისონი - “სილქ როუდ ჯგუფი” ობიექტებს 8 ივნისიდან გახსნის

access_time2020-05-22 12:25:50

რესტორნები, კაფეები, სასტუმროები და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, რომლებსაც „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანია “სილქ ჰოსპიტალიტი” მართავს, ივნისიდან ეტაპობრივად ისევ უმასპინძლებს სტუმრებს.

 

„ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი სტუმრების და თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.  დღეს, ამ რთულ პერიოდში ამ მიდგომამ ბევრად სხვა დატვირთვა და მასშტაბი შეიძინა. ჩვენი გუნდის ძირითადი რესურსი მიმართულია უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დამკვიდრებისკენ და უმაღლესი ხარისხის მომსახურების შექმნისკენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩვენს ობიექტებში მოსულ სტუმარს მაქსიმალური კომფორტი შევთავაზოთ, ისე რომ მან ნაკლებად იგრძნოს კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები. ჩვენს სტუმრებს დავახვედრებთ უსაფრთხო და დაცულ გარემოს, სადაც გათვალისწინებული იქნება ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი რეკომენდაცია.  ჩვენი ობიექტის ყველა თანამშრომელმა საგანგებო ტრეინინგი გაიარა და დიდი სიხარულით ელიან სტუმრებთან შეხვედრას. პირველი ივლისიდან უვკე საერთაშორისო ტურისტებს ვუმასპინძლებთ,  აცხადებს  “სილქ ჰოსპიტალიტის” გენერალური დირექტორი იორდი ქიუითი.

 

 

 

გახსნის გეგმა I ეტაპი:

 

 

 

8 ივნისი: თბილისში გაიხსნება, ღია სივრცეები -  “ივერია ტერასა” და  რესპუბლიკის მოედანზე მდებარე “კაფე ივერია”, რესტორანი “რესპუბლიკა ტერასა” და “რესპუბლიკა 24”.

 


 

 

წინანდალი: სტუმრებს მიიღებს წინანდლის მამულის ბაღი და რედისონ ქოლექშენის რესტორანი “თავადი ალექსანდრე”.

 

ბათუმი: “ივერია ბიჩი”

 

 

 

II ეტაპი:

 

15 ივნისიდან: თბილისში ამოქმედდება სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია”, სრულად ამოქმედდება სასტუმროს ღია და დახურული აუზები.

 

სრული დატვირთვით ამოქმედდება წინანდლის მამული: პარკი, მუზეუმი, “წინანდლის მამულის” მეღვინეობა და ორი სასტუმრო “რადისონ ქოლექშენი” და  “პარკ ჰოტელი”.

 

 

 

ბათუმი: სრულიად ამოქმედდება სასტუმრო “რადისონ ბლუ” ბათუმი და მასში შემავალი საკვები ობიექტები : აუზი, რესტორანი “მედეა” და “ქლაუდს ბარი”.

 

22 ივნისიდან თბილისში გაიხსნება რესტორანი “უმამი” და იტალიური რესტორანი “ფილინი”.

 




რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან ტრანსპორტში და ოფისებში?
access_time2020-07-12 14:00:21
ზაფხულია და კონდიციონერების გამოყენების საკითხი ძალიან აქტუალური გახდა - პანდემიის პერიოდში ეს არც თუ ისე უსაფრთხო სიამოვნებაა, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ოფისებში.   როგორც ჩანს, დახურული სივრცე კორონავირუსის გავრცელებას ხელს განსაკუთრებით უწყობს. ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ 120 ქალაქში დაფიქსირებული 318 კლასტერიდან ღია სივრცეში მხოლოდ 1 დაფიქსირდა, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ დაინფიცირების...

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა

Le Figaro: Calvin Klein-ის სახე ჭარბწონიანი, შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი გახდა
access_time2020-07-12 11:30:38
...

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...


მსგავსი სიახლეები

up