#silksummer გაატარე ზაფხული სილქნეტთან ერთად

#silksummer გაატარე ზაფხული სილქნეტთან ერთად

access_time2019-07-31 13:33:55

#silksummer გაატარე ზაფხული სილქნეტთან ერთად


ის, რომ საქართველო მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია, ამას ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი ტურისტების სიმრავლეც ადასტურებს წელიწადის სხვადასხვა დროს. თუმცა, ზაფხული სამოგზაუროდ მაინც გამორჩეული სეზონია. მთაში მოგზაურობის მოყვარულებს სვანეთი, რაჭა და სხვა მაღალმთიანი ულამაზესი ადგილები ელოდებათ დასალაშქრად, ხოლო მათ, ვინც მზესა და ზღვას ირჩევს, აჭარა გაუწევს მასპინძლობას.


 ბათუმში დასვენების მსურველებს მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ. დღისით მათ “ივერია ბიჩის“ და „სილქ სანაპიროს“ კამკამა პლიაჟი ელოდებათ, ხოლო განსატვირთად კლუბი „გეითი“ და „ბოტანიკოა“. აქ მთელი ზაფხული გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარება გარანტირებულია.

       

ბევრმა ჩვენგანმა საზღვარგარეთ დაგეგმილი დასვენებაც კი გადავიფიქრა, საქართველოს ტურიზმის მხარდასაჭერად. ასე, რომ ყველანი ერთად მივაშურებთ - ზოგი მთას, ზოგი ზღვასა და ზოგიც ბარის ულამაზეს ადგილებს.   



დასვენება, პირველ რიგში, ჩვენი საქმიანი რუტინისგან მოწყვეტას და სხვა სამყაროში გადართვას გულისხმობს. ამის მიუხედავად, დღევანდელ ციფრულ ერაში განტვირთვაც ვერ წარმოგვიდგენია ტექნოლოგების და მითუმეტეს, ტელეფონის გარეშე. დღეს სმარტფონი ტელეკომუნიკაციის ყველა საშუალებებს აერთიანებს: მობილური, ინტერნეტი, ტელევიზია. ჩვენი დროის ყველა ამ სატელეკომუნიკაციო საშუალებებს ერთად თავი სილქნეტმა მოუყარა. მოგზაურობისას კი, განსაკუთრებით განუყოფელია  მობილური ტელეფონი. იმისათვის, რომ საქართველოში გატარებული საზაფხულო მოგზაურობა განსაკუთრებული და კომფორტული იყოს ყველასთვის, სილქნეტმა ამაზე დიდი ხნის წინ იზრუნა.


კომპანიამ მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა სწორედ იმისათვის, რომ მომხმარებლები მობილური ინტერნეტით მარტივად და თვალის დახამხამებაში დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გააზიარონ ემოციები. ჯეოსელის ქსელში მასიური სამუშაოები გასული წლის ზაფხულში აჭარიდან დაიწყო. დღეისათვის კი მთელს სანაპირო ზოლში, 4.5 G ინტერნეტი უწყვეტად მუშაობს. გაძლიერებული ოთხნახევარი თაობის ინტერნეტი დასავლეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში და მთელს შემაერთებელ მაგისტრალზეა უზრუნველყოფილი.


გაუმჯობესებული ინტერნეტის ქსელის პირობებში, მომხმარებლები დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით შეძლებენ სარგებლობას.



4K ხარისხის სრული ფილმის მხოლოდ 2 წუთში გადმოწერა, FHD ხარისხის ფილმის კი - რამდენიმე წამში მხოლოდ ზემაღალი სიჩქარის ტექნოლოგიებით არის შესაძლებელი, რაც ცოტა ხნის წინ სილქნეტმა პირველმა დანერგა ჯეოსელი ქსელში და სატესტოდ, თბილისის ცენტრალურ ნაწილში კომერციულად გაუშვა. ახლო მომავალში, მთელს თბილისს, ხოლო შემდგომ კი ქვეყნის მთავარ ქალაქებსაც დაფარავს ამ ტექნოლოგიით, რომელსაც გიგაბიტ ელტეი, მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე კი 4.9 G შეიძლება ვუწოდოთ. მისი მეშვეობით მაღალი გარჩევადობის მქონე მოკლე YouTube ან Facebook ვიდეოს ატვირთვა და გაზიარება მომხმარებელს პრაქტიკულად თვალის დახამხამებაში შეუძლია.


ასეთი მობილური ინტერნეტის მხარდაჭერით, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს სილქნეტი სპეციალური, ტურისტული შეთავაზებით დახვდება. პაკეტი „All inclusive” განახლებული პირობით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს 20% ფასდაკლებას სთავაზობს. სასტარტო პაკეტი 16 ლარი ღირს და საჩუქრად 2გბ ინტერნეტი ემატება.

http://silknet.com/static/images/news/5d2837ca04a27.png

სილქნეტი ჯეოსელის ინტერნეტ პაკეტებს სხვადასხვა მიმზიდველი პირობებით სთავაზობს მომხმარებელს:



განახლებული ინტერნეტ პაკეტები ყველანაირ მომხმარებელზეა მორგებული: 30 დღიანი ინტერნეტ პაკეტების ფასი 4 ლარიდან იწყება, ხოლო დღიური 2 გიგაბაიტის შეძენა 1,5 ლარად არის შესაძლებელი, დღიური ულიმიტო ინტერნეტის კი - 5 ლარად, რაზეც, ამჟამად, მიმდინარეობს აქცია. ეს ინტერნეტ პაკეტი,  5 ლარის ნაცვლად, 3 ლარად გაიაქტიურეს აქციაში მონაწილე აბონენტებმა. ასე რომ, ჯეოსელის აბონენტებს სიურპრიზები აქციების სახითაც ელის.


როგორ შევიტყოთ აქციებს შესახებ? მარტივად: მოინახულეთ სილქნეტის ფეისბუკის გვერდი და თვალი ადევნეთ ჰეშთაგით #სილქფესტი  განთავსებულ ინფორმაციას აქციების შესახებ. ასე, რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაქვს სილქნეტის ფეისბუკის გვერდი მოწონებული, გახდი ფოლოვერი, შეიტყვე პერიოდულად #სილქფესტის აქციების შესახებ და გაიაქტიურე შენთვის სასურველი შეთავაზება.


თუ გადაწყვიტეთ, სხვა ქვეყნებს მიაშუროთ საზაფხულოდ, მობილური ინტერნეტი იქაც ძალიან გამოგადგებათ. ინტერნეტ პაკეტების არჩევანი როუმინგის მომხმარებლებისთვისაც დიდია. 2.5 ლარად 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ 10 მბ ინტერნეტით, ან აირჩიოთ ოთხი სხვადასხვა ტიპის პაკეტიდან ერთ-ერთი და ისარგებლოთ 30 დღის განმავლობაში. სილქნეტმა თავისი აბონენტების კომფორტზე განსაკუთრებულად  იზრუნა და გარკვეული როუმინგული პაკეტების შეძენასთან ერთად, სამოგზაურო დაზღვევაც შესთავაზა მოხმარებელს. დაზღვევის შეძენა მარტივია. მისი გააქტიურება თავად შეუძლია აბონენტს.


ასე რომ, მზად ხართ ზაფხულის ხალისიანად გასატარებლად? სილქნეტიც მზად არის, იყოს თქვენი განუყრელი მეგზური მობილური ტელეფონით, ინტერნეტით, და ტელევიზიით.

გაატარეთ ზაფხული სილქნეტთან ერთად  და აირჩიეთ თქვენზე მორგებული შეთავაზება.

გაიგე მეტი სილქნეტის ვებ გვერდზე:

როუმინგის ინტერნეტ პაკეტები და სამოგზაურო დაზღვევა

დღიური და 30 დღიანი ინტერნეტ პაკეტები

ტურისტული პაკეტი „All Inclusive“

 


(R)


თეგები:
სილქნეტი



კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია
access_time2019-09-17 13:30:00
დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია. "სასესხო პორტფელის ზრდა,...

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“
access_time2019-09-17 14:00:28
„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“— ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი....

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო
access_time2019-09-17 11:55:47
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების,...

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
access_time2019-09-17 12:08:50
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების...

NDI - გამოკითხულთა 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს

NDI - გამოკითხულთა  84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას  მთავრობას აკისრებს
access_time2019-09-17 11:00:15
NDI-ის კვლევის მიხედვით,  გამოკითხულთა უმრავლესობა - 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს; 2% პარლამენტს; 1% კი გლობალურ ეკონომიკას. ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 12%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს...


მსგავსი სიახლეები

up