Silk Way West Airlines-ი 50 მლნ დოლარის ობლიგაციებს გამოუშვებს

Silk Way West Airlines-ი 50 მლნ დოლარის ობლიგაციებს გამოუშვებს

access_time2021-11-24 13:30:00

კასპიის რეგიონის წამყვანმა სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-მა პირველი ობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა.


იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა COVID-19-ის პანდემიამ გავლენა მოახდინოს ავიაკომპანიის მომავალ საქმიანობაზე და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობა და შემოსავლები უცხოურ ვალუტაშია, მიღებული იქნა გადაწყვეტილება აშშ დოლარში ობლიგაციების გამოშვების შესახებ.


COVID-19-ის შეზღუდვების შემსუბუქებასთან და ტრანსპორტირების პირობების სტაბილიზაციასთან ერთად, პროგნოზირებულია ფრენების რაოდენობის ზრდა, რაც ხელს შეუწყობს სავალუტო შემოსავლის ზრდას და უზრუნველყოფს კომპანიის მიერ ვალდებულებების დროულ გასტუმრებას.


Silk Way West Airlines-ის ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთია 5%-ი სამი წლის განმავლობაში. აღნიშნული ტრანზაციებიდან ​შემოსული თანხა ფლოტის განახლებას მოხმარდება.



ცნობილია, რომ ობლიგაციების ემისია განხორციელდება ხუთ ტრანშად, თითოეული 10 მილიონი დოლარის ოდენობით. 1000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ობლიგაციების ანდერრაიტერი არის ბაქოს საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული წამყვანი საინვესტიციო კომპანია PASHA Capital.


„ავიაკომპანიის მოგებისა და ტონაჟის პროგნოზების გაანალიზებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ ავიაკომპანიის ბაზრის გაფართოება დადებითად აისახება ბიზნესის განვითარებაზე და პრემიუმ გაყიდვებით მომგებიანობა დაგეგმილზე სწრაფად გაიზრდება. 50 მლნ დოლარის ოდენობის ობლიგაციებიდან მიღებული შემოსავალი Silk Way West Airlines-ის ფლოტის განახლებას მოხმარდება“, – განაცხადა Silk Way West Airlines-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მირსამედ მოვსუმზადემ.


კომპანია PASHA Capital დაარსდა 2012 წლის ივნისში და მას შემდეგ გახდა უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია ქვეყანაში, 2021 წლის პირველ ცხრა თვეში ბაქოს საფონდო ბირჟაზე ინვესტიციების მეშვეობით მიაღწია 10,2 მილიარდ მანათის ბრუნვას.


რაც შეეხება ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს, ის 2012 წელს ბაქოში დაარსდა და არის ყველაზე დიდი სატვირთო ავიაკომპანია კასპიის რეგიონში. ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია მთელი მსოფლიოში მასშტაბით, ყოველთვიურად დაახლოებით 350 რეისს, 12 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო თვითმფრინავის Boeing 747-8F-სა და 747-400F-ის გამოყენებით ასრულებს


2021 წლის 28 აპრილს Silk Way West Airlines-მა, რომელიც აფართოებს თავის ფლოტს, ხელი მოაწერა სტრატეგიულ შეთანხმებას Boeing-თან ხუთი უახლესი 777F სატვირთო თვითმფრინავის შეძენაზე. ავიაკომპანიის წლიური ტვირთბრუნვა 420 ათას ტონას აჭარბებს.


avianews.ge

თეგები:
Silk Way West Airlines



პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით

პრემიერი საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას ელოდება - აგვისტოს ბოლომდე ჯამში 20-30 თეთრით
access_time2022-08-15 15:00:47
გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების...

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

არ დაანთოთ ცეცხლი ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
access_time2022-08-15 15:40:18
მაღალი ტემპერატურიდან გამომდინარე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და სთხოვს არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. „გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან...

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500 და 2,8600 ლარი ღირს

13:00 საათისთვის, Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8050 ლარად ივაჭრება, ბანკებში კი 1 დოლარი 2.8500  და 2,8600 ლარი ღირს
access_time2022-08-15 13:00:23
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8050  ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7050 კურსით დაიწყო.   12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი...

შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს - ივანე ჩხაიძე

შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს - ივანე ჩხაიძე
access_time2022-08-15 14:00:14
შესაძლოა, მიმდინარე და მომავალ კვირას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების პიკი იყოს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში შემცირდეს ინფიცირების შემთხვევები. „კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ივნისთან...

საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს

საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს
access_time2022-08-15 12:00:57
საარსებო მინიმუმი ივლისში წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 245,3 ლარს შეადგენს. „საქსტატის“ მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ივნისთან შედარებით 10 ლარით არის შემცირებული, წლიურად კი თითქმის 61.8 ლარით არის გაზრდილი. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 217.3 ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ეკონომისტები საარსებო მინიმუმის დათვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ცვლილება...


მსგავსი სიახლეები

up