„სილიკონ ველის“ კომპანიებს დიდი ალბათობით გლობალური ციფრული გადასახადის გადახდა მოუწევთ - გერმანია

„სილიკონ ველის“ კომპანიებს დიდი ალბათობით გლობალური ციფრული გადასახადის გადახდა მოუწევთ - გერმანია

access_time2021-01-29 23:30:00

„სილიკონ ველის“ ტექნოლოგიურ კომპანიებს დიდი ალბათობით გლობალური ციფრული გადასახადის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ გერმანიის მინისტრმა ოლაფ შოლცმა CNBC-ის განუცხადა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ შეთანხმებას ციფრულ გადასახადთან დაკავშირებით ზაფხულამდე მიაღწევენ. ამის ვარაუდის საფუძველს მას თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცვლილება აძლევს.



„დიდი ალბათობით ჩვენ მივაღწევთ წარმატებას ამ საკითხის მოგვარებაში. აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მაცნობა, რომ მათ ესმით, რომ საჭიროა ამ შეთანხმების მიღწევა ციფრულ სექტორში და ისინი ჩვენთან ერთად იმუშავებენ გამოსავლის გზებზე, რაც ვფიქრობ, უკვე დიდი წარმატებაა“, - განაცხადა შოლცმა.



ამ განცხადების გაკეთებამდე, გერმანიის ფინანსთა მინისტრი აშშ-ის სახაზინო მდივანს ჯანეტ იელენს ესაუბრა.



ცნობისთვის, იელენმა გასულ კვირას სენატში მოსმენაზე, მხარი დაუჭირა ახალი გლობალური გადასახადის დაწესებას ტექნოლოგიური გიგანტებისთვის. მან ასევე პირობა დადო, რომ აშშ აქტიურად მიღებს მონაწილებას OECD-ის ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში. მაშინ როდესაც თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციამ ეს მოლაპარაკებები შეაჩერა. OECD-ის გლობალურ ციფრულ გადასახადთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა სურს.




პარალელურად, OECD-ისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკვე დააწესა ციფრული გადასახადი, მათ შორისაა ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი. ეს უკანასკნელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკვე მოსთხოვა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს ციფრული გადასახადის გადახდა. დანარჩენი ორი ქვეყანა კი ისევ OECD-ის მოლაპარაკებების შედეგებს ელოდება. თუ OECD-ი ვერ შეძლებს ამ საკითხის გადაჭრას, მაშინ ევროკომისიაში, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა, ევროპის მასშტაბით ციფრული გადასახადის დაწესებას განიხილავენ.




forbes.ge















ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა

ქაღალდი ჩამოცვენილი ფოთლებიდან - უკრაინული სტარტაპის იდეა
access_time2021-04-11 20:00:56
უკრაინის ზაკარპატიეს ოლქში დაბადებულმა ვალენტინ ფრეჩკამ ჩამოცვენილი ფოთლების გადამუშავების და მათგან ქაღალდის წარმოების ტექნოლოგია ჯერ კიდევ სკოლაში მოიფიქრა.დღეს მის მიერ დაარსებული სტარტაპი ხარკოვში და რივნოში ამ უჩვეულო მასალიდან ქაღალდის პაკეტებს აწარმოებს, რომლებიც 8 კგ. -ს წონას უძლებენ.კომპანიაში 7 ტონა ფოთლები გადაამუშავეს და ამაზე შეჩერებას არ აპირებენ - ასეთი ქაღალდისგან კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება -...

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?

Süddeutsche Zeitung: საიდან არის მოსალოდნელი შემდეგი პანდემია?
access_time2021-04-11 18:00:37
ადრე იყო ერთი მონადირის ისტორია ცენტრალურ აფრიკაში, რომელმაც მაიმუნი მოკლა. შესაძლოა, მან ცხოველთან ბრძოლის დროს დაზიანება მიიღო, ან მაიმუნის სისხლის მის ორგანიზმში ხორცის დამუშავების დროს მოხვდა. ეს ზუსტად არავინ იცის.ასე იყო თუ ისე, ცხოველის ფიზიოლოგიურ სითხესთან ერთად მის ორგანიზმში ვირუსმა შეაღწია. ეს ისტორიული მოვლენა დაახლოებთ 100 წლის წინ მოხდა, და სრულიად შეუმჩნევლად ჩაირა, თუმცა, ათეულობით წლის შემდეგ ამან უამრავი ადამიანის...

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია

“რას მართავენ წარმატებით ? ” - ვახო სანაია
access_time2021-04-11 18:06:12
“კოვიდს წარმატებით ვმართავთო. შეგიძლიათ, მითხრათ, რა იგულისხმება ამ სიტყვებს მიღმა ?” — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვახო სანაია წერს.“● პირველი ტალღა გვქონდა● მეორე ტალღაც გვქონდა ● ახლა მესამე ტალღაც გვაქვსო ● როცა საჭირო იყო, ტესტირება პრობლემა გახდა. ● ერთი ლოქდაუნი გვქონდა● მეორე ლოქდაუნიც გვქონდა ● ქვეყანა ახლაც ჩაკეტილია ● უახლოეს მომავალში სავარაუდოდ კიდევ...

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...


მსგავსი სიახლეები

up