„სილიკონ ველის“ ექსპერტებმა საპარტნიორო ფონდში შეხვედრა გამართეს

„სილიკონ ველის“ ექსპერტებმა საპარტნიორო ფონდში შეხვედრა გამართეს

access_time2016-08-18 14:36:21

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს ექსპერტები სილიკონ ველიდან, MDI&Associates-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ივანოვსკი და აშშ-ს ეროვნული სტრატეგიების ორგანიზაციის მმართველი დირექტორი პოლ ჯოიალი შეხვდნენ. „სილოკონ ველის“ ექსპერტები საქართველოში პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში იმყოფებიან და ტექნოლოგიურ ნაწილში გამარჯვებულ ფინალისტებს ტრენინგებს უტარებენ.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრას საპარტნიორო ფონდში, დავით საგანელიის გარდა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოდგილე ნათია თურნავა,“სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი ვაჟა მენაბდე, ტექნოლოგიური პარკის დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე და მისი მოადგილე ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.


„სილიკონ ველის“ ექსპერტები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესდნენ. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობას ამერიკელმა სტუმრებმა კერძო საინვესტიციო ფონდის შექმნის იდეა გააცნეს და პროექტში ფონდის შესაძლო ჩართულობის საკითხი განიხილეს.



„სილიკონ ველის“ ექსპერტებს დავით საგანელიძე მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმასა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე ესაუბრა, რომლის მთავარი კომპონენტი დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) ხელშეწყობაა. მხარეებმა შეხვედრაზე ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ამერიკელ სტუმრებს ასევე ფონდის ფუნქცია, პრიორიტეტები, სტრატეგია და უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.


მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტი „სტარტაპ საქართველო“ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტია და საპარტნიორო ფონდისა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად მომზადდა. ამ დროისთვის „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 726 განაცხადია წარდგენილი, მათ შორის ინოვაციების ნაწილში 580 განაცხადი, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში წარდგენილი იყო 146 პროექტი, რომელთაგან 51 ფინალისტი გამოვლინდა. ფინალისტებს „სილიკონ ველის“ ექსპერტები ამჟამად ტრენინგებს უტარებენ.ინოვაციების კომპონენტში მიღებული განაცხადების გადარჩევა კი აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.

 

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც   ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება.


სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება

Handelsblatt: უკრაინას გაკოტრება ემუქრება
access_time2020-07-07 20:00:58
უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იაკოვ სმოლი მოულოდნელად გადადგა. ეს იმ დროს მოხვდა, როდესაც მთავრობამ 1, 7 მლრდ. დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვება დაიწყო.უკრაინა, როგორც სახელმწიფო, ისევ გაკოტრების წინაშე დგას.მხოლოდ 2020 წელს კიევმა 17 მლრდ. დოლარის ოდენობის საგარეო დავალიანება ან უნდა დაფაროს, ან მისი რესტრუქტურიზება მოახერხოს.ამ მიზნით გამოშვებული ობლიგაციების გაყიდვა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იგეგმებოდა. თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის...

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი

ტურისტების გარეშე Hilton-ის გახსნას აზრი არ აქვს - ლაშა პაპაშვილი
access_time2020-07-07 13:30:27
თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია. „Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ,...


მსგავსი სიახლეები

up