სილამაზის სალონი „ვი ემ თის“  მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

სილამაზის სალონი „ვი ემ თის“ მფლობელი „თიბისი დაზღვევას“ სასამართლოში უჩივის

access_time2020-05-25 17:00:48

სილამაზის სალონის მფლობელი, შპს „ვი ემ თის“ დამფუძნებელი თეონა ხარაზიშვილი „თიბისი დაზღვევას“  ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც „კომერსანტს“ თეონა ხარაზიშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა, საქმე ეხება 2019 წლის 04 დეკემბერს ქ.გორში სილამაზის სალონში მომხდარ შემთხვევას, როდესაც დაზიანდა ეპილაციის აპარატი, რომელიც დაზღვეული იყო „თიბისი დაზღვევის“ მიერ და რომლის შეკეთებაც 19 400 ევრო ჯდება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანია დაზღვეულს  დღემდე ზიანის ანაზღაურებაზე უარს ეუბნება.


„სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულებაა „თიბისი დაზღვევის“ მხრიდან. იმის მაგივრად, რომ პანდემიის პირობებში მცირე მეწარმეების დახმარებაზე ზრუნავდნენ, ფაქტობრივად, ისედაც დაზარალებულ ადამიანს უკანასკნელ ლუკმას აკარგვინებენ. თეონა ხარაზიშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, თუმცა, დაზღვევა ამბობს, რომ  ვიდრე დამნაშავეს არ დაადგენს გამოძიება ან საქმე არ დაიხურება ზიანს ვერ აანაზღაურებს. გამოძიება კი შეიძლება ამ კონკრეტული მუხლიდან გამომდინარე ექვსი წელი გაგრძელდეს ან სულაც ვერ იქნეს დადგენილი დამნაშავე და რა გამოდის, თეონა ხარაზიშვილი, რომელსაც აქვს „თიბისი ბანკის“ კრედიტი, ექვსი წელი უნდა ელოდოს მათივე გადაწყვეტილებას და იხადოს პროცენტები და სესხი? ეს ხომ აბსურდია. როდესაც თქვენ აფორმებთ დაზღვევის ხელშეკრულებას, თქვენ ენდობით საღ აზრს და მეორე მხარის კეთილსინდისიერებას და ცხადია არ ფიქრობთ, რომ სანამ გამოძიება არ დამთავრდება თქვენ ზიანს არ აგინაზღაურებენ. ეს რომ წინასწარ იყოს ცნობილი ასეთ ხელშეკრულებას არავინ გააფორმებს“,-აღნიშნავს გიგუაშვილი. 


ადვოკატის განცხადებით, მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია და სადაზღვევო კომპანიები ყველანაირად ცდილობენ ზიანის ანაზღაურებისგან თავის არიდებას, განსაკუთრებით კი სისხლის სამართლის საქმეებში და აგრარულ სექტორში. მისი განცხადებით უახლოეს დღეებში თეონა ხარაზიშვილი მიმართავს სასამართლოს სარჩელით და პარალელურად მიმართავენ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, რათა დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.







ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი

ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 17 პაციენტი
access_time2021-07-27 10:55:42
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი, ხოლო 1...

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო

სადაზღვევო კომპანია „ირაომ“ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია დაიწყო
access_time2021-07-27 09:50:15
კოვიდპანდემიის გაუარესებული სურათის ფონზე, ვაქცინაციის ტემპი სასურველ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი იარაღი კი მასობრივი ვაქცინაციაა. „ირაომ“ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. სადაზღვევო კომპანიის დირექტორთა საბჭოსა გადაწყვეტილებით, ის თანამშრომლები, რომლებიც 26 ივლისიდან 1 სექტემბრამდე წარმოადგენენ პირველი აცრის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენენ, შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ საჩუქარი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-26 21:00:16
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლოქდაუნი არ იქნება – მთავრობა პანდემიის ეფექტიანი მართვის გზას ირჩევს „მე მინდა ჩვენს მოსახლეობას განვუმარტო, ბევრია საუბრები ბოლო დროს და კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ.  მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის...

რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო

რა ღირს ყველაზე ძვირი ქართული ღვინო
access_time2021-07-27 12:00:43
უსახელოური - ყველაზე ძვირად ღირებული ქართული ღვინოა, მისი 1 ბოთლის (0,7 ლ.) საწყისი ფასი ადგილობრივ ბაზარზე 750 ლარია,  მაგრამ „უსახელოურის“  საექსპორტო ფასი გაცილებით მაღალია.  როგორც ,,კომერსანტთან“  მეწარმე თამაზ ომანაძე ამბობს, ყველაზე ძვირად, 3000 ლარად,  ქართულ ბაზარზე 2012 წელს  ჩამოსხმული ,,უსახელოური“ გაიყიდა.   სულ რამდენიმე  მაღაზიაა თბილისში, სადაც ეს ღვინო იყიდება და მისი მყიდველების ვინაობას, ხშირ შემთხვევაში, არ...

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა
access_time2021-07-26 18:00:22
26 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.72 თეთრით 3.0828-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს ლარი 3.0887-იანი კურსით ივაჭრებოდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გამყარდა. კერძოდ: ევროსთან 1.10 თეთრით 3.6371-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.70 თეთრით 4.2521-მდე, თურქულ ლირასთან 0.21 თეთრით 0.3602-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 1.10 თეთრით 1.8107-მდე, 100 რუსულ რუბლთან 5.17 თეთრით 4.1621-მდე, 1000 სომხურ...


მსგავსი სიახლეები

up