სიკვდილს შეზღუდვა სჯობს - ლაშა პაპაშვილი

სიკვდილს შეზღუდვა სჯობს - ლაშა პაპაშვილი

access_time2020-10-16 17:00:44

ქვეყანაში ეპიდემიის მეორე ტალღაა, გუშინ კი მთავრობამ სარესტორნო ბიზნესს შეზღუდვები დაუწესა. რა მოლოდინი აქვს ბიზნესს და რას აპირებს იმ პირობებში, თუ მკვეთრი ზომები სხვადასხვა სექტორზე უფრო გლობალურად დაწესდება?


მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც განვითარებული და ძლიერი ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველო გაცილებით ღარიბი და მაღალი რისკების ქვეყანაა. აქვს თუ არა ქართულ ბიზნესს მკვეთრი ზომების მიღების ფუფუნება - ამ თემაზე „ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესმენი, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი საუბრობს.


მისი განცხადებით, პანდემიის დაწყების დღიდან ის ბიზნესზე შეზღუდვების დაწესების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა ახლა, როდესაც ბოლო პერიოდში საკმაოდ დამძიმდა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია, მიიჩნევს, რომ რა შეზღუდვაც გამართლებული და საერთაშორისო მასშტაბით აპრობირებული იქნება, ის უნდა დაწესდეს.


„სიკვდილს შეზღუდვა სჯობს. მსოფლიოში არის შეზღუდვების პრაქტიკა. მაგალითად, ლონდონი დაკეტილია და ქართველებმა რომ ცოტა ხანი თავი შევიკავოთ არაფერი უშავს. გადავიდნენ რესტორნები ონლაინ მუშაობაზე, ამ ფორმით მიაწოდონ საკვები. გლობალური კატასტროფების ფონზე არ გვჭირდება ღამის ცხოვრება და გაუთავებელი ჭამა-სმა. ჯობს სახლში მიწოდების სერვისი ამოქმედდეს, თავის დროზე ჭამით და თავის დროზე დაძინებით, ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ,“ - აცხადებს პაპაშვილი.



კითხვაზე, შეძლებს თუ არა ბიზნესი შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრების შემდეგ არსებობას, პაპაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ვერ იქნება ფლაგმანი და უნდა გავითვალისწინოთ ის როგორც მოიქცევიან დიდი ბაზრები, დიდი გამოცდილების მქონე სახელმწიფოები.


„რამე განსკუთრებულის მოგონების წინააღმდეგი ვარ. თუ საერთაშორისო პრაქტიკა იქნება რომელიმე დარგის შეზღუდვის, უნდა მივყვეთ, სხვა გზა არ გვაქვს. თავს ვერ გამოვიჩენთ და ინდივიდუალურები ვერ ვიქნებით,“ - აცხადებს პაპაშვილი.


მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში დღეიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების ფუნქციონირება 22:00 საათიდან იზღუდება.


business-partner.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up