Signify (Philips)-ი საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება

Signify (Philips)-ი საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმარება

access_time2019-01-25 09:54:12

Signify (Philips)-ი მზადაა, საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის სტრატეგიის განხორციელებაში დაეხმაროს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და Signify/Philips-ის აღმასრულებელი დირექტორის, ერიკ რონდოლატის შეხვედრისას აღინიშნა, საუბარია ქუჩებისა და ძეგლების ენერგოეფექტურ განათებაზე, რაც პირველ ეტაპზე თბილისში, შემდეგ კი მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა განხორციელდეს.


შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს მთავრობის მწვანე ეკონომიკის კონცეფციაზე, რაც მათ შორის ორგანული წარმოების განვითარებას გულისხმობს. ასევე, განიხილეს "ფილიპსის" ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ორგანული წარმოების ხელშეწყობაში.


საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Signify/Philips-ის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისფარგლებში შედგა და მას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი ესწრებოდნენ.



„კომერსანტი“




ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს
access_time2020-02-20 14:02:05
დღეს საქართველოს პარლამენტში, მინისტრს საათის ფორმატში ივანე მაჭავარიანს უსმენენ. ფინანსთა მინისტრმა გასული წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანი დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება. კანონპროქტი პარლამენტში 2017 წელს...

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება
access_time2020-02-20 12:55:37
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8305-ით დაიწყო, 12:55 საათისთვის  1 დოლარი 2.8272-ის ნიშნულზეა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშნდელი  ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი...

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები
access_time2020-02-20 13:00:37
7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. საპატიმროდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. მისი თქმით, აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება.   „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი,...

რას წერდა ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?

რას წერდა  ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?
access_time2020-02-20 12:23:19
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში  მოსვლა 2011 წლის 7 ოქტომბერს დაანონსა. ამის შემდეგ კი, 11 ოქტომბერს  მეორე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც  ყოფილი პრემიერი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართავდა.   „კომერსანტი“ წერილიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:   „მინდა მივმართო...

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა
access_time2020-02-19 17:05:52
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309...


მსგავსი სიახლეები

up