Signal Advance და 5 შემთხვევა, როდესაც ინვესტორებმა აქციები შეცდომით იყიდეს

Signal Advance და 5 შემთხვევა, როდესაც ინვესტორებმა აქციები შეცდომით იყიდეს

access_time2021-01-16 15:00:24

რამდენიმე დღის წინ აქამდე ნაკლებად ცნობილმა მესენჯერმა Signal-მა მოულოდნელად დიდი პოპულარობა მოიპოვა - ეს იმის შემდეგ მოხვდა, რაც მესენჯერმა WhatsApp-მა განაცხადა, რომ მომხმარებელთა პირად მონაცემებს Facebook-ს გადასცემს.

 

უცნობ აპლიკაციაზე მოთხოვნის ნახტომისებრი ზრდა ილონ მასკის ტვიტმა გამოიწვია - „გამოიყენეთ  Signal».

 

Tesla-ს დამაარსებელს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს და მისმა მოწოდებამ ინტერესი არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ინვესტორების მხრიდანაც გამოიწვია. მათ ბირჟაზე მესენჯრის მფლობელი კომპანიის ძიება დაიწყეს და მცირე ზომის კომპანია Signal Advance-ს მიაკვლიეს.

 

ჯერ კიდევ 6 იანვარს ამ კომპანიის კაპიტალიზაცია 55 მლნ. დოლარს შეადგენდა, მისი აქციების ფასი კი 60 ცენტი იყო. მაგრამ უკვე 11 იანვარს ერთი აქციის ღირებულება 38 დოლარი, ხოლო კაპიტალიზაცია 1,4 მლრდ. დოლარამდე ავარდა.

 

პრობლემა იმაშია, რომ Signal Advance-ს მესენჯერ Signal-თან არაფერი საერთო არა აქვს  - ის არის ჯანდაცვის დარგში მომუშავე კომპანიაა, იმდენად მცირე, რომ მისი აქციები მხოლოდ ბირჟის გარეთ იყიდება.

 

რაც შეეხება მესენჯერის Signal-ის მფლობელ კომპანიას, ის ბირჟაზე არ ჩანს.

 

ეს არ არის ამერიკული ფინანსური ბაზრისთვის ერთად-ერთი ასეთი ისტორია - რამდენიმე მზგავსი შემთხვევა სხვადასხვა წლებში დაფიქსირდა.

 

Tweeter  და  Twitter

 

2013 წელს მიკრობლოგების სერვის  Twitter-მა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსება დააანონსა. კომპანიის ინფრომაციით ბირჟაზე მისი ტიკერი შემოკლებითი სახელი, TWTR იქნება.


 

ამან ინვესტორებს შორის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მათ სოციალური ქსელის აქციების ძიება დაიწყეს. თუმცა, შეცდომით მათ  Twitter-ის ნაცვლად Tweeter-ის აქციების ყიდვა დაიწყეს. საინტერესო ისაა, რომ ამ დროისთვის Tweeter  საყოფადცხოვრებლო ტექნიკის მაღაზიები ქსელი, უკვე დიდი ხნის გაკოტრებული იყო და მისი აქციების ნარჩენები ბირჟის გარეთ 0,07 ცენტად იყიდებოდა. საერთო ჯამში 2013 წლის 4 ოქტომბერს ინვესტორებმა Tweeter-ის 14,3 მლნ. აქცია იყიდეს, მათი ფასი კი 15 ცენტამდე გაიზარდა. ზრდამ ერთ დღეში 685% შეადგინა.

 

Nestor და Nest Labs

2014 წელს Google-მა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებელი Nest Labs-ის 3,2 მლრდ. დოლარად ყიდვა დააანონსა. ბევრმა ინვესტორმა ამ კომპანიის არსებობის შესახებ პირველად გაიგო და მისი აქციების ყიდვა მოინდომა.

 

მათ მოიძიეს ტიკერი NEST და იფიქრეს, ამ სახელით სწორედ Nest Lab-ის აქციები იყიდებოდა. თუმცა, ისინი შეცდნენ, ეს სულ სხვა კომპანია იყო, სამთავრობო შეკვეთების ტრაფიკის კონტროლის სისტემის შემქმნელი Nestor, რომელიც იმ დროს უკვე გაკოტრებული იყო და ყველა აქტივი  ჯერ კიდევ 2009 წელს გაყიდა. არარსებული და ბირჟაზე შემთხვევით თუ უყურადღებობით დარჩენილი აქციების ფასი 1900% გაიზარდა, თუმცა, შეცდომა მალევე აღმოჩენილ იქნა. საბოლოო ჯამში Nestor-ის აქციები გაუქმდა.

 

Auris Medical და  Auris Health

2019 წელს ინვესტორებს შორის გავრცელდა ჭორი, რომ Johnson & Johnson ქირურგიული რობოტების მწარმოებლის Auris Health-ის ყიდვას აპირებს. ინვესტორებს შორის ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა, მათ არ იცოდნენ, რომ Auris Health -ის აქციები ბირჟაზე საერთოდ არ იყიდება. სამაგიეროდ, მათ  წამლების მცირე მწარმოებლის Auris Medical Holding AG-ის აქციებს მიაკვლიეს.

 

კომპანია შვეიცარიის ქალაქ ცუგში მდებარეობს, მისი სპეციალიზაციაა ყურის დაავადებების მკურნალობაა, კაპიტალიზაცია იმ დროისთვის მხოლოდ 12 მლნ. დოლარს შეადგენდა. სწორედ მისი აქციების ყიდვა დაიწყეს ტრეიდერებმა მთელს მსოფლიოში, შედეგად მათი ფასი დღეში 30%-ით გაიზარდა.

 

Snap Interactive და Snap Inc.

 

მესენჯერი Snapchat, რომელიც კომპანია Snap Inc-მა  შექმნა, თითქმის ყველამ იცის. თუმცა. კომპანია Snap Interactive-ის შესახებ 2017 წლის თებერვლამდე არავის გაუგონია.

 

2017 წელს Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Snap Inc ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას გეგმავდა, რის შემდეგაც ინვესტორებმა მსგავსი სახელების მქონე კომპანიების აქციების ყიდვა დაუწყეს.

 

ამჯერად გაუმართლა Snap Interactive, რომელიც ინტერნეტით გაცნობის აპლიაკაციებზე მუშაობს.  მხოლოდ 4 დღეში კომპანიის აქციები 4-დან 15 დოლარამდე გაძვირდა, სიტუაციის გარკვევის შემდეგ - 8 დოლარამდე დავარდა. მოგიანებით კომპანიამ სახელი შეიცვალა - დღეს მას  PeerStream ეწოდება.

 

Zoom Technologies და  Zoom Video

2019 წლის 18 აპრილას ვიდეოკაშირის სერვისმა Zoom Video Communications აქციები NASDAQ-ზე განათავსა. იმ დროისთვის უკვე საკმაოდ კარგად ცნობილი კომპანიის ფასიანი ქაღალდები 72%-ით გაიზარდა.

 

თუმცა, ეს არაფერია ტელეკომუნიკაციების ჩინური მწარმოებლის Zoom Technologies-ს წარმატებასთან შედარებით, რომლის აქციებიც შეცდომით 470 000%-ით გაიზარდა. ინვესტორებს ისევ სახელები შეეშალათ - ორივეს ლოგოტიპებში სიტყვა Zoom ფიგურირებს. შეცდომას ხელი  ასევე  Google-მა  შეუწყო, რომელიც მოთხოვნაზე Zoom share price («Zoom-ის აქციების ფასი») სწორედ Zoom Technologies-ს მონაცემებს აგდებდა.

 

 

წყარო: rbc.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up