სიღნაღში ტურისტების რაოდენობა იმატებს, წყლის მიწოდების პრობლემა კი ჯერ კიდევ მოუგვარებელია

სიღნაღში ტურისტების რაოდენობა იმატებს, წყლის მიწოდების პრობლემა კი ჯერ კიდევ მოუგვარებელია

access_time2021-05-28 12:00:33

„ამჟამად სიღნაღი ტურისტებით სავსეა, თუმცა ქალაქს წყლის მიწოდების პრობლემა აქვს. ეს პრობლემა წლებია არსებობს, მაგრამ გვპირდებიან, რომ მალე 24 საათიანი წყალმომარაგება გვექნება,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ქალაქ სიღნაღში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები უყვებიან.

 

ჯერ კიდევ 2020 წელს, საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ ცენტრს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, დღის განმავლობაში 10 საათით. წყლის ინფრასტრუქტურა ამჟამადაც ნაწილობრივ ამორტიზებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ ტენდერის გამოცხადების შემდეგ გარკვეული სამუშაოები მიმდინარეობს და პრობლემის მოგვარებას მალევე ელოდებიან. დაგეგმილი პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს საქლორატორო, წყალმომარაგების ქსელი, მილსადენი, რეზერვუარი, მოხდეს დარჩენილი მოსახლეობის გამრიცხველიანება.

 

„გამრიცხველიანება თითქმის დასრულებულია ზემო სოფლებშიც და რამდენად გამოსწორდება წყლის მიწოდება არ ვიცი. ძალიან დიდი ხანია კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ყველას აქვს საკუთარი რეზრვარები და ამას ვავსებთ ხოლმე, მერე ვუკეთებთ ტექნიკურ სინჯებს. წლების წინ იყო ეს პრობლემა სიღნაღის მდებარეობიდან გამომდინარე, მერე რეაბილიტაცია რომ დაიწყო რაღაცები არ იყო გათვალისწინებული. წყალი ამოდიოდა ჭაბურღილებიდან და მიედინებოდა ქსელში,  შემდეგ წყლის რაოდენობა იკლებდა. ახლა აკეთებენ ნაგებობას, საიდანაც შეივსება რეზერვუარები და მერე 24 საათიან წყალმომარაგებას გვპირდებიან, მაგრამ რა ეტაპზეა და როგორ აკეთებენ ნამდვილად არ ვიცით“ - ამბობს ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ლევან ბატიაშვილი.


როგორც ბატიაშვილი გვიყვება ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ქალაქი ინფრასტრუქტურულად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღნაღი უფრო აქტიური ხდება ვიზიტორების თვალსაზრისით.


„ტურისტებიც უკვე არიან ქალაქში, საბედნიეროდ ბევრი გზა გაკეთდა.  განადგურებული რაც იყო ქვაფენილები, შეკეთდა და ნორმალური სიტუაციაა. ახალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროც მალე იხსნება.  ვიზუალურად ძალიან ბევრი  რამე დაემატა ქალაქს - კაფეები, აუზები და ტურისტულად უფრო აქტიური გახდა. თუ აქამდე გავლითი ტურიზმი გვქონდა, ახლა თავისუფლად შეუძლია ტურისტს დარჩეს და დაისვენოს. გართობის თვალსაზრისით მათ ახლა უფრო მეტს შევთავაზებთ ვიდრე ადრე,“ - ამბობს ლევან ბატიაშვილი.


 

Sighnaghi Art Hotel და Villa Provance-ის დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ასევე ამახვილებს ყურადღებას წყლის პრობლემაზე და აღნიშნავს, რომ სხვა მხრივ ქალაქი დღითიდღე მიმზიდველი ხდება ტურისტისთვის. ამასთან სიღნაღის მთავარი ხიბლი, რატომაც ძირითადად „სიყვარულის“ ქალაქს სტუმრობდნენ, ქორწინების სახლი დიდი ხანია დაკეტილია.


„გზები იგება, ძალიან ლამაზი სავაჭრო ცენტრი გაკეთდა პანორამული ხედებით, პარკი განახლდა, შეიცვალა ინფრასტრუქტურულად ქალაქი. მე მახსოვს წლების წინ ერთ ნათურა არ ენთო. ერთადერთი რისი პრობლემაც რჩება ეს არის ნაწილობრივად  წყლის მიწოდება საღამოს საათებში. მაგრამ გვაიმდებენ, რომ ეს მოგვარდება. გაკეთდა ის რომ დალაგდა ნაგვის გატანა, ეს სიღნაღის პრობლემა იყო იმიტომ, რომ პატარა  ქალაქია და ვერ დგამენ დიდ ნაგვის ყუთებს  და პატარა ნაგვის ყუთებში არ ეტევა ნაგავი და ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იყო. ფასადები უფრო გალამაზდა. გაკეთდა ფიროსმანის მუზეუმი, იერსახე შეცვალა ქალაქს და რაც გაკეთებული იყო ის შენარჩუნებულია .  ძალიან ბევრი კერძო  სექტორია აქ და რომელთაც თავად უნდა იზრუნონ რომ მათი ობიექტები ტურისტულად მიმზიდველი იყოს.

სერიოზული პრობლემა რაც რჩება არის ის, რომ ამდენი ხანია დაკეტილია საქორწინო სახლი.  ისიც პანდემიასთან იყო დაკავშირებული იმიტომ რომ დიდი ნაკადი ამოდის, რადგან 24 საათი შეუძლიათ აქ ხელის მოწერა. ტურისტებით სავსეა სიღნაღი, შიდა ტურიზმიც ძალიან გავითარდა. არიან ინგლისელები, პოლონელები, ქართველები.  სხვათა შორის ადრე არ მოდიოდნენ ქართველები და ახლა მიხარია, რომ აირჩიეს ეს ქალაქი,“ - ამბობს ლალი მოროშკინა.


სასტუმრო „ტყუპებში“ ამბობენ, რომ ქალაქს განახლება ნამდვილად სჭირდება, თუმცა ამ ეტაპზე ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.


„არაფერი კეთდება სიღნაღში, ისევ ისეა ყველაფერი, დაზიანებული არაა ძველი განახლებული შენობები, მაგრამ ტურისტბი ძალიან ბევრია და აუცილებლად უნდა განახლდეს ქალაქი. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობით ალბათ ვერ განახლდება,“

 

2020 წლის დასაწყისში დასრულდა ქალაქ სიღნაღში ე.წ. „ნასომხარის“ წყლის სათავე ნაგებობაზე სასმელი წყლის ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოები, რის შედეგადაც მოსახლეობას წყლის მიწოდების გრაფიკი რამდენიმე საათით გაუუმჯობესდა.

 


თეგები:
სიღნაღი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up