სიღნაღში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

სიღნაღში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

access_time2018-07-22 17:27:27

სიღნაღის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ქალაქში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა. ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს სიღნაღს 3087 ტურისტი ეწვია, 2018 წლის იანვრიდან დღემდე კი, მათი რაოდენობა 4200-მდე გაიზარდა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.

"ეს არის იმ ტურისტების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც ისარგებლეს სიღნაღში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით მეტია'', - განაცხადეს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა.

საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. 2018 წლის პირველ ექვს თვეში ქვეყანაში ტურიზმიდან 1.36 მლრდ ლარი შემოვიდა. ყველაზე მეტი შემოსავალი ივნისში დაფიქსირდა და $325 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით, 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისის თვეში, გასულ წელთან შედარებით, 21%-ით გაზრდილია საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობაც. 

მიმდინარე წლის ივნისში ქვეყანაში 400 ათასამდე ტურისტი შემოვიდა, მაშინ, როცა 2017 წლის ივნისში 331 ათასი ტურისტი ეწვია ქვეყანას. 






რუსეთში ჩნდებიან ოფშორები

რუსეთში  ჩნდებიან  ოფშორები
person access_time2018-08-17 19:57:59
რუსეთის დუმამ მიიღო კანონი ქვეყანაში 2018 წლის მესამე კვარტალში ოფშორული ზონების შექმნის  შესახებ.  რეალუარდ ეს იქნება სპეციალური ადმინისტრაციული რაიონები, რომლებიც ქვეყნის  სხვადასხვა მხარეს განლაგებულ კუნძულებზე განთავსდება.  ერთი ოფშორული ზონა განთავსდება კალინინგრადის მხარეში,ხოლო მეორე...

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას

მთავრობა პენსიის ზრდის პრინციპის მიღებაზე იწყებს მუშაობას
person access_time2018-08-17 19:05:00
მთავრობა საპენსიო რეფორმაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხის მოგვარებას იწყებს, რაც პენსიის ზრდის პრინციპის განსაზღვრას გულისხმობს. ამისთვის კი არსებული კანონმდებლობით 9-თვიანი ვადაა ...

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა

ყოფილი „ლეოგრანდი“ დაიხურა
person access_time2018-08-17 18:32:49
სასტუმრო „ველმონდი“, ყოფილი „ლეოგრანდი“ რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. შენობიდან სტუმრების გაყვანა დილიდან მიმდინარეობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ლევან მაისურაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად არაერთი...

ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელებულია

ყოფილი
person access_time2018-08-17 17:00:00
ყოფილი "ლეოგრანდის" შენობა თითქმის დაცარიელდა. სხვა სასტუმროებში გადაყვანის პროცესით ტურისტების ნაწილი უკმაყოფილოა. ერთ-ერთმა მათგანმა ფოიეში სამართალდამცავებიც გამოიძახა.   ტურისტი გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას...

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს

დისტრიბუტორთა ასოციაცია: კერძო გამსესხებლებზე დაწესებული შეზღუდვები, სადისტრიბუციო ბიზნესს დააზარალებს
person access_time2018-08-17 17:05:44
20 აგვისტოდან ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდება. დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვა სადისტრიბუციო კომპანიების ბიზნესს მნიშვნელოვნად...


მსგავსი სიახლეები

up