სიღნაღის მერია ისტორიული გალავნის გადაღებვისთვის 15000 ლარით დაჯარიმდება

სიღნაღის მერია ისტორიული გალავნის გადაღებვისთვის 15000 ლარით დაჯარიმდება

access_time2018-10-11 13:50:52

სიღნაღში მე-18 საუკუნის ისტორიული გალავნის თაღზე მიმდინარე თვითნებური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიღნაღის მერიას 15000 ლარით დააჯარიმებს. როგორც სააგენტოში ამბობენ, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

 

ამასთან, imedinews-თან საუბარში სიღნაღის მერიაში ამბობენ, რომ შესაძლოა მერიამ მათივე დამკვეთი საინჟინრო-მონიტორინგის ჯგუფი დააჯარიმოს.

 

ვიცე მერის მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, მათ პროექტით გათვალისწინებული ობიექტის ზედამხედველობა არაჯეროვანად შეასრულეს, რის გამოც ბატიაშვილი გარკვეული სანქციების გამოყენებას არ გამორიცხავს.

 

ბატიაშვილის თქმით, რეაბილიტაციის პროექტით ცემენტით ნალესის მოხდა და გალავნის ძველ არქიტექტურასთან შესაბამისობაში მოყვანა იგეგმებოდა.

 


პროექტში შეგიძლიათ ჩაიხედოთ და ნახოთ, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები მერიის მიერ დაკვეთილი არ არის. პროექტის ფარგლებში ჩვენ არ ვეხებოდით კულტურულ მემკვიდრეობას, მხოლოდ კიბეების და არსებული პარკის აღდგენა-განახლება უნდა განეხორციელებინათ.

 

კერძოდ, ცემენტების და ნალესის მოხდა და ძველ არქიტექტურასთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა მომხდარიყო. მონიტორინგის ჯგუფმა საზედამხედველო ფუნქცია ვერ შეასრულა, - განაცხადა სიღნაღის ვიცე მერმა მადონა ბატიაშვილმა.

 

თუმცა ამასთან ცნობილია, რომ სიღნაღის მერიას ისტორიული გალავნის რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული არ ჰქონდა, რის გამოც სააგენტომ მერია დააჯარიმა.

 

ერეკლე მეფისდროინდელი გალავნის თაღის ღია კრემისფრად 10 ოქტომბერს კომპანია ინსტალ +-ის ხელოსნებმა თვითნებურად შეღებეს, რის გამოც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ და კომპანია სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერება მოსთხოვეს.

 

სიღნაღის გალავნის ფერთან დაკავშირებით ინფორმაცია Facebook-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

 

წყარო: imedinews.ge






რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში
access_time2019-06-26 20:00:15
რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza.  (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად...

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“
access_time2019-06-26 16:00:06
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია...

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება
access_time2019-06-26 15:00:58
რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა. „მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე...


მსგავსი სიახლეები

up