ქართული ოცნების დეპუტატები სიღარიბის დაძლევას ისევ ზოგადი ფრაზებით გვპირდებიან

ქართული ოცნების დეპუტატები სიღარიბის დაძლევას ისევ ზოგადი ფრაზებით გვპირდებიან

access_time2018-12-05 19:30:00

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოს მოსახლეობამ ახალი პრეზიდენტი აირჩია. საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, წინა  არჩევნების მსგავსად მოსახლეობას კეთილდღეობას და სწრაფი განვითარებას ჰპირდებოდნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას მმართველი გუნდის წევრები სიღარიბეზე ამახვილებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ მოსახლეობისგან გზავნილი მიღებულია აქვთ და ყველაფერს გააკეთებენ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

 

კომერსანტი დაინტერესდა საარჩევნო ციებ-ცხელების გავლის შემდეგ რას გეგმავენ მმართველი პარტიის წევრები და თუ აქვთ  სიღარიბის დასაძლევად კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავებული. 

  

 

ჩვენი რესპონდენტი ფრაქცია ფრაქცია „ქართული ოცნება“ -ის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეა.




 


 

-        მმართველი გუნდის თითქმის ყველა წევრი უკვე ეთანხმება UNICEF- ის კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. უკვე გაქვთ თუ არა პრობლემის მოსაგვარებლად სამოქმედო გეგმა შემუშავებული?

 

 

საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული სტრატეგია გვექნება და ამაზე საზოგადოებასთან ღიად ვისაუბრებთ.

 

 

-         სტრატეგია არის უკვე შემუშავებული ?

 

 

 

არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა, გვინდა ერთიანად წარვდგეთ ამიტომ ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით.

 

 


 

-         ბიძინა ივანიშვილმა სიღარიბეზე საუბარი, ფაქტობრივად, ნახვარი წლის წინ  დაიწყო, რასაც შემდეგ პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომა მოჰყვა. თქვენი მმართველობის პერიოდს რომ თავი დავანებით, ამ ფაქტის შემდეგ 6 თვე გავიდა,  ამიტომ გეკითხებით გაქვთ თუ არა კონკრეტული სტრატეგია შემუშავებული?

 

 

ეს არის კომპლექსური პრობლემა.  ერთი რომელიმე კონკრეტული მიმართულება, კონკრეტული ნაბიჯი და რეფორმა სიღარიბეს ვერ აღმოფხვრავს. აქ არის მთელი ჯაჭვი კონკრეტული საკითხებისა, რომელიც ერთიანობაში უნდა განვიხილოთ. მაგალითად, ზაფხულში სოციალური მუშაობის ახალი კანონი მივიღეთ და ეს არის ერთ- ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი სიღარიბის წინააღმდეგ. სოციალური მუშაკი ყველაზე გაჭირვებულ ადამიანთან  მიდის, მისი მთავარი ფუნქცია კი არის ადამიანები დააბრუნონ ნორმალურ თვითრეალიზების რეჟიმში, რათა თვითონ შეძლონ საკუთარი ცხოვრების მოწყობა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ რეფორმის სრულფასოვნად გატარების შემდეგ ჩვენ გაცილებით ჯანსაღი საზოგადოება გვეყოლება. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ 2019 წლის იანვრიდან სოც დაუცველი ოჯახებისთვის შემწეობა გაიზრდება და თუ ბავშვები იღებდნენ 10 ლარს ახლა მიიღებენ 50 ლარს.

 

 

-         მოსახლეობას პირველ რიგში ფინანსური უზრუნველყოფა სჭირდება და შემდეგ ფსიქოლოგიური. ამ ყველაფრის პარალელულად ხშირად ისმის პრეტენზიები, რომ მათ სოციალური დახმარება დაუსაბუთებლად მოუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ.

 

 

მე რამდენადაც ვიცი, ამ კუთხით რეფორმა იგეგმება, მიმდინარეობს სისტემის დახვეწა. უხარვეზო სისტემა არ არსებობს. ჩვენთვის მთავარია, რომ ნაკლები ადამიანი დაზარალდეს ასეთი ტიპის ხარვეზების გამო.

 

-         რეფორმაზე პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა?

 

ეს შესაძლებელია როგორც  აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ასევე საპარლამენტო დონეზე განხორციელდეს, ჩემი ინფორმაციით განახლებული სისტემა 2019 წლის განმავლობაში ამუშავდება. ვთვლი, რომ მოსახლეობის მძიმე მდგომარეობას ასევე შეამსუბუქებს ის, რომ ფონდი ქართუ 600 000 ადამიანს, რომელთაც სესხი 2000 ლარს ქვემოთ აქვთ, სრულად ჩამოაწერს. ეს არის წარმოუდგენლად დიდი პროექტი, რომელიც ადამიანებს შვებას მოუტანს და ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დააწყებინებს. 


-         ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სესხის ჩამოწერა პოლიტიკური პიარ გადაწყვეტილებაა და მოსახლეობის ეკონომიკურად გააქტიურებას ვერ გამოიწვევს, აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტს ფონდი ქართუ ახორციელებს და არ საქართველოს მთავრობა, თქვან რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით?

 

 

სახელმწიფო აკეთებს იმას, რაც შეუძლია. ჩვენი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ამავდროულად არის ფონდის დამფუძნებელი და ეს არის ერთობლივი პროექტი. აქ ლომის წვლილი ბატონ ბიძინას ეკუთვნის და რომ არა მისი კეთილი ნება და მისი ასეთი გულუხვობა ჩვენი ქვეყნის მიმართ, პროექტი ნამდვილად ვერ განხორციელდებოდა. საქართველოს სახელმწიფოს, სამწუხაროდ, არ აქვს იმდენი თანხა ბიუჯეტში, რომ ასეთი ტიპის ვალები საკუთარ თავზე აიღოს. ძალიან მიკვირს ისეთი ადამიანების, რომელიც ასეთ კეთილშობილურ პროექტში შავ მხარეს ეძებენ და ცდილობენ ის დიდი სიკეთე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებით მიეცა, მხოლოდ ცუდი დაინახონ. ამის მსგავსი საქართველოში არავის არასდროს არაფერი გაუკეთებია. ფონდმა ქართუმ აპატია ამ ადამიანებს ვალი, შემდეგ უკვე ადამიანზეა დამოკიდებული რამდენად წარმატებულად განახორციელებს თავის საქმიანობას. მეტი რას ნიშნავს ეკონომიკური გააქტიურება და მეტი რა სიკეთე უნდა მოეტანა ამ პროექტს ცოტა გაუგებარია.

 

-         კიდევ რა რეფორმას ატარებს სახელმწიფო სიღარიბის დასაძლევად და არის თუ არა საკმარისი ის რაც ჩამოთვალეთ პრობლემის მოსაგვარებლად?

 

სიღარიბის დაძლევისაკენაა მიმართული ასევე გამკაცრებული საბანკო რეგულაციებიც. მე ასეთი ტიპის ბევრი პროექტი შემიძლია ჩამოვთვალო, თუმცა იმავდროულად უნდა ვთქვა, რომ ეს საკმარისი არ არის. ჩვენს ეკონომიკაში სერიოზული გარღვევები უნდა მოხდეს, იმისთვის, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნას, უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეთ ადამიანებს. ერთი კონკრეტული პროექტი შემიძლია გითხრათ, რომელსაც საპილოტედ ჩემს სამაჟორიტაროში, ნახალოვკასა და ლოტკინზე გავაკეთებთ. ეს არის ავსტრიული მოდელი - თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი ადამიანების აქტიური დასაქმების მიმართულებით. დღესდღეობით გვაქვს შემდეგი სიტუაცია - არის ბიზნესის გარკვეული სექტორები, რომელთაც კვალიფიციური მუშა ხელი სჭირდებათ და მეორე სეგმენტი - ადამიანები, რომელთაც სამსახური სჭირდებათ, მათ შორის ხიდი კი ნამდვილად არ არსებობს. აქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და  კონკრეტული მექანიზმების გამოყენებით ეს ადამიანები ერთმანეთს უნდა დააკავშირონ. ადამიანები ხშირად თავისით ამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოდიან. სახელმწიფომ უნდა მისცეს საშუალება პროფესიული გადამზადების შესაბამისი კურსი გაიაროს და ამის შემდეგ დასაქმდნენ.  საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ მთელ საქართველოზე გავავრცელებთ პროექტის შედეგებს.

 

 

კიდევ ერთი დეპუტატი ვისთან დაკავშირებაც „კომერსანტმა“ მოახერხა ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ის წევრი გოგა გულორდავაა.

 

 




სიღარიბის ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო ჭარბვალიანობა, ამ მიმართულებით უკვე საქართველოს მთავრობამ ფონდ ქართუსთან ერთად ნაბიჯები გადადგა და 600 000 მოქალაქეს გარკვეულ წილად ეს პრობლემა ეხსნება. ახალი მონაცემებით 10- მდე სხვადასხვა საფინანსო კომპანია შეუერთდა ამ აქციას და სპექტრი კიდევ უფრო იზრდება. ასევ იგეგმება 2019 წლის ბიუჯეტი სადაც სოციალური მიმართულება მზარდია. საზოგადოებამ უკვე იცის რომ სოციალური დახმარების კომპონენტი იზრდება 10- დან 50 ლარამდე. გადახალისება ხდება საყოველთაო ჯანდაცვაშიც, რათა უფრო ხელმისაწვდომი იყოს იმ თემისთვის, რომელიც ეკონომიკურად სიდუხჭირეშია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიღარიბის კლებას.

 

-         ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სესხის ჩამოწერა პიარ გადაწყვეტილებაა და მოსახლეობის ეკონომიკურად გააქტიურებას ვერ გამოიწვევს..

 

 

მე არ მახსოვს საკითხი, ეკონომიკური ინიციატივა იქნებოდა ეს თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება, აზრთა სხვადასხვაობა რომ არ მოჰყოლოდა. უფრო უპრიანი იქნება, თუ ამას იმ ადამიანებს დავეკითხებით, რომლებიც შვებას საკუთარ ჯიბეზე იგრძნობენ და არა ექსპერტებს. ამ ადამიანებს აღარ ექნებათ პრობლემა, რომ თანხა ერთი ადგილიდან ისესხონ და მეორეს ჩაასესხონ. ვცდილობთ, რომ ჭარბავალიანობის თემა მათთვის ერთხელ და სამუდამოდ იყოს გადაჭრილი, თუმცა იმის ილუზია არ გვაქვს, რომ პრობლემა სრულად მოაგვარდება.

 

        საკანონმდებლო ორგანო თუ გეგმავთ ისეთი ინიციატივის შემუშავებას, რომელიც სიღარიბის პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ?

 

საკანონმდებლო დონეზე უამრავი ახალი ინიციატივა იგეგმება,  ეს რა თქმა უნდა,  სიღარიბის დაძლევის კომპონენტს შეიძლება ასე პირდაპირ არ ეხებოდეს მაგრამ, აქ არის უამრავი სხვადასხვა კომპონენტი, რომელსაც საბოლოოდ აქამდე მივყავართ - იგივე რეგულაციები სესხებთან და სასესხო განაკვეთებთან დაკავშირებით, რეგულაციები ონლაინ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, რომელმაც ასევე გამოიწვია ჭარბვალიანობა. ასევე გამოვყოფდი კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელმაც უნდა დაიცვას ის მოქალაქეები, რომელებიც გარკვეულწილად დაუცველები აღმოჩდნენ  შრომის ბაზარზე სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლის მხრიდან.

 

 

სიღარიბის პრობლემის მოგვარების გზებზე სასაუბროდ კომერსანტი დეპუტატ კობა კობალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ისურვა და „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ გუნდთან გადაგვამისამართა, როგორც ჩანს როდესაც მმართველი გუნდი ეკონომიკურ გადაწყვეტილების იღებს კობალაძე მათ სრულ ნდობას უცხადებს ან კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ იღებს. მთელი დღის განმავლობაში ველოდით პასუხს სოფიო ქაცარავასგან თუმცა, დაპირების მიუხედავათ პარლამენტარებთან საუბარი ვერ შევძელით. როგორც ჩანს, არჩევნების დასრულების შემდეგ იმ პარლამენტართა რიცხვი კვლავ გაიზარდა, რომლებიც ჟურნალისტების ზარებს ისევ არ პასუხობენ.  


ბაჩო ადამია






Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება

Startup Grind-ის მთავარი სპიკერი GLOVO-ს თანადამფუძნებელი იქნება
access_time2019-10-18 13:55:46
2019 წლის 8-10 ნოემბერს, თბილისში, Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება გაიმართება. Startup Grind Europe-Asia Connect-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მას 1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრება. საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ღონისძიება Startup Grind-ის ფარგლებში გამართული მესამე ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იქნება „სილიკონ ველისა“(8000 დელეგატი) და ლონდონის (3000 დელეგატი) შემდეგ. კონფერენცია აერთიანებს 30-ზე მეტ სპიკერს, 20-ზე მეტი...

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს  სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
access_time2019-10-18 13:50:03
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს. პროგრამა მთელ საქართველოზე ვრცელდება. ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს.პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი. საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაუარა. სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ...

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“

არჩილ მესტვირიშვილი:„ეროვნული ბანკის  ამჟამინდელი ოფისი რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო შეგვიქმნის პრობლემებს“
access_time2019-10-18 15:00:00
„საქართველოს ეროვნულ ბანკს ფუნქციები ეზრდება და გაიზრდება მომავალში კადრების რაოდენობაც,რაც იწვევს საოფისე ფართის მკვეთრ უკმარისობას. ჩვენი თანამშრომლების 1/3 ნაქირავებ ოფისში მუშაობს, ეს ცალკე პრობლემას ქმნის, იმის გარდა,რომ ორ სხვადასხვა ადგილას ვართ განთავსებულები, გვაქვს ხარჯიც“-ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ სებ-ის ახალი ოფისის მშენებლობის შესახებ...

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი

ჯაფარიძე საპატრიარქოს - ბიზნეს მოდელი გაქვთ შესაცვლელი
access_time2019-10-18 13:07:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრების თემას ეხმიანება და საპატრიარქოს წინასაარჩევნოდ რჩევებს აძლევს: საქართველოს საპატრიარქო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს. არჩევნებამდე პოლიტიკოსების რიგი იქნება...

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge- ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა
access_time2019-10-18 11:55:51
onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში. 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის,...


მსგავსი სიახლეები

up