სიღარიბე, ძალადობა, სუიციდის მცდელობები - როგორია ბავშვთა სიღარიბე საქართველოში?

სიღარიბე, ძალადობა, სუიციდის მცდელობები - როგორია ბავშვთა სიღარიბე საქართველოში?

access_time2020-06-02 18:00:59

1 ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში არაერთი ბავშვია, რომლის განათლების, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოსა და ზოგჯერ სიცოცხლის უფლებაც კი კითხვის ქვეშ დგას.


ბავშვები განიცდიან ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას სახლებსა და სკოლებში ოჯახის წევრების, მასწავლებლებისა და იმ უფროსებისგან, რომლებიც მათ უნდა იცავდნენ. ბავშვები მუშაობენ მაშინ, როცა უნდა სწავლობდნენ, შორდებიან ოჯახებს მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო და წყვეტენ სწავლას ნაადრევი ქორწინების, უკიდურესი სიღარიბის ან რაიმე სხვა მიზეზით ისე, რომ უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფოსთვის უცნობი რჩება, რა მიზეზით რჩებიან ბავშვები განათლების მიღმა.


გთავაზობთ რიცხვებს ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებიდან, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნიან ბავშვთა მდგომარეობის შესახებ საქართველოში.


სიღარიბე


გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში გასული 8 წლის განმავლობაში ოჯახების 70% მინიმუმ ერთხელ მაინც იმყოფებოდა ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.



ეკონომიკური მდგომარეობა ხშირად ხდება ბავშვების მშობლებისგან განცალკევების მიზეზი.



სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 16 წლამდე ასაკის 156 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იღებს საარსებო შემწეობას.



UNICEF-ის მონაცემებით, მათი რიცხვი, ვინც სოციალურ დახმარებას ითხოვს, და მათი, ვინც ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, ერთმანეთისგან განსხვავდება. სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა 33% მიზნობრივ სოციალურ დახმარებას არ ითხოვს სხვადასხვა მიზეზით, რომელთაგან ერთ-ერთი ისაა, რომ ასეთ თხოვნაზე ახლო წარსულში უარი მიიღო და იმედი აღარ აქვს, რომ მეორედ თხოვნას შედეგი ექნება.





არასათანადო საცხოვრებელი და სასწავლო გარემო


UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები, განათლების სამინისტროს მონაცემებით კი, ცხადი ხდება, რომ სუფთა სასმელი წყლის გარეშე ფუნქციონირებს 1314 სკოლა, სადაც 100 000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.



ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი უინტერნეტოდაა დარჩენილი, რაც დისტანციური სწავლების პირობებში განათლების გარეშე დარჩენასაც ნიშნავს. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი.


ძალადობა


გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ბავშვების 69%-ს განუცდია სხვადასხვა სახის ფიზიკური ძალადობა, 66%-ს კი - ფსიქოლოგიური აგრესია უფროსების მხრიდან. სახალხო დამცველის თქმით, სკოლებში მონიტორინგის შედეგად გამოირკვა, რომ მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5%-ს და სკოლის თანამშრომელთა 13.9%-ს.





მხოლოდ 2019 წელს არასრულწლოვანთა სავარაუდო სექსუალური ძალადობის 262 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება და მათ შორის არასრულწლოვნის გაუპატიურების 24 სავარაუდო შემთხვევა იყო, გარყვნილი ქმედების 79 საქმე და 16 წელს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის 149 შემთხვევა.


სუიციდი


2019 წლის მონაცემით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები.




წყარო: რადიო თავისუფლება 



თეგები:
სიღარიბე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up