სიგარეტის აქციზის მარკების გაყიდვები 30 %-ით შემცირდა - რას სთხოვენ თამბაქოს ინდუსტრიის საერთაშორისო კომპანიები საქართველოს მთავრობას

სიგარეტის აქციზის მარკების გაყიდვები 30 %-ით შემცირდა - რას სთხოვენ თამბაქოს ინდუსტრიის საერთაშორისო კომპანიები საქართველოს მთავრობას

access_time2019-03-18 10:00:34

2019 წელს მოსახლეობას ახალი საზრუნავი გაუჩნდა- ადამიანები ფიქრობენ როგორ ჩაანაცვლონ ძვირი სიგარეტი შედარებით იაფიანი ალტერნატივით. ახალი ფასები, რომელიც პირველ რიგში თამბაქოს მომხმარებლების ჯიბეზე აისახება აქციზის მატებამ გამოიწვია. „კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება განპირობებულია მოსახლეობაზე ზრუნვით თუ ეს არის მცდელობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში უფრო მეტი თანხა შევიდეს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ სიგარეტის ფასის ზრდა მთელი წლის მანძილზე იგეგმება და მისი მიზანია საქართველოში სიგარეტის ფასი ევროპულ ფასებს გაუტოლდეს. დეპუტატის თქმით, სიგარეტის მინიმალური ფასი 8 ლარი იქნება. მაღრაძე ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით არის განპირობებული.

 

გუგული მაღრაძის აზრს იზიარებს მისი თანაგუნდელი აკაკი ზოიძე. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ერთადერთი გზა პროდუქტის გაძვირებაა.

 

„ქართული ოცნების“ პარლამენტარებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, ზურაბ ჭიაბერაშვილს. ევროპული საქართველოს წევრი ფიქრობს, რომ თამბაქოს გაძვირება ავტომატურად მოწევისთვის თავის დანებებას არ იწვევს. მისივე თქმით, მთავრობა დაუფიქრებლად და სრულიად შეუსაბამო გაძვირებით, იმას კი არ უწყობს ხელს, რომ ადამიანებმა თავი დაანებონ მოწევას, ამ გაძვირებით ადამიანებს უფრო დიდ სიღარიბეში აგდებენ.

 

თამბაქოს ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე „British American Tobacco“-ს საქართველოს წარმომადგენლობის კორპორატიული დირექტორი  ზვიად სხვიტარიძე საუბრობს. სხვიტარიძე „კომერსანტთან“ სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის გატარებული რეგულაციები ბიზნეს მნიშვნელოვნად ურტყამს.

 

„აქციზის გადასახადი დეკემბერში გაიზარდა ისე, რომ თამბაქოს ინდუსტრიას  ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია. ჩემი აზრით, ეს ბიზნესთან ურთიერთობის და განსაკუთრებით საერთაშორისო კომპანიებთან ურთიერთობის კუთხით პოზიტიური ნაბიჯი არ არის. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით აქციზის ზრდას, მაგრამ ეს თანდათანობით უნდა განხორციელდეს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება აქციზის ზრდის გეგმა, რომელიც თითქმის ყველა ქვეყანას აქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ წინასწარ იციან 3 - 5 წლის ჭრილში თუ რა რაოდენობით გაეზრდებათ აქციზი, სამწუხაროდ ჩვენ ეს გეგმა არ გვაქვს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ გაიზარდა აქციზის ადვალური კომპონენტი, რამაც თავისი ნეგატიური შედეგები უკვე მოიტანა. პირველი არის ის, რომ ხალხი თუთუნის მოხმარებაზე გადავიდა. თავდაპირველად ადვალური გადასახადი ერთ კოლოფ სიგარეტზე მისი ღირებულების 5% იყო, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კი ის 30%-მდე გაიზარდა“, - განაცხადა ზვიად სხვიტარიძემ.

 

 „British American Tobacco“-ს საქართველოს წარმომადგენლობის კორპორატიული დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში სიგარეტის ფასი კიდევ გაიზრდება.

 

 

 „გაიზრდება თუ არა თამბაქოზე ფასები? რა თქმა უნდა გაიზრდება. დეკემბერში აქციზი რადიკალურად გაზარდეს, დაახლოებით 50 პროცენტზე მეტით მოხდა აქციზის ზრდა. ეს ჯერ სიგარეტების ფასში არ ასახულა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ მთელი რიგი კომპანიები სიგარეტზე ფასის ზრდას გააგრძელებენ“, - ამბობს ზვიად სხვიტარიძე.

 

 

 ზვიად სხვიტარიძე განმარტავს, რომ საქართველოში თუთუნის ხარის არავინ ამოწმებს, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.

 

თუთუნზე აქციზი ცალსახად უნდა გაიზარდოს. აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ბაზრის ეს მიმართულება უნდა გაკონტროლდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ კილოგრამი ამ ეტაპზე 35 ლარით იბეგრება, გადასახადს არავინ იხდის. ასევე ვერ ვაკონტროლებთ შემოსული თამბაქოს ხარისხს, რადგან იქ ლაბორატორია არ არის. რა თქმა უნდა, სიგარეტი ზოგადად მავნებელია, მაგრამ ჩვენ ხარისხს და საერთაშორისო სტანდარტს ვიცავთ“, - განმარტავს ზვიად სხვიტარიძე.


 

 

 „British American Tobacco“-ს საქართველოს წარმომადგენლობის კორპორატიული დირექტორი აცხადებს, რომ თამბაქოსა და სიგარეტზე ფასის ზრდა მწეველების რიცხვის შემცირებას არ გამოიწვევს. ზვიად სხვიტარიძის თქმით, პროცესს უკუეფექტი ექნება და სოციალურად ისედაც მოწყვლად ჯგუფს ფინანსურად მნიშვნელოვნად დაარტყამს.

 

„ვინც თქვა, ვინც ამბობს ან ვინც მომავალში იტყვის, რომ  სიგარეტის გაძვირებით მოსახლეობა მოწევას თავს დაანებებს ის ცრუობს. მოწევას განვითარებად ქვეყანაში ვერავინ დაანებებს თავს. პირველი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე უნდა იყოს 10 000 დოლარი და ზევით, ჩვენთან ეს რიცხვი 4000- ს ვერ აცდა. ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ მძიმე სოციალურ ეკონომიკური პრობლემები, ისინი არ უნდა ფიქრობდნენ თავის გადარჩენაზე, არამედ უნდა ფიქრობდნენ რომელ ქვეყანაში დაისვენონ, რა ტიპის მანქანა იყიდონ და ა.შ. სანამ ეს დონე არ აიწევს ქვეყანაში, მანამდე არა ჯანსაღია იმაზე საუბარი, რომ რეგულაციები და აქციზის ზრდა მწეველთა რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს“, - აცხადებს ზვიად სხვიტარიძე.

 

 

 ზვიად სხვიტარიძე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებით ქვეყანაში კონტრაბანდის შემოტანას შეუწყობს ხელს. სხვიტარიძე „კომერსანტთან“ გამოსავალზე საუბრობს.

 

 

 „არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ არალეგალური ვაჭრობა გაიზრდოს იმიტომ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სომხეთში და რუსეთში აქციზის გადასახადი რადიკალურად დაბალია და ის პროდუქტი საქართველოში შემოვა. რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს იმას, რომ  შემოდინებები, ფინანსური შემოსავალი აღარ შევა სახელმწიფოში იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც იყო დაგეგმილი. ეს თავისთავად არც ბიზნესისთვის არც სახელმწიფოსთვის დადებით შედეგებს არ მოიტანს. აქედან გამომდინარე, გამოსავალი არის აქციზი დაუბრუნდეს იმ ნიშნულს რაც იყო და დაიდოს აქციზის თანდათანობით ზრდის გეგმა, რომელიც უნდა იყოს მინიმუმ 3 წლის“ , - განმარტავს ზვიად სხვიტარიძე.

 

 

„BritishAmericanTobacco“-ს საქართველოს წარმომადგენლობის კორპორატიული დირექტორი აცხადებს, რომ აქციზის მარკების გაყიდვები 30 პროცენტით არის შემცირებული, მისვე თქმით, კომპანიების გაყიდვებიც იგივე პროცენტულობით შემცირდა. „British American Tobacco“-ს საქართველოს წარმომადგენლობის კორპორატიული დირექტორმა განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარების მიზნით, თამბაქოს ინდუსტრიის ყველა საერთაშორისო კომპანიამ საქართველოს მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს, მათი ძირითადი თხოვნა შეეხებოდა აქციზის შემდგომი 3 წლის ზრდის გზამკვლელის შედეგნას, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

 

 

 აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უაქციზო პროდუქციის შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოვლინდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტროსიგარეტის IQOS-სთვის განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 4 470 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

 

 

 

ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 33 000 ლარს აღემატება.

 

 

 

ასევე შეგახსენებთ, რომ 2019 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ – 2.3%.საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

 

 

 ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 6.7%-ით, რაც 0.47 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე 13%-ით.


 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია, ასევე, ფასების ცვლილებამ ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში. ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რაც 1.06 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.  თამბაქოს ნაწარმზე ფასები მომატებულია 32.7 პროცენტით.

 

 

 

ბაჩო ადამია






ლარი მცირედით გაუფასურდა

ლარი მცირედით გაუფასურდა
access_time2021-08-03 18:00:52
3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.06 თეთრით 3.1048-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსი 3.1065-ზე დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან, 0.13 თეთრით 3.69.19-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.86 თეთრით 4.3247-მდე, თურქულ ლირასთან 0.17 თეთრით 0.3729-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.55 თეთრით 4.2633-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.92 თეთრით 6.3566-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან კი უმნიშვნელო 0.01 თეთრით 1.8265-მდე...

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია

თემურ ჭყონია: გახარიას ბიზნესწრეებში ცუდი რეპუტაცია არ ჰქონია
access_time2021-08-04 12:00:55
თემურ ჭყონია „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მეტსახელის („ბოლი“. რედ.) გასაჯაროებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გუნდის შიგნით რა ხდება არ იცის, ხოლო გარეთ - ბიზნესმენთა წრეში, გახარიას ცუდი რეპუტაცია არ ჰქონდა.   „ნორმალური ბიზნეს-ომბუდსმენი იყო, არ მახსენდება შემთხვევები, ვინმეს რამე შეპირებოდა და არ შეესრულებინა. შეიძლება იყო ასეთი ფაქტები, მაგრამ ჩემთვის უცნობია. როგორც წესი, ბიზნესომბუდსმენი ხელისუფლების მიერ ინიშნება, მაგრამ მისი...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-03 21:00:09
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ბიზნესმენების აზრი – იყო თუ არა გახარია „ბოლი“ პრემიერი? ბიზნესმენი დავით ბეგიაშვილი: „ბიზნესს გიორგი გახარიამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა. ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენის პოსტზე, მას სექტორის სასარგებლად ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია“.   2. ინფლაცია 10–წლიან...

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს

კულუმბეგოვი შეზღუდვების, მათ შორის კომენდანტის საათის შემოღებას ითხოვს
access_time2021-08-03 16:00:25
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:   „სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...   შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია,...

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ

GALT & TAGGART: ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს 2022 წლის I კვარტალშიც უნდა ველოდოთ
access_time2021-08-03 17:00:00
ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და ორნიშნულიან მაჩვენებელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 10-წლიანი რეკორდია. ამ ფონზე, Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელს პროგნოზირებს 2022 წელსაც. მისი თქმით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე იქნება და შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს მიმდინარე წლის დეკემბერში. “ივნისის ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორები შენარჩუნდა ივლისშიც, რომელსაც კიდევ ერთი ფაქტი ემატება,...


მსგავსი სიახლეები

up