„სიენენი“ - თბილისი შობა-ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ადგილია

„სიენენი“ - თბილისი შობა-ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ადგილია

access_time2020-01-11 17:20:37

„სიენენი“ საქართველოში შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

 

როგორც სტატიაში არის აღნიშნული, ყოველი წლის ბოლოს საერთაშორისო მასშტაბით დღესასწაულის დრო დგება, თუმცა საქართველოს ისტორიულ დედაქალაქ თბილისში მართლმადიდებლური ტრადიციების გამო, დღესასწაული წლის პირველ თვეშიც გრძელდება. როგორც „სიენენი“ წერს, სწორედ ამის გამო თბილისი შობა-ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის გახანგრძლივებისთვის საუკეთესო ადგილია.

 

„ამიტომ თუ თქვენ მზად არ ხართ დაემშვიდობოთ ჯადოსნურ განათებებსა და ქუჩაში გაჟღერებულ საშობაო სიმღერებს, თბილისი თქვენი საუკეთესო გასაქცევი იქნება“, – აღნიშნულია სტატიაში.

 

სტატიის თანახმად, თბილისის საშობაო ბაზრობებს ევროპული სული აქვს. ეს კი, საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც რამე ახლის ნახვა სურს. თბილისის საშობაო ბაზრობების საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე გრძელდება.


 

სტატიაში აღნიშნულია, რომ დღესასწაულის ფარგლებში მთელი ქალაქის მასშტაბით უამრავი საშობაო ბაზრობაა. თუმცა მათგან საუკეთესო ორბელიანისა და რესპუბლიკის მოედნების ბაზრობებია, სადაც მსურველს ხელნაკეთი ნივთების დათვალიერება, ქუჩის პერფორმანსების ხილვა და კერძების დაგემოვნება შეუძლია.

 

ყურადღება გამახვილებულია ასევე თბილისის სადღესასწაულო მორთულობაზე, რომლითაც ქალაქი დეკემბერსა და იანვარშია გაფორმებული. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოველი უბნის განათებები სხვადასხვა თემატიკისაა.

 

„ახალი წელი საქართველოში იმდენად მნიშნველოვანია, რომ მას ორჯერ აღნიშნავენ. ერთი 31 დეკემბერია, ხოლო მეორე 14 იანვარი. ძველით ახალი წლის აღნიშვნით დღესასწაული კიდევ უფრო ხანგრძლივი ხდება“, – აღნიშნულია სტატიაში.

 

„სიენენი“ მკითხველს 2 იანვარს ბედობის დღესასწაულზეც უყვება, რომელიც ტრადიციის თანახმად, მთელი წლის ბედს განსაზღვრავს. სტატიაში ნათქვამია, რომ სწორედ ამიტომ ადამიანები ამ დღეს მხიარულად ატარებენ, რადგან წლის დანარჩენი დღეებიც მსგავსად გაატარონ.


1tv

თეგები:
თბილისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up