მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 330 000 ადამიანი განიკურნა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობით ჩინეთი ლიდერობს, სადაც „კოვიდ-19“-ისგან 77 000 ადამიანი განიკურნა.
ჩინეთის შემდეგ ესპანეთი მოდის, სადაც ვირუსისგან 48 000 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გერმანიაში ვირუსი 46 000 ადამიანმა დაამარცხა, ირანში კი 29 000-მა.
1tv.ge