სიძემ  სიმამრს პროკურატურაში უჩივლა – დავით ზეიკიძეს ცრუ დასმენაში ადანაშაულებენ

სიძემ სიმამრს პროკურატურაში უჩივლა – დავით ზეიკიძეს ცრუ დასმენაში ადანაშაულებენ

access_time2020-09-03 15:55:26

დავით ზეიკიძის წინააღმდეგ მისმა სიძემ, „ლიდერ ფუდის“ დამფუძნებელმა ირაკლი დუმბაძემ პროკურატურას მიმართა.


დუმბაძე საკუთარ სიმამრს ცრუ-დასმენაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კომპანიის წილებთან დაკავშირებით უზეანეს სასამართლოში ჩანიშნულ პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე მის წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური ცილისწამებები გააქტიურდა.


დუმბაძე სამართლებრივ დავას აწარმოებს მის მიერ დაფუძნებული კომპანიის წილების დაბრუნების მიზნით, მას შემდეგ რაც მოტყუებისა და იძულების მსხვერპლი გახდა საკუთარი სიმამრის, დავით ზეიკიძის მხრიდან.


„წელიწადზე მეტია მიმდინარეობს სასამართლო განხილვა და ამ ეტაპზე ირაკლი დუმბაძის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია ორი ინსტანციის მიერ და იმედი გვაქვს, რომ დავა საბოლოოდ მისი გამარჯვებით დასრულდება.


მას შემდეგ, რაც დავა ორ ინსტანციაში დუმბაძის სასარგებლოდ დასრულდა, რამდენიმე თვის განმავლობაში, საქმის განხილვა გასცდა სამართლებრივ სივრცეს. დავით ზეიკიძე და მისი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ყველანაირი ხერხით ცდილობენ სასამართლოს ბოლო ინსტანცია მოაქციონ ზეგავლენის ქვეშ და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას.


დავით ზეიკიძემ და მისმა ადვოკატმა წამოიწყეს ბინძური კამპანია მედიის საშუალებით და ისეთ გარემოებებზე დაიწყეს ყურადღების გამახვილება, რაზეც არ უსაუბრიათ სასამართლოში დავის განხილვისას, დაიწყეს შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, მეტიც არ მოერიდნენ დანაშაულის დაბრალებასაც, რამაც გვაიძულა დღეს მიგვემართა მთავარი პროკურატურისთვისაც ცრუ დასმენის გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით.



განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ მთელი ამ ბინძური კამპანიის წარმოებაში დავით ზეიკიძეს ხელს უწყობს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი, რომელმაც წესით კარგად უნდა იცოდეს, რომ ცრუ დასამენა დანაშაულია.


იმედი გვაქვს, რომ პროკურატურა დროულად გაატარებს აუცილებელ ღონისძიებებს და დადასტურდება ჩვენს მიერ წარდგენილ განცხადებაში მითითებული გარემოებები“,- აცხადებს ადვოკატი ავთანდილ თეთრაშვილი.


ადვოკატის თქმით, მოახლოებულია სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში და მათი მოწინააღმდეგე მხარე მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.


„ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს, რაც გამორიცხავს ყველა ცრუ ბრალდებას“

1. დავით ზეიკიძე ამბობს, რომ ის პატიოსანი ბიზნესმენია და რომ მოსარჩელეს ჩემთვის სარჩელი არ გამოუგზავნიაო, სარჩელის ნაცვლად სხვა დოკუმენტი გამომიგზავნა და შემდეგ ეს სარჩელის ჩაბარებად წარმოაჩინა სასამართლოშიო. ხან ამბობს, რომ სასამართლოსთან კორუფციულ გარიგებაში ვართ, ხანაც კი თითქოს შეცდომაში შევიყვანეთ სასამართლო თაღლითური სქემით. რეალურად, დავით ზეიკიძემ სასამართლოს დაუმალა ის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება (კონვერტი), რომლითაც ჩაბარდა სარჩელი და მასალები და რაც იოლად დაადასტურებდა დავით ზეიკიძის სიცრუეს, რომ თითქოსდა სარჩელის ნაცვლად სხვა რამ მიიღო.

2. 2019 წლის მიწურულს, ამ ე.წ პატიოსანმა ბიზნესმენმა, რომელმაც ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, თავის ვაჟებს დააფუძნებინა ახალი კომპანია ფაქტიურად იმავე სახელწოდებით შპს „ლიდერ ფუდი“. აღნიშნულის მიზანი იყო სადავო „ლიდერი-ფუდიდან“ მთელი ქონების ახალ კომპანიაზე გადატანა და ირაკლი დუმბაძის გამარჯვების შემთხვევაში, მისთვის გაკოტრებული კომპანიის დატოვება. მანამდე კი, 2019 წლის მაისში, როდესაც ირაკლი დუმბაძის ოფიციალური მოთხოვნა მიიღო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შესახებ, წავიდა საჯარო რეესტრში და თვალთმაქცურად შეეცადა სადავო ქონება სხვა პირებზე გადაეფორმებინა. საბედნიეროდ, ორივე თვალთმაქცური სქემა დროულად იქნა გამოვლენილი ჩვენს მიერ და აღკვეთილი სასამართლოს მეშვეობით.


3. ამ ე.წ პატიოსანი ბიზნესმენის განცხადებით არც ერთი პროცესი არ ჩატარებულა, ისე ჩამოართვა სასამართლომ 50% წილი და დაუბრუნა ირაკლი დუმბაძეს. მაშინ როდესაც მოცემულ საქმეზე 4 პროცესი ჩატარდა, რომელშიც დავით ზეიკიძე და მისი 4 ადვოკატი მონაწილეობდა და დეტალურად იქნა მოსმენილი ორივე მხარის არგუმენტები, განხილული იქნა ექსპერტიზის დასკვნები. ეს დასტურდება  საქმეში არსებული სასამართლო სხდომის ოქმებით. ალბათ სასამართლო პრაქტიკაში არ მოიძებნება საქმე, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილებების გაუქმების მოთხოვნა ასე სკურპულოზურად შეესწავლა სასამართლოს.


4. ახლა კი, როდასაც გამოცლილი აქვს ყველა სამართლებრივი არგუმენტი, ინტენსიურად ცდილობს მტკიცებულებებით მანიპულირებას, აჟღერებს ცრუ და შეურაცხმყოფელ ბრალდებებს, რომ როგორმე გადაფაროს მისი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ზეგავლენა მოახდინოს სასამართლოზე.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up