``სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს Covid 19 ყაზახ ბიზნესმენს დაუდასტურდა`` - სილქ როუდ ჯგუფი

``სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს Covid 19 ყაზახ ბიზნესმენს დაუდასტურდა`` - სილქ როუდ ჯგუფი

access_time2020-07-24 12:15:07

სილქ როუდ ჯგუფის პრეს-სამსახური განცხადებას ავრცელებს  გვსურს გამოვეხმაუროთ 23 ივლისს ტელეკომპანია „მთავარზე“ 9 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს.


- სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსი ყაზახ ბიზნესმენს, ერკინ ტატიშევს დაუდასტურდა.


- სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სასტუმროს მენეჯმენტი ადასტურებს, რომ კოვიდ-19 რომლიმე ყაზახ სტუმარს დაუდასტურდა. სასტუმრო ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ერთ-ერთი სტუმრის მორიგმა PCR ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამასთან, სასტუმრომ იმოქმედა და აგრძელებს მოქმედებას კოვიდ-19-ის პრევენციის ოფიციალური პროტოკოლის ყველა რეკომენდაციის მკაცრი დაცვით და წამყვანის განცხადება, რომ „ბათუმის რადისონი სტუმრებისთვის სახიფათოა“, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის გამიზნული მცდელობაა.


- ბიზნესმენი ერკინ ტატიშევი ნამდვილად იმყოფება საქართველოში. ის ყველა მოქმედი წესის და პროტოკოლის დაცვით შემოვიდა ქვეყანაში.  აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება მარტივადაა შესაძლებელი. როგორც აღვნიშნეთ, ერკინ ტატიშევს რამდენჯერმე ჩატარებული ტესტირების შედეგად ვირუსი არ დაუდგინდა.



- უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ადამიანს, იქნება ის საქართველოს მოქალაქე, თუ სტუმარი, დაუდასტურდება კორონავირუსი, მისი იდენტიფიცირება, ფოტოსურათების გამოფენა და კონფიდენციალურობის დარღვევა ეწინააღმდეგება ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს. ეს არის არაადამიანური მოპყრობის სამარცხვინო მაგალითი, რომელსაც მაღალი პროფესიული სტანდარტების მედია არ დაუშვებდა.


- აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ერკინ ტატიშევის საქართველოში ამჯერად ჩამოსვლის შემდეგ, მასსა და გიორგი რამიშვილს შორის შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა, გაუგებარია, რა გაქვთ მხედველობაში, როდესაც "აქტიურ კომუნიკაციაზე" საუბრობთ. შესაბამისად, ამ ინფორმაციას ვერც ვერავინ მოგაწვდიდათ და ვერც დაგიდასტურებდათ.


 -         სიუჟეტში გაჟღერებულია ინფორმაცია, თითქოს გიორგი რამიშვილი თბილისის სასტუმრო რადისონში ცხოვრობს, რაც ასევე სიცრუეა.


-          ასევე გაუგებარია, რატომ იხსენიებს მთავარი არხის ჟურნალისტი გიორგი რამიშვილს ზედმეტსახელით. ეს სიუჟეტის არაეთიკურობის და დაბალი პროფესიული სტანდარტების კიდევ ერთი გამოვლინებაა. 


საერთო ჯამში სიუჟეტი, რომელიც შეიცავს ამდენ უზუსტობას და ყოველგვარი ეთიკური ნორმების დარღვევას, აღიქმება, როგორც მიზანმიმართული დეზინფორმაცია ბატონ გიორგი რამიშვილის, ჩვენი კომპანიის და სასტუმრო რადისონის რეპუტაციის შელახვის მიზნით. სრულიად გაუგებარია, რატომ აყენებს თქვენი გადაცემა დარტყმას დღესდღეობით ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ  სასტუმრო ბიზნესს.



თეგები:
silk road group



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up