სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა

სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები კიდევ 11 ადგილზე ამოქმედდა

access_time2019-08-09 11:33:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა.


შსს-ის ინფორმაციით, ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ ექვს ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – ოთხ ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე – რვა , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი – ორ ლოკაციაზე.


სამინისტრო აცხადებს, რომ სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ამ დროისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 – ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.


„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე კამერების რაოდენობა 170-იდან 3820-მდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას. 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა“, – აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.


ამასთან, 2019 წლის ბოლომდე, უწყების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სულ ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.


„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე თვის წინ დაიწყო საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებასა ემსახურება და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ნაწილია. სამინისტროს პოზიციონირებით, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საზოგადოების ჩართულობას, მოქალაქეთა ინფორმირებასა და პასუხისმგებლობის გაზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


,,ჭკვიანი“ კამერები განთავსდა შემდეგ ლოკაციებზე:



  1. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – გრიგოლეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;


2. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;


3. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი სუფსა – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;


4. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი>ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;


5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;


6. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი – ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;


7. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

8. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ქობულეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრამდე (ციცინათელა – ქობულეთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;


9. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრიდან (ციცინათელა – ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;


10. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ბათუმი) ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრამდე (ნატანები – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;


11. ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრიდან (ნატანები – ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ.





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up