„სიბერეში ყველაფერი უკეთესად ჩანს“  - გიორგი დანელიას ცხოვრების წესები

„სიბერეში ყველაფერი უკეთესად ჩანს“ - გიორგი დანელიას ცხოვრების წესები

access_time2019-04-06 20:00:11

 

მოსკოვში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი გიორგი დანელია. თებერვალში ის მოხვდა საავადყოფოში ფილტვების ანთებით, მთელი ეს პერიოდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე. ბოლოს კი დიდ რეჟისორს უმტყუნა გულმა.

 

დანელიას გააჩნდა არა მხოლოდ რეჟისორული, არამედ ლიტერატურული ნიჭიც. ცხოვრების ბოლო წლებში მან დაწერა მემუარები „უბილთო მგზავრი“, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მის პირად აღსარებად.

 

აი რას წერს რეჟისორი ამ ბესტსელერში:

 

საკუთარი ფილმების შესახებ

 

„ჩემს პირველ ფილმზე - „Сережа“-ზე  - მამაჩემმა მითხრა - „არაუშავს“.  დედაჩემმა შემდეგ ამიხსნა - „,მამაშენს მოეწონა ეს ფილმი“.  მერე იყო "Я шагаю по Москве", მამაჩემმა ისევ მითხრა - „არაუშავს“, დედამ კი ისევ ამიხსნა - „ძალიან მოეწონა“. და ასე იყო სულ, ყოველ შემთხვევაში პირველი წლები.

 

როდესაც ადიდებენ ჩემს შემოქმედებას, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოა, თუმცა ამ დროს ვგრძნობ თავს როგორც უბილეთო მგზავრი - ახლა მოვა კონტროლიორი, დამაჯარიმებს,  შემარცხვენს, და გამადგებს.

 

როდესაც ჩვენ მივიღეთ „ბროლის გლობუსი“, მაშინვე მოვხდით „ახალგაზრდა, იმედიც მომცემი“ რეჟისორების სიაში. ამ სტატუსში ვიყავით 15 წელი. შემდეგ კი, ყოველგვარი გადასვლის გარეშე, გადაგვიყვანეს „ჩვენი უხუცესი ოსტატების“ რანგში.

 

ხშირად მეკითხებიან - რისი თქმა გსურდათ ამ ფილმით? არაფრის. ეს უბრალოდ წამალია სტრესის წინაამღდეგ.

 

მერე იყო „მიმინო“. გია ყანჩელი, რომელმაც დაწერა „ჩიტო-გვრიტო“ ერთ წამში გახდა ცნობილი, როგორც სწორედ ამ სიმღერის ავტორი. მას ეს ძალიან აღიზიანებდა, ის ამ სიმღერით არ ამაყობდა, და ამბობდა  - „ეს მუსიკა კი არა, ტრიპერია“. ვეკითხები - „რატომ მაინც და მაინც ტრიპერი?“, ის კი მპასუხობს - „ადვილად აგეკიდება და რთული მოსაშორებელია“.

 


როდესაც ყანჩელს წარადგენენ, როგორც „ჩიტო-გვრიტოს“ ავტორს, ის ძალიან ბრაზდება.

 

სიცილი  - გადამდებია, თუ გინდა გაიგო სასაცილოა კომედია თუ არა, უნდა ნახო როგორ რეაგირებს მასზე რიგითი მაყურებელი, და არა კოლეგები.

 

ქალებზე

„ის ყოველდღე დადიოდა პურის მაღაზიაში ჩვენი ეზოს გავლით. ის იყო... ვერც კი აგიღწერთ. ის იყო, როგორც ოცნება. დიდი ხანი ვემზადებოდი, და ბოლოს და ბოლოს გავბედე გაცნობა.

 

როგორ კეთდება ეს მქონდა ნანახი კინოში. „გოგონი, რომელი საათია?“ - წამოვაძახე მას უკნიდან.  მან კი მიპასუხა  - „სულელი ხარ“, და არც მოტრიალდა. მე ვიყავი 6 წლის, ის 9.

 

მე მიყვარდა, და მეც უყვარდი. მე ვტოვებდი, და მეც მტოვებდნენ. ეს ერთად-ერთია, რისი თქმაც შემიძლია ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ.

 

ქალები ყოველთვის რჩებიან ქალებად, ისინი არ იყოფიან ახალგაზრდებზე და მოხუცებზე.

 

ცხოვრებაზე

 

„15 წლის ვარ. ვწერ ტელეგრამას თბილისიდან მოსკოვში - „ძვირფასო მამა, ჯიბის ფული დავკარგე, გკოცნი, გია“. ტელეგრამა მოსკოვიდან თბილისში - „გაკერე ჯიბე. მამა“.

 

„გაიცანით, ეს დედაჩემია“  - ვეუბნები ჩემს ახალ მეგობრებს. ავდექი და წარმოვთქვი სადღეგრძელო მასზე, უსურვე კარგი ჯანმრთელობა. მან კი მიპასუხა - „ შენ რომ ნაკლები დალიო, მე ჯანმრთელობაც მომემატება“.

 

სიბერეში ყველაფერი უკეთესად ჩანს, როგორც დურბინდში   - რაც უფრო შორის, მით უკეთესი....

 

ცხოვრება არაა სცენარი,  ვერ გადაწერ. ძალიან სამწუხაროა...

 

დიდი ხანია,  რაც შევამჩნიე - როდესაც ადამიანები მუშაობენ, ეროვნებათშორის პრობლემები არ ჩნდება...

 

ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ნეგატიური, რასაც ჩვენ გვიყვებოდნენ კაპიტალიზმზე, აღმოჩდა სრული სიმართლე.

 

ხშირად დავდივარ უცხოეთში, ვერ ვიტყვი რომ ჟურნალისტები ბევრ პროვოკაციულ კითხვას მისვამან, ზოგჯერ მეკითხებიან - რატომ არ არის თქვენს ფილმებში სექსი? ვპასუხობ, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში შობადობის კუთხით ყველაფერი კარგადაა. როგორც წესი, ამით საუბარი სექსზე სრულდება.

 

მომბეზრდა სიბერე. ნეტავი, ღმერთი როდის წამიყვანს? სიკვდილიც ხომ დროულია საჭირო.

 

РИА Новости

 





გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up