სიახლეები ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკური ტესტებისა და  საქართველოში ხელმისაწვდომობის შესახებ

სიახლეები ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკური ტესტებისა და საქართველოში ხელმისაწვდომობის შესახებ

access_time2021-02-22 14:17:17

4 თებერვალს, მსოფლიოს, კიბოს საერთაშორისო დღის აღნიშვნაში, საქართველოც შეუერთდა. ფილტვის კიბო - სიმსივნეებს შორის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობით  გამოირჩევა.

არმაზ მარიამიძე, პათოლოგიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სწორედ,   ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკური ტესტების სიახლეებისა და  მათი, უკვე, საქართველოშიც ხელმისაწვდომობის შესახებ მოგვიყვება. „კომერსანტი“ არმაზ მარიამიძის ბლოგ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„უაღრესად ბედნიერი ვარ, აღნიშნავს ტომი ბიორკი-ევროპის ფილტვის კიბოს ბორდის წევრი, რადგან ამ სფეროში, ბოლო სამი - ხუთი წლის განმავლობაში, უამრავი კარგი სიახლე  დაიწყო, რისი თქმის საშუალებასაც სიმსივნისგან გადარჩენილთა გაზრდილი მაჩვენებელი გვაძლევს. ძალიან კარგია რომ  ამის თქმის შესაძლებლობა არსებობს. "

წლების განმავლობაში, ფილტვის კიბოს შესწავლამ, პაციენტებისთვის გამოჯანმრთელების  დამატებითი შანსები შექმნა.

ხშირად, სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკა,   წარმატებული მკურნალობის  ალბათობას ზრდის. ადრეულ სტადიაზე კიბოს გამოვლენა შეიძლება მოხდეს როგორც სიმპტომების, ისე სკრინინგის საშუალებით.

სკრინინგი არის დაავადებების დასადგენად  ტესტების ან გამოკვლევების გამოყენება იმ ადამიანებში, რომელთაც სიმპტომები არ აქვთ გამოხატული. ახლო წარსულში, გულმკერდის რეგულარული რენტგენული კვლევა  ფილტვის კიბოს სკრინინგისთვის გამოიყენებოდა, მაგრამ მან პაციენტთა უმრავლესობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა ვერ გაზარდა. უკანასკნელ წლებში,  ტესტი, რომელიც ცნობილია როგორც დაბალი დოზის კომპიუტერული ტომოგრაფია (LDCT), შეისწავლებოდა ფილტვის კიბოს განვითარების უფრო მაღალი რისკის მქონე ადამიანებში. LDCT  ეხმარება ფილტვებში პათოლოგიური უბნების აღმოჩენას, რომლებიც შეიძლება იყოს კიბო. კვლევამ აჩვენა, რომ ფილტვის კიბოს მაღალი რისკის მქონე პაციენტების სკრინინგისთვის LDCT  გამოყენება, რაც გულმკერდის რენტგენოლოგიურ კვლევასთან შედარებით მეტ სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. სიმპტომების დაწყებამდე, მაღალი რისკის მქონე ადამიანების ყოველწლიური LDCT სკანირება, ფილტვის კიბოთი სიკვდილობის რისკის შემცირებას უწყობს ხელს.

ფილტვის კიბოს დიაგნოზის დასმა  ლაბორატორიაში ხდება-ფილტვის უჯრედების ნიმუშის დათვალიერების საშუალებით.

უჯრედების აღება შესაძლებელია ფილტვების სეკრეტისგან (ნახველი), ფილტვის გარშემო არსებული მიდამოდან აღებული სითხიდან (თორაკოცენტეზი) ან საეჭვო ადგილიდან ნემსის ან ქირურგიული ჩარევის (ბიოფსია) გამოყენებით.  ტესტის  შერჩევა დამოკიდებულია სიტუაციაზე.

 

რიგ შემთხვევებში, ექიმმა შესაძლოა ეძებოს სიმსივნურ უჯრედებში სპეციფიური გენური ცვლილებები, ე.წ. გენური მუტაციები, რომელმაც განავითარა ეს სიმსივნე და ამაზე დაყრდნობით, კონკრეტული პაციენტისთვის შეარჩევს ზუსტად მასზე მორგებულ სამიზნე თერაპიას (თარგეთული თერაპია). მაგალითად, EGFR არის ცილა, რომელიც დიდი რაოდენობით ჩნდება ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს (NSCLC ) უჯრედების 10% -20%- ის ზედაპირზე და ხელს უწყობს მათ ზრდას. ამდენად, ზოგი თერაპიული საშუალება, მიმართული EGFR მუტაციაზე, სარგებლიანი იქნება სწორედ ამ გენური მუტაციით გამოწვეული ფილტვის კიბოს სამკურნალოდ და არ აღმოჩნდება ასეთი სარგებლიანი სხვა გენური მუტაციით გამოწვეული კიბოს, მაგ. KRAS სამკურნალოდ. ამიტომ, ექიმები დღეს მიმართავენ NSCLC -ით დაავადებული პაციენტების სიმსივნური უჯრედების შემოწმებას გენების ცვლილებებზე, როგორიცაა EGFR და KRAS, იმის დასადგენად, თუ რამდენად სარგებლიანი იქნება ეს ახალი მკურნალობა.



NSCLC– ის დაახლოებით 5% –ს აქვს ALK გენის ცვლილება. ეს ცვლილება ყველაზე ხშირად გვხვდება არამწეველებში (ან მსუბუქ მწეველებში), რომლებსაც აქვთ NSCLC ადენოკარცინომის ქვეტიპი. ექიმებმა შეიძლება შეამოწმონ კიბოს უჯრედები ALK გენის ცვლილებებზე, რათა შეარჩიონ ALK გენურ მუტაციაზე მიმართული თარგეთული თერაპია.


NSCLC– ების დაახლოებით 1% –დან 2% –ს აქვს ROS1 გენის გადაწყობები, რომელზე მიმართული თარგეთული თერაპია სარგებლიანი აღმოჩნდება პაციენტისთვის.

NSCLC– ის მცირე პროცენტს აქვს RET გენის ცვლილებები. გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც დამიზნებითად მოქმედებს RET გენის ცვლილებების მქონე უჯრედებზე, შეიძლება განხილულ იქნას ამ გენური ცვლილებებით გამოწვეული კიბოს სამკურნალო ვარიანტად.

NSCLC– ების დაახლოებით 5% –ს აქვს ცვლილებები BRAF გენში. გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც დამიზნებითად მოქმედებს უჯრედებზე BRAF გენის ცვლილებებით, შეიძლება იყოს ამ სიმსივნეების მკურნალობის ვარიანტი.

NSCLC– ის მცირე პროცენტს აქვს MET გენის გარკვეული ცვლილებები, რაც ზრდის რიგი თარგეთული პრეპარატებით მკურნალობაზე პასუხს.


ეს მოლეკულური ტესტები შეიძლება გაკეთდეს ბიოფსიის ან ფილტვის კიბოს ოპერაციის დროს აღებულ ქსოვილზე (ქსოვილოვანი ბიოფსიის ტესტი). თუ ბიოფსიის ნიმუში ძალიან მცირეა და ყველა მოლეკულური ტესტის გაკეთება შეუძლებელია, ტესტირება, ასევე, შეიძლება გაკეთდეს ვენიდან აღებულ სისხლზეც(თხევადი ბიოფსიის ტესტი). ეს სისხლი შეიცავს მკვდარი სიმსივნური უჯრედების დნმ-ს, რომელიც  სიმსივნით დაავადებული ადამიანების სისხლში გვხვდება.


ლაბორატორიული ტესტები შეიძლება გაკეთდეს სიმსივნურ უჯრედებზე გარკვეული ცილების მოსაძებნად. მაგალითად, NSCLC უჯრედების ტესტირება შეიძლება PD-L1 ცილაზე, რომელიც  არის მაჩვენებელი იმისა, იქნება თუ არა სარგებლიანი იმუნოთერაპიული სამკურნალო საშუალებების გამოყენება.


 

და ბოლოს, ჩემი სტატია მინდა დავასრულო ოპტიმისტურ ნოტაზე და შეგახსენოთ, რომ დღეს, ქართველ პაციენტებსაც აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ გენური ტესტირების მაღალი სერვისებით.


ჩვენს ლაბორატორიაში (პათოლოგიის კვლევითი ცენტრი) შესაძლებელია ნიმუშების მომზადება და გაგზავნა ბოსტონში, Foundation Medicine-ის ლაბორატორიაში (FMI)  კომპლექსური გენური პროფილირების (CGP) ტესტების შესასრულებლად, სადაც ქსოვილოვან ან თხევად ნიმუშებზე, ერთ FDA ვალიდირებულ ტესტში, ხდება 300-ზე მეტი გენის შესწავლა მუტაციებზე. ნიმუშების მიღებიდან დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ კი, გვეგზავნება ვრცელი რეპორტი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ცალკეული პაციენტისთვის, ზუსტად მასზე მორგებული თერაპიის შერჩევა, რასაც პერსონალიზებული თერაპია ჰქვია“, - წერს მედიცინის დოქტორი.


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up