სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

access_time2020-07-06 15:45:57

სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმროები მდებარეობს გონიოსა და ბაკურიანში.


რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლენა მანუსაჩიანმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ მომხმარებელის შემოსავალი აღარ არის მიბმული კონკრეტულად ერთი ნომერის გაქირავებაზე, ის იღებს წილს სასტუმროს მოგებიდან, არ აქვს არანაირი დამატებითი ხარჯი ქონების შენახვასთან დაკავშირებით და უფასოდ სარგებლობს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ინფრასტრუქტურით (ყოველდღიური ოთახის სერვისი, სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები, აკვა პარკი). აპარტამენტის შემთხვევაში ეს სერვისები ფასიანია.


„ეს საინტერესო და მიმზიდველი სიახლეა ქართულ ბაზარზე. სასტუმროს ნომრები გვაქვს ბაკურიანსა და გონიოში. ჩვენთან მოხმარებელი უბრალოდ აპარტამენტებს არ ყიდულობს, როგორც მიღებული პრინციპია, არამედ სასტუმროს ნომერს. მყიდველი იღებს მაღალი ხარისხის დასვენებას  და ამის გარდა სასტუმროს მოგების მეწილე ხდება. იქიდან გამომდინარე რომ სასტუმროს მართვისას მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება შეგვიძლია, გაქირავების ფასიც შესაბამისად უფრო მაღალი იქნება, რაც თავისმხრივ აისახება სასტუმროს ნომრების მესაკუთრეების შემოსავალზე. ამ პროექტში დიდი ყურადღება ეთმობა დიზაინს, და გამოყენებული იქნება ნატურალური მასალები.  სასტუმროს ნომრის მიმდინარე რემონტი არის სასტუმროს ხარჯი და თქვენ ყოველთვის გაქვთ განახლებული ნომერი ნულოვანი დანახარჯით. აპარტამენტის შემთხვევაში მიმდინარე რემონტი არის მფლობელის ხარჯი, რაც ამ ტიპის ბინებს საკმაოდ მაღალი აქვს.


პანდემიის დროს დაინტერესება ჩვენს პროექტებზე შარშანდელთან შედარებით შემცირდა, თუმცა ახლა კვლავ გააქტიურდა,“ - განმარტავს მადლენა მანუსაჩიანი.



ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პარტნიორად ქცევის მიმზიდველობა მდგომარეობს იმაშიც, რომ „ლაბაუს“ სხვა 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში მყიდველი სარგებლობს 20-დან 50% მდე ფასდაკლებით (სეზონების მიხედვით) და 20%-იანი ფასდაკლებით ლაბაუს ქსელის  კვების ობიექტებში.


 აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ნომრის შეძენიდან შემოსავალი არ არის დამოკიდებული ნომრის გაქირავებაზე, ვინაიდან სასტუმროს ნომერი არის მყიდველის  წილი სასტუმროს მთლიანი მოგებიდან. კომპანია მეწილეს სთავაზობს მოქნილ და მომხმარებელზე ორიენტირებულ გადახდის პირობებს. ყველანაირი რისკის გამოსარიცხად , პირველადი შენატანის (20%) გადანაწილება მოხდება  დაზღვეულ ანგარიშზე, ხოლო დანარჩენ 80%-ს იხდის მშენებლობის დასრულების მერე.


2021 წელს ქსელში იქნება უკვე 2 სასტურმო ბაკურიანსა და გონიოში, სამომავლოდ ქსელი კვლავ გაფართოვდება და შესაბამისად გაფართოვდება მომხმარებლის სარგებლის არეალი. 

 

(R)


თეგები:
ლაბაუ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up