სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – „არდის“ დაზღვეულები მკურნალობას თურქეთის წამყვან კლინიკაში შეძლებენ

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე – „არდის“ დაზღვეულები მკურნალობას თურქეთის წამყვან კლინიკაში შეძლებენ

access_time2016-05-19 11:30:07

პირველად საქართველოში, ქართული სადაზღვევო კომპანიის დაზღვევით თურქეთის წამყვან კლინიკაში მკურნალობა შესაძლებელი გახდა. ეს სიახლე ბაზარზე კომპანია "არდიმ" შემოიტანა. შესაბამის მემორანდუმს მხარეებმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მოაწერეს ხელი.


„არდის“ დაზღვეულებს ამიერიდან შეეძლებათ თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ANADOLU-ში იმკურნალონ.


სადაზღვევო კომპანია „არდისა“ და თურქეთის ნომერ პირველ კლინიკასთან დაწყებული თანამშრომლობა შესაძლებლობას აძლევს „არდის“ ყველა დაზღვეულს საქართველოში შეძენილი სადაზღვევო ბარათით ადგილობრივ საუკეთესო სამედიცინო ჰოსპიტალებთან ერთად, მსოფლიოში წამყვანი უცხოური კლინიკის მომსახურებითაც ისარგებლოს.


„არდის“ სამედიცინო დაზღევის დირექტორი ეკა ერგემლიძე აცხადებს, რომ თანამშრომლობა მოიცავს „არდის“ დაზღვეულთა მომსახურებას იმ მიმართულებით, რომელიც ვერ ხორციელდება საქართველოში, ასევე, სურვილის შემთხვევაში სხვა მიმართულებებითაც.


„სადაზღვევო კომპანია „არდი“ აფართოვებს  საერთაშორისო მოღვაწეობას და მომავალში ექნება კიდევ სიახლეები ამ მიმართულებით. თუმცა, პირველ რიგში, აქცენტი თურქეთზე გავაკეთეთ, რადგან საქართველოდან სამედიცინო ტურიზმი ყველაზე მაღალია თურქეთის მიმართულებით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში, როცა სამედიცინო მომწოდებელი გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და დაზღვეულებს საშუალება აქვთ, მიიღონ მომსახურება ქვეყნის ფარგლებს გარეთ“,- აცხადებს ეკა ერგემლიძე.


ANADOLU-ს საერთაშორისო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლუკა ბოლქვაძის განცხადებით, ANADOLU არ არის მხოლოდ თურქული კლინიკა, რადგან ის John Hopkins-ის ჯგუფს წარმოადგენს თურქეთში.


„ეს არის აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალტექნოლოგიური და განვითარებული კლინიკა.  დღეს არის მსოფლიო ოთხეულში თავისი ტექნოლოგიითა და მომსახურებით. ზოგჯერ არის შემთხვევა, რომ საქართველოში დიგნოსტიკა უჭირთ, არის ბევრი რთული დიაგნოზები, რომლის დასმაც საქართველოში რთულია.  ამიტომ ახლო ქვეყანაში, სადაც არიან ქართველი სპეციალისტები, კომფორტულია ყველანაირი სახის მომსახურების მიღება. ყველანაირი კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში, მაგრამ სავიზიტო ბარათი მაინც არის ონკოლოგია“,- აცხადებს ლუკა ბოლქვაძე.


ANADOLU-ს ქირურგიული განყოფილების თავმჯდომარე მეთინ ჩაქმაქში კი აცხადებს, რომ ონკოლოგიური მიმართულებით ყველაზე მეტად აქტუალური მკერდის სიმსივნის ოპერაციებია, რომელსაც კლინიკაში სრულიად თანამედროვე, ახალი მეთოდებით აკეთებენ.



„მკერდის სიმსივნესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი აღმოჩენა გაკეთდა და შემუშავდა ახალი წამლები, ასევე არის შემუშავებული ოპერაციის ახალი მეთოდები. იმის გამო, რომ არ გვინდა მკერდი ვიზუალურად დაზიანდეს, მათ კი არ ვკვეთავთ, არამედ ამოგვაქვს მხოლოდ სიმსივნური ნაწილები. ვტოვებთ იმდენ გარეკანს, რომ შესაძლებელი იყოს მკერდის აღდგენა“,- აცხადებს მეთინ ჩაქმაქში.


ANADOLU-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ნადია ბისაქჩი აბობს, რომ ამიერიდან „არდის“ დაზღვეულებს შეუძლიათ, მიიღონ დამატებითი ფასდაკლებები და პრივილეგიები თურქეთის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში მკურნალობის დროს.


„როგორც საერთაშორისო კლინიკა, უკვე 11 წელზე მეტია ვმუშაობთ ამ რეგიონში. ჩვენ არაერთ უცხოურ სადაზღვევო კომპანიასთან გვაქვს შეხება. იმდენად, რამდენადაც ვმუშაობთ ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გვემუშავა სხვა ადგილობრივ სადაზვევო კომპანიასთანაც.  როდესაც „არდისგან“ დაგვიკავშირდნენ თანამშრომლობის შეთავაზებით, ძალიან გაგვეხარდა, რადგანაც 10 წელზე მეტია საქართველოში ვმუშაობთ და ჩვენთან  ძალიან ბევრი ქართველი პაციენტი მოდის“,- აცხადებს ANADOLU-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი.


„არდის“ საერთაშორისო სერვისების დეპარტამენტის საშუალებით, მომხმარებელი ANADOLU-ში მკურნალობის ჩასატარებლად სახლიდან გაუსვლელად იღებს შემდეგი სახის გამარტივებულ მომსახურებას:


1 სამედიცინო მომსახურების სრული ორგანიზება;

2 დაზღვეულის ინდივიდუალური შემთხვევის დისტანციური განხილვა ონლაინ რეჟიმში;

3 ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიება საქართველოში სამედიცინო კლინიკებიდან და ლაბორატორიებიდან;

4 ANADOLU-ში ჩასატარებელი მომსახურების დაფინანსება სადაზღვევო ბარათის პირობებისა და საქართველოში სამედიცინო პროვაიდერების მიერ ანალოგიური მომსახურების განფასების შესაბამისად;

5 ექსკლუზიური დამატებითი ფასდაკლება, როგორც „არდის“ ჯამრთელობის დაზღვევის ბარათის ბენეფიციარს- როგორც სადაზღვევო, ისე არასადაზღვევო სერვისებზე.

შედეგად, „არდის“ დაზღვეულებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი სამედიცინო მომსახურებები სრული დაფინანსებით ან ფასდაკლებით:

 

· ქირურგიული და თერაპიული ჰოსპიტალური მომსახურება

· ამბულატორია

· დაავადებათა პრევენცია

· პლასტიკური და კოსმეტიკური ქირურგია

· ინ-ვიტრო განაყოფიერება

· წონის კორექცია და ბარიატრიული ოპერაციები

ANADOLU-ში მკურნალობისთვის დამატებითი ბენეფიტებია:

· ექსკლუზიური 50%-იანი ფასდაკლება Turkish Airlines-ის ბილეთებზე

· აეროპორტში დახვედრა

· უფასო ტრანსფერი აეროპორტიდან კლინიკაში და პირიქით

· პერსონალური ქართულენობანი მენეჯერი ANADOLU-ში.



შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 928 ადამიანს დაუდასტურდა
access_time2020-10-25 12:48:31
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 28 431 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 767, გარდაიცვალა 201 პაციენტი.   კარანტინის რეჟიმში 4 112 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 766, კოვიდ-სასტუმროში - 2 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.   ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31...

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...


მსგავსი სიახლეები

up