სიახლე მობილურებით ცნობილი Xiaomi-სგან: ტელევიზორები ყველა კატეგორიისთვის

სიახლე მობილურებით ცნობილი Xiaomi-სგან: ტელევიზორები ყველა კატეგორიისთვის

access_time2020-10-23 14:07:31

Xiaomi-ს მობილური ტელეფონები ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ტელევიზორები კი სიახლეს წარმოადგენს, თუმცა უკვე იმსახურებს დიდ მოწონებას. ტელევიზორები თანამედროვეა გარეგნული დიზაინისა და მოწინავე მაკომპლექტებლების კუთხით, ასევე აქვთ ხედვის კარგი კუთხე, მაღალი ხარისხის ფერთა გამა და ოპტიმალური ფუნქციონალი.



შინაარსი:

•             ზოგადი მახასიათებლები;

•             გარეგნული დიზაინი;

•             ეკრანის მახასიათებლები და ინტერფეისები;

•             ტელევიზორების წარმადობა;

•             აუდიო სისტემა;

•             ოპერაციული სისტემა;

•             ტელევიზორების კატეგორიები;

•             ბიუჯეტური მოდელები;

•             საშუალო ფასის მოდელები;

•             პრემიუმ-კლასის მოდელები;

•             არჩევანის კრიტერიუმები.


დავიწყოთ ზოგადი მახასიათებლებით:

Xiaomi-ს ყველა სეგმენტის ტელევიზორი       სწრაფი ფუნქციონირებით ხასიათდება. ბიუჯეტურ მოდელებს აქვთ Wi-Fi მოდულები, Smart TV ფუნქციები და USB-კონექტორები. საშუალო კატეგორიის მოდელებს მაღალი გაფართოების ეკრანები აქვთ, პრემიუმ-კლასის ტელევიზორები კი განსაკუთრებით შესანიშნავი მახასიათებლების მქონეა და თანაც სხვა მწარმოებლების ანალოგიურ მოდელებზე ნაკლები ფასიც ღირს.


Xiaomi-ს ყველა ტელევიზორი წარმოდგენილია LG-ს ან Samsung-ის მაკომპლექტებლებით. სხვადასხვა პორტის წყალობით მომხმარებელი შეძლებს ტელევიზორს დაუკავშიროს ერთი ან რამდენიმე მოწყობილობა. ტელევიზორები ფუნქციონირებენ ოპერაციულ სისტემა Android-ზე და მათი გამოყენება შეიძლება თამაშებისა და აპლიკაციებისთვის.


32-დუიმიან მოდელებს აქვთ ხმოვანი მართვის ფუნქცია, რომელიც მუშაობს შემდეგნაირად: როდესაც მფლობელი დაასახელებს ფილმის ან სატელევიზიო გადაცემის სახელს, მოწყობილობა ჩართავს შესაბამის კონტენტს.


მოწყობილობები აღჭურვილია ინტეგრირებული ფლეიერებით, რომელთაც სხვადასხვა ვიდეოფორმატის მხარდაჭერა აქვთ. ტექნოლოგია Dolby Audio უზრუნველყოფს ხარისხიან ყოვლისმომცველ ჟღერად ხმას. 50-65-დუიმიან მოდელებს აქვთ ოთხბირთვიანი პროცესორი 2 გიგაბაიტი ოპერატიული და 8 გიგაბაიტი ფლეშ-მეხსიერებით.


ტელევიზორებში ხელმისაწვდომია 2 USB პორტი, 2 HDMI, 1 Ethernet, აუდიო და ვიდეოდრაივერები, Wi-Fi მოდული, Bluetooth. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა მომხმარებელმა გამოიყენოს უსადენო კლავიატურა და მაუსი.


პრემიალური მოდელების ეკრანის ზომა 55 დუიმია, ზოგიერთ მათგანს აქვს დინამიური განათების ტექნოლოგია, რაც გამოსახულებას მეტ რეალისტურობას ანიჭებს. ტელევიზორები წარმოდგენილია სტერეოდინამიკებით.


გარეგნული დიზაინი


Xiaomi-ს ტელევიზორები იყიდება მართვის პულტსა და სადგამ ფეხებთან ერთად. მოწყობილობის კორპუსის სისქე ყველაზე თხელ ნაწილში მხოლოდ 5 მილიმეტრია. საუნდბარი წარმოდგენილია ცალკეული მოდულის სახით, დისპლეი შემოსაზღვრულია თანამედროვე ტრენდული მეტად წვრილი ჩარჩოთი. ტელევიზორის კორპუსის უკანა მხარე დამზადებულია პლასტმასისა და პოლიკარბონატისგან.


Xiaomi-ს ტელევიზორების ზომის დიაპაზონი 32-დან 65 დუიმამდეა. ყოველ მათგანს აქვს მაღალი ხარისხის მატრიცა, ეკრანის გაფართოებაა 3840×2160 (4K) ან Full HD, რის შედეგადაც უზრუნველყოფილია კაშკაშა ფერადი გამოსახულება და კონტრასტულობისა და დეტალიზაციის მაღალი დონე. ხედვის კუთხე 178°-ს შეადგენს. მოდელების უმეტესობას LED-განათება აქვს.





ტელევიზორების მთელ რიგ მოდელებს აქვთ ინტეგრირებული Bluetooth-მოდული, რომლის წყალობით სხვადასხვა ოპერაციის შესრულება შესაძლებელია მართვის პულტისთვის მიმართულების მიცემის გარეშეც. ტელევიზორს შეგიძლიათ დაუკავშიროთ აკუსტიკური სისტემა, სმარტფონი, გამოიყენოთ მართვის დამატებითი შესაძლებლობები მაუსითა და კლავიატურით.


Xiaomi-ს  ტელევიზორების მფლობელები შეძლებენ სმარტფონიდან ვიდეოს ტრანსლირებას ფართო ეკრანზე. იმ შემთხვევაში კი, თუ პულტი დაიკარგება, სენსორული პანელი გაააქტიურებს ფუნქციას, რომელიც პულტს აიძულებს ხმა გამოსცეს და მომხმარებელმა მიაკვლიოს მას. ზოგიერთ მოდელს Wi-Fi ადაპტერები აქვს, რომლებიც სხვადასხვა სიხშირეზე მუშაობენ.


Xiaomi-ს ტექნიკის განსაკუთრებული მახასიათებელია ინტერფეისი PatchWall. იგი გამოყოფს იმ ინფორმაციას, რომელიც მომხმარებლის ინტერესებს შეესაბამება. ფუნქცია საშუალებას მოგცემთ განახორცილოთ ტელევიზორიდან კონტენტის ინტეგრირება, მარტივად მიაგნოთ ფილმებსა და გადაცემებს მსახიობების სახელით ან ჟანრის მიხედვით.



წარმადობა

ყველა მოდელს აქვს MStar ჩიპსეტი. 43 და 48-დუიმიან მოდელებს ოთხბირთვიანი პროცესორი აქვთ. 55 დუიმზე დიდი დიაგონალის მქონე მოწყობილობებს აქვთ ჩიპი Amlogic T968, რაც უსადენო ჰაბებისა და მაუსის დაკავშირების საშუალებას იძლევა.

აუდიო სისტემა და ხმის ხარისხი

Xiaomi-ს ტელევიზორებს ორი დინამიკი აქვს. კომპლექტაციაში შედის საბვუფერი და საუნდბარი, რომლებიც მაღალი ხარისხის ხმას უზრუნველყოფენ.

ოპერაციული სისტემა

როგორც ზემოთ ვახსენეთ, Xiaomi-ს ყველა ტელევიზორი ფუნქციონირებს ოპერაციულ სისტემა Android-ზე, რომელიც Smart TV-ზეა ოპტიმიზირებული. უახლეს მოდელებს აქვთ Android 6.0.1, რაც საშუალებას იძლევა დაუკავშირდეს გეიმპადი და სმარტ საათებიც კი.

კატეგორიები

თითოეული მოწყობილობა შესაბამის სერიას მიეკუთვნება:

- მასში შედის ბიუჯეტური და საშუალო ფასის ტელევიზორები. ამ სერიის ტელევიზორების უმეტესობას აქვს 32-დუიმიანი ეკრანი და Full HD გაფართოება, თუმცა არის გამონაკლისებიც 4K რეზოლუციით;

- მოიცავს HD და Full HD ფორმატის ტელევიზორებს;

4S - ამ სერიაში შედის ყველაზე თანამედროვე მოდელები, რომელთაც აქვთ ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერა;

4Х -  მოწყობილობები შესანიშნავი მატრიცითა და 55-დუიმიანი ეკრანით;

4 - ამ სერიაში კი შედის ულტრათხელი მოდელები.

მოდით, ცალ-ცალკე განვიხილოთ თითოეული სერიის წარმომადგენლები. დავიწყოთ დაბალბიუჯეტური მოდელებით:

ყველაზე დაბალფასიანი ტელევიზორები:


Xiaomi აწარმოებს თხელი მოდური ტელევიზორების სერიას - Mi TV 4. ფასი დამოკიდებულია დიაგონალის ზომაზე. ასეთი მოდელები 43, 49, 55 ან 65-დუიმიანია, აქვთ ოთხბირთვიანი 64-ბიტიანი პროცესორი Amlogic T962. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 2 გიგაბაიტი, შიდა მეხსიერება კი - 8 გბ.

ამ მოწყობილობებს აქვთ PatchWall ტექნოლოგიის მხარდაჭერა, 2 USB პორტი, ინტეგრირებული Wi-Fi და Bluetooth მოდულები. 43-49 დუიმიანი ტექნიკა წარმოდგენილია Full HD პანელით. ხმოვანი სისტემის სახით მოცემულია Dolby და DTS Audio. მოწყობილობები იმართება პულტით. ბიუჯეტური ვარიანტებია Mi TV 4A 43 და Mi TV 4A 49. Xiaomi 4K Mi box black წარმოებაში ჯერჯერობით აღარ არის.


საშუალო ფასის ტელევიზორები



Xiaomi Mi TV 4A 55 -  თხევადკრისტალური ტელევიზორი ტუნერითა და კედელზე მიმაგრების დეტალებით. ეკრანის დიაგონალია 54.6 დუიმი. ხელმისაწვდომია Smart TV ფუნქცია, Wi-Fi, 3 HDMI პორტი და ორი USB პორტი. შიდა მეხსიერების მოცულობა 8 გიგაბაიტს შეადგენს. თავად ტელევიზორი 14 კილოგრამს იწონის. ამ მოდელის განსაკუთრებული ღირსებებია მძლავრი აუდიო სისტემა, სხვადასხვა ფორმატის ვიდეოს მხარდაჭერა და Ethernet.



Xiaomi Mi TV 4A 50 — 49.5-დუიმიანი მოდელი. აქვს Smart TV ფუნქცია, Wi-Fi მოდული, 3 HDMI პორტი. ეკრანის გაფართოებაა 3840х2160 პიქსელი, აქვს ექვსვატიანი ორი დინამიკი. ძირითადი უპირატესობებია: ძლიერი ხმა, შესანიშნავი გამოსახულება, სხვადასხვა ვიდეოფორმატის მხარდაჭერა.



XiaoMi 3S  -  ეს მოდელი სხვა ტელევიზორებისგან რკალისებრი ეკრანით გამოირჩევა, მისი ეკრანი 64-დუიმიანია, ხედვის კუთხე - 178°. აქვს  1 USB პორტი და ერთიც HDMI, რომლებიც კორპუსის გვერდით ნაწილზეა განთავსებული. ტელევიზორის უპირატესობებია სტერეოსისტემა Dolby Audio ტექნოლოგიით და Android-ის უახლესი ვერსია. ვიდეოს სიჩქარეა 60 კადრი წამში. Smart TV ფუნქცია უზრუნველყოფს ვებ-რესურსებზე წვდომას.

პრემიუმ-კლასის ტელევიზორები


 

XiaoMi 3S 60 — ფართოფორმატიანი ბრტყელი ტელევიზორი ლითონის კორპუსით, ეკრანის დიაგონალია 59 დუიმი, ვიდეოფორმატი - Full HD. აქვს სისტემა Dolby Surround, რამდენიმე HDMI და USB პორტი, საბვუფერი, ჯოისტიკი.


Xiaomi Mi TV 4A 65 — 65-დუიმიანი ფართოფორმატიანი ვარიანტი. აქვს მართვის ავტონომიური ბლოკი და Mi Port ტექნოლოგია მისი ეკრანთან დაკავშირებისთვის. პრემიუმ-მოდელის ეკრანის გაფართოებაა 4K, აქვს რამდენიმე HDMI და USB ინტერფეისი. ტელევიზორი იწონის 21 კილოგრამს, გამოირჩევა მძლავრი აუდიოსისტემით.


არჩევანის კრიტერიუმები


ტელევიზორის არჩევისას მომხმარებელთა დიდი ნაწილი ყურადღებას ეკრანის გაფართოებაზე ამახვილებს. Xiaomi-ს უმეტეს მოდელებში ეს არის Full HD (1920х1080 პიქსელი), ზოგიერთი ვარიანტი კი 4K ფორმატს შეესაბამება.


4K მოწყობილობები უზრუნველყოფენ საუკეთესო დეტალიზაციას, ისინი იმსახურებენ დიზაინერებისა და სხვა იმ სპეციალისტების მოწონებას, რომლებიც გამოსახულების სიმკვეთრეს აკვირდებიან და აფასებენ. მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა კადრის განახლების სიხშირესაც.


Xiaomi-ს ტელევიზორების უმეტესობას LED-მატრიცა აქვს, გვხვდება IPS და OLED-ეკრანებიც. AMOLED-დისპლეის მქონე მოწყობილობები გაცილებით ძვირადღირებულია, მათ შეუძლიათ შავი ფერის კარგად გადმოცემა და ქმნიან მეტად კონტრასტულ გამოსახულებას.


Xiaomi-ს ტელევიზორების ეკრანები დამზადებულია ისეთი ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებას ფერთა სხვადასხვა დიაპაზონში. სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელი თავად შეძლებს დააგენერიროს ფერები და სიმკვეთრე.



დიდი ყურადრება ენიჭება Smart TV ფუნქციასაც, იგი საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ სხვადასხვა აპლიკაციით, რომლებიც განკუთვნილია ვიდეოკონტენტის ტრანსლირებისთვის. მართვის ელემენტად გამოიყენება სმარტფონი ან პლანშეტი. ზოგიერთი მომხმარებელი ყიდულობს ტელევიზორს Smart TV ფუნქციის გარეშე, თუმცა ასეთ შემთხვევაში საჭიროა Andoid-ფლეიერის გამოყენება, რათა წვდომა მიიღოთ ფილმებზე (ფლეიერი ტელევიზორს უკავშირდება HDMI პორტის მეშვეობით).


თუკი გსურთ ტელევიზორის, როგორც მედიაცენტრის გამოყენება, სწორედ ამისთვისაა ხელსაყრელი რამდენიმე პორტის არსებობა. ერთ მათგანს მიუერთდება მაგალითად გეიმინგ კონსოლი, მეორეს - Media Player. ასევე შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში დამატებით დაუკავშიროთ კიდევ დინამიკები.


 (R)



თეგები:
Xiaomi



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up