სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში:უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია

სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში:უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია

access_time2020-08-07 10:00:11

ლიბერთის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება. ალტერნატიული არხების განვითარების პროექტები ლიბერთიმ უმოკლეს დროში განახორციელა, რომ პანდემიის პირობებში მომხმარებლისთვის შეეთავაზებინა ინოვაციური და ტექნოლოგიურად განვითარებული მომსახურება, რითაც მაქსიმალურად შემცირდა ბანკში ვიზიტის საჭიროება. 

 

ერთ-ერთი მთავარი მომსახურება NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატებია. საქართველოს ბაზარზე უალტერნატივო და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ბანკომატი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს არამხოლოდ სტანდარტული ბანკომატისფუნქციონალით ისარგებლოს, არამედ ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა ბანკში ვიზიტის გარეშე.

 

2020 წლის ზაფხულში Cash-In | Cash-Out ბანკომატებში ორი ახალი სერვისი დაინერგა:

 

  • ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ
  • 30 000 ლარამდე თანხის შეტანა ლიბერთის ბიზნეს ბარათების მფლობელებისთვის

 

ვალუტის უბარათო კონვერტაციის სერვისი საქართველოს ბაზარზე უნიკალურია და სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, საბანკო ბარათის გარეშე, დღის ნებისმიერ დროს.



ფუნქციონალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას 3000 ლარამდე (ექვივალენტი დოლარში, ან ევროში) ბანკომატიდან დააკონვერტიროს Cash-In ბანკომატიდან.


სერვისით სარგებლობა უფასოა და ამავდროულად, ნებისმიერი მომხმარებელი კონვერტაციისას მომგებიანი, სპეციალური კურსით სარგებლობს.

 

იურიდიული პირებისთვის 30 000 ლარამდე თანხის შეტანის ფუნქცია ბიზნესების მხარდასაჭერად დაინერგა და ლიბერთის ბიზნეს ბარათის მფლობელებს აძლევს საშუალებას ნებისმიერ დროსშეიტანონ თანხა კომპანიის ანგარიშზე. Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე და შეტანის შემდეგ შესაძლებელია სურვილისამებრ მართვა ლიბერთის განახლებული კორპორატიული ინტერნეტ ბანკით.

 

„ლიბერთის ალტერნატიული არხების გუნდი სწრაფი ტემპებით ავითარებს არსებულ პროდუქტებს და ამავდროულად, ნერგავს ახალ შესაძლებლობებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. Cash-In ბანკომატებისგანვითარება ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია. ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ანგარიშზე თანხის შეტანა, პინ კოდის შეცვლა უბარათოდ, უბარათო კონვერტაცია, Apple Pay-ით უბარათოდ თანხის გამოტანა ის მთავარი სიახლეებია, რომელიც ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე დავნერგეთ. ვმუშაობთ გულით, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილება და გავუმარტივოთ მათ  ალტერნატიული საბანკო არხების მოხმარება.“ - გიორგი ქოროღლიშვილი, ალტერნატიული პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი

 

ამჟამად მომხმარებლისთვის30-მდე Cash-in/Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი - იხილეთCash-In ბანკომატების რუკა


(R)




უგულავა თუ ივანიშვილი, ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?

უგულავა თუ ივანიშვილი,  ვინ ფლობს კანაფის კულტივაციის პროექტს ურუგვაიში?
access_time2020-09-19 20:46:58
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს ურუგვაიში კანაფის კულტივაციის პროექტთან არავითარი კავშირი არ აქვს და მისი მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ფონდმა განცხადება დღეს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასული ანონსის შემდგომ გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ურუგვაიში კანაფის კულტივაციის ბიზნესს ფლობს. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გასულ ანონსს, თითქოს ბატონი ბიძინა ივანიშვილი...

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.

ერთადერთი გზა, რომლითაც გვარდება ზოგადად კორუფციის პრობლემა, არის რეგულაციის გაუქმება.
access_time2020-09-19 18:40:22
კორუფცია არსებობს მხოლოდ მაშინ როცა არსებობს ბიუროკრატია და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ობიექტურად გვაქვს გამოცდილება კორუფციის დამარცხების, მაგალითად ბენდუქიძის დროს.როგორ დავამარცხეთ 2004-დან 2006 წლამდე კორუფცია? ვიღაცას შესაძლოა ჰგონია რომ ჩვენ იმ პერიოდში გვქონდა ისეთი პროკურატურა და სასამართლო, რომ ყველა ადამიანი ვინც ფულს აიღებდა აუცილებლად დაისჯებოდა. მაგრამ ასე არ მომხდარა. ქვეყანაში არსებობდა ათასი ლიცენზია და ნებართვა. კახა ბენდუქიძის რეფორმის შედეგად დარჩა...

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება

Handelsblatt: 2050 წლისთვის 31 სახელმწიფო გაქრება
access_time2020-09-19 20:00:45
2050 წლისთვის სივრცე, სადაც დღეს მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არსებობისთვის გამოუსადეგარი გახდება. ქარიშხლები, წყალდიდობები, წლის და სურსათის დეფიციტი - კვლევების თანახმად, ყველა ეს პრობლება 30 წლის მანძილზე მილიონობით კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას დააცარიელებს. საუბარი არ არის ჯუნგლებზე და უდაბნოებზე, სადაც ისედაც არავინ ცხოვრობს - პრობლემა მილიარდზე მეტი ადამიანის მიერ დასახლებულ სივრცეს ეხება. კლიმატის ცვლილება, კონფლიქტები, რესურსების...

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up