„სი-თი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაჯარიმებული მოქალაქეები ფინანსური სახდელისგან თავისუფლდებიან

„სი-თი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაჯარიმებული მოქალაქეები ფინანსური სახდელისგან თავისუფლდებიან

access_time2020-07-13 19:30:07

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“.

 

კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისგან და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სი-თი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ. ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს შეეხება რაც ჯამში, დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის ასევე განიხილა საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

როგორც სისხლის სამართლის, ისე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილები შეეხება საავტომობილო ბენზინის და დიზელის ხარისხობრივი ნორმების შესახებ გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებას. მომხსენებლის, გიგა გულორდავას განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების შეტანის საჭიროება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ არსებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, საჭიროებს გამკაცრებას.


 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ პროექტებთან ერთად.

 

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის, მერაბ ქვარაიას განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები იმ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანი დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგებაა.

 

 

imedinews.ge


თეგები:
citipark



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-06 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.მაია სიდამონიძე: უახლოესი ორი წლის განმავლობაში ტურიზმის სექტორი ჩვეულ რიტმს ვერ დაუბრუნდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში უცხოელი ტურისტები გამოჩნდნენ. როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოში შემოსული ავიარეისების ¾-ს სწორედ ქვეყნის...

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა

პირველად ბოლო 6 წელში რკინიგზას სატვირთო გადაზიდვით შემოსავალი გაეზარდა
access_time2020-08-06 17:40:00
პირველად ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზას ტვირთის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გაეზარდა. სატვირთო გადაზიდვები სახელმწიფო კომპანიის შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს აგენერირებს. 2019 წელს რკინიგზამ ამ გზით 109.4 მლნ დოლარი მიიღო, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია როგორც მშრალი, ასევე თხევადი ტვირთების გადაზიდვებმა. ჯამში რკინიგზამ გასულ წელს 174.2 მლნ დოლარის შემოსავალი...

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

AIRBALTIC-მა თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-06 16:00:25
6 აგვისტოს, ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს. რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, ტავის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. 20 აგვისტომდე ფრენები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება:✔️ რიგა - თბილისი | ყოველ...

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე

პირველი ბრენდირებული ქართული ქვევრის ლუდი ამერიკისა და იაპონიის ბაზარზე
access_time2020-08-06 16:30:15
ქვევრის ლუდის გამოჩენამ არამარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორია დამზადების ტექნოლოგია, როგორ ხვდება ლუდი ქვევრში, რამდენად მაღალია მომხმარებლების დაინტერესება და რა პოზიცია უჭირავს ქვევრის ლუდს საერთაშორისო ბაზარზე – ამ დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მწარმოებელი კომპანიის Gotsa Wines-ის მფლობელს ბექა გოცაძეს დაუკავშირდა. „როგორც მეღვინეობაში მთავარი არის ყურძენი და ვენახი, ისე ლუდში მთავარია ალაოდა...

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის

Die Welt: ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის
access_time2020-08-06 19:50:38
ბოლო თვეებში ამერიკა ეკონომიკურ კატასტროფას განიცდის, 5 წლიანი უწყვეტი ზრდის შედეგები მე-2 კვარტალში დაინგრა, როდესაც ქვეყნის მშპ, ინვესტიციების და შიდა მოხმარების ვარდნის გამო 9,5%-ით დაეცა. 2020 წლის მე-2 კვარტალი ეკონომიკური თვალსაზრისით, ბოლო 75 წლის მანძილზე ყველაზე საშინელი იყო. ამის კარგი მაგალითია ნიუ-იორკი, სადაც მარტის დასაწყისიდან 2800 საწარმო დაიხურა, ხოლო 240 000 მცირე ოჯახური კომპანიიდან (ყავახანები, სილამაზის სალონები, პატარა...


მსგავსი სიახლეები

up