ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი ორი წლის განმავლობაში, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად 2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნის ვაქცინას, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. ჩინეთის ლიდერმა პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა გამო სამძიმარი გამოთქვა.
გარდა ამისა, სი ძინპინმა პანდემიის წინააღმდეგ გლობალურ რეაგირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, წამყვანი როლი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა შეასრულოს. მან, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.
rbc.ru
ნინო თამაზაშვილი