„სი ჩერტო“ (Si, certo) - ამ სახელწოდებით თბილისში მერაბ კოსტავას 60 ნომერში „ბადაგონის“ ახალ რესტორანი გაიხსნება. ინფორმაციას კომპანია ბადაგონშიც ადასტურებენ, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. „კომერსანტის“ ინფორმაციით, ამ ნაბიჯით კომპანია რესტორნების მიმართულების ათვისებას აგრძელებს. მათი პირველი რესტორანი „ბადაგონის სახლი“ რუსთაველის გამზირზე მდებარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ სტუმარს დაიტევს „ბადაგონის“ ახალი რესტორანი „Si Certo”, რაზე გაკეთდება აქცენტი ან რას შესთავაზებს თავიანთ მომხმარებელს. თუმცა, 2020 წელს რესტორანი პირველ სტუმარს უმასპინძლებს და დეტალებს „კომერსანტი“ უახლოეს დღეებში მოგაწვდით.
რაც შეეხება, ღვინის რესტორან „ბადაგონის სახლს“ , აქ ყოველდღიურად ქართული სამზარეულოს ექსპერიმენტული კერძები მზადდება. ღვინის რესტორნის მყუდრო გარემო გათვლილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც.
კომპანია “ბადაგონი”/Badagoni-ის ღვინის რესტორანი „ბადაგონის სახლი“ საქართველოში უნიკალური სივრცეა, სადაც ყოველი კერძი კონკრეტული ღვინის შთაგონებითაა შექმნილი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ჩვენთან, თქვენ შეძლებთ, დააგემოვნოთ ქართული სამზარეულოს ექსპერიმენტული კერძები, რომელიც ჰარმონიულად და ზუსტად ეხამება „ბადაგონის“ სხვადასხვა ღვინის გემოვნურ თვისებებს.
ღვინის რესტორნის დახვეწილი და ამავდროულად მყუდრო, თბილი, სახლური გარემო თბილისის ცენტრალურ მოედანზე იდეალურია როგორც ბიზნეს შეხვედრებისთვის, ასევე მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი დროის გატარებისათვის.
ნათია ლომიძე