შვიდი აუქციონის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ვერ გაიყიდა

შვიდი აუქციონის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ვერ გაიყიდა

access_time2021-12-28 14:00:30

2020-21 წლებში ჩატარებული შვიდი აუქციონის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა მაინც ვერ გაიყიდა.

 


პირველი აუქციონი 122 432 000 ლარის საწყისი ღირებულებით, 2020 წლის 16 ივნისს მაქსიმალური, ერთთვიანი ვადით გამოცხადდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა განმეორებით აუქციონ 16 ივლისს გამოაცხადა. ამჯერად საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული შენობების ფასი 110 343 600 ლარამდე შემცირდა, თუმცა ინვესტორების დაინტერესება ობიექტმა ვერ შეძლო.



ფასდაკლებების სერია მესამე აუქციონზეც გაგრძელდა, თუმცა სამ აგვისტოს გამოცხადებული ტენდერიც წარუმატებელი აღმოჩნდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა ქონება ამჯერად 99 536 040 ლარად გამოიტანა.






მეოთხე აუქციონზე, რომელიც 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის ფასი კიდევ ერთხელ შემცირდა, თუმცა 3 მლნ ლარის ფასდაკლების მიუხედავად,  96 904 512 ლარის ღირებულების ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა.

 


დედაქალაქის ცენტრში, 33 209 კვ. მ.-ზე განთავსებული ქონება არც მეხუთედ გასხვისდა. 21 მაისს კიდევ უფრო შემცირებულ  82 455 450 ლარად, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ვერ გაიყიდა.

 


მომავალი ინვესტორისთვის უინტერესო აღმოჩნდა მიმდინარე წლის ივნისში, იდენტური ფასითა და პირობებით მეექვსედ გამოტანილი მაუწყებლის საკუთრებაში არსებული უძრავი  ქონება.

 



პირველი არხის მენეჯმენტმა ფასი უცვლელი დატოვა ივლისშიც. ეს იყო მიმდინარე წელს გამოცხადებული ბოლო აუქციონი, თუმცა უძრავი ქონების მყიდველი არც ამჯერად გამოჩნდა.

 


ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები - აგებულია სტუდიების/პავილიონების კონსტრუქცია და ამოყვანილია ძირითადი შენობის ოთხივე სართული. დასკვნით ეტაპზეა რკინა-ბეტონის კონსტრუქციის აგება.  პირველი არხი ახალ შენობაში სავარაუდოდ 2023 წლის ბოლოს შევა.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up