შვიდ თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ეწვია

შვიდ თვეში საქართველოს ტურისტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა ეწვია

access_time2016-08-02 13:41:16

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7 თვეში 3,400,335 შეადგინა, ხოლო ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,10.6%-ით მეტია. 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული მონაცემები უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობაა. მათივე ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,401,914 შეადგინა, რაც 208,436-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით (ზრდა+17.5%) 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+15.1%), თურქეთიდან (+1.6%), სომხეთიდან (-0.8%), რუსეთიდან (+10.3%) და უკრაინიდან (+24.3%) განხორციელდა. 

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივლისში გამოირჩნენ სლოვაკეთი +32.8%, ლატვია +25.1%, უნგრეთი +21.4%, ჩეხეთი +19.5% და იტალია +16.5%. 


განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია (+472%), ირანი (+457%), პაკისტანი (+455%), ინდოეთი +(347%), შრი-ლანკა (+239%), სირია (+190%), ფილიპინები (+186), ეგვიპტე (+176%) და ომანი (+163%).

რაც შეეხება ივლისის თვეს, საქართველოს 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 26,124-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +3.5%)-ია. 



ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 390,234 შეადგინა, რაც 53,368-ით მეტია 2015 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%).


”პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩნენ: გერმანია +18%, ლიტვა +17%, საბერძნეთი +14% და გაერთიანებული სამეფო +12%.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია და 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდი დოლარი (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათივე ინფორმაციით, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ დოლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up