შვეიცარიული კომპანია ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებაზე გეგმას მაისში წარადგენს

შვეიცარიული კომპანია ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერებაზე გეგმას მაისში წარადგენს

person access_time2017-04-24 12:00:56

ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით „კომერსანტისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა გოგოლიძე აცხადებს, მაისში შვეიცარიული კომპანია, რომელსაც ხელისუფლებას ავტომანქანების გზისთვის ვარგისიანობაზე კონსულტაციის გაწევა ევალება, ტექმომსახურების ცენტრებისთვის სპეციალურ გეგმას წარადგენს.

 

„შვეიცარიულ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას აქვს დანართი, სადაც გაწერილია, თუ რა როდის უნდა მივიღოთ. პირველი, რაც ყველაზე მეტად საინტერესო იყო ბაზრისთვის, ეს იყი მოთხოვნები ტესტირების ცენტრების მიმართ. ამაზე ჩვენ პასუხი უნდა მივიღოთ მაისის ბოლომდე.

 

როგორც ვიცით, კომპანია უკვე სწავლობენ ბაზარს. ჩვენი ინფორმაციით, ახლა მიმდინარეობს სტატისტიკის დამუშავება ცენტრებთან დაკავშირებით იმისთვის, რომ რეგიონების მიხედვით ავტომანქანების განაწილების სურათი შედგეს. ამის შემდეგ უნდა დადგინდეს, თუ სად რამდენი ცენტრი და რამდენი ხაზი იქნება საჭირო", - განუცხადა „კომერსანტს" პაატა გოგოლიძემ.

 

ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნითინტერესთა გამოხატვა 2016 წლის ნოემბერში გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადი 4 კომპანიამ წარმოადგინა. კომპანიების მოწვევის მიზნით აღნიშნული ინტერესთა გამოხატვა მიზნად ისახავდა კომპანიის შერჩევას, რომელიც დაეხმარება საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებაში.


 

გამარჯვებული კომპანია უწყებამ 2016 წლის ბოლოს გამოავლინა. ის გახდა შვეიცარიული კომპანია "SGS Societe Generale da Surveilance SA". შესაბამისად, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში კონსულტაციას ეკონომიკის სამინისტროს სწორედ ეს კომპანია გაუწევს.

 

"SGS Societe Generale da Surveilance SA" წარმოადგენს ინსპექტირების, შემოწმების, ტესტირებისა და სერტიფიცირების კომპანიას, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 137 ქვეყანაში, 1500 ოფისით და 75 000 დასაქმებული ადამიანით. კომპანიის მთავარი ოფისი ჟენევაში მდებარეობს.

 

1997 წლიდან კომპანიას წარმომადგენლობა გააჩნია საქართველოშიც, რომელიც თავიდან დაფუძნებული იყო თბილისში, ხოლო 1999 წლიდან მთავარი ოფისი საქმიანობს ბათუმში. „სჯს ჯორჯია" 100%-ით ეკუთვნის SGS შვეიცარიას, რომელსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნია ავტომობილების ტესტირების სფეროში.

 

ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლია 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.

 

 



ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ

 ინფრასტრუქუტურის ყოფილი მაღალჩნოსნები ქართულ სამშენებლო ბიზნესში უცხოური კომპანიების დომინირებას აფასებენ
access_time2019-12-06 11:40:11
ქართულ სამშენებლო სექტორში უცხოური კომპანიების დომინირებაზე „კომერსანტი“ არაერტხელ წერდა. ამჯერად ყოფილი მინისტრებისა და საავტომობილო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების პოზიციით დავინტერესდით. უფრო კონკრეტულად კი,  რატომ გაქრნენ ადგილობრივი  კომპანიები სამშენებლო სექტორიდან მაშინ, როდესაც წლების წინ ქვეყანაში არსებული სამუშაოების 80 პროცენტს ქართული კომპანიები ასრულებდნენ? ამ კითხვებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს...

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“

„საქართველოში პენსია არ გვაქვს, ეს  მხოლოდ ერთჯერადი დახმარებაა“
access_time2019-12-06 10:50:58
„არ მეგონა სიბერის თუ შემეშინდებოდა, ხვალინდელი დღის კი არა უკვე დღეს დაღამებისაც მეშინია, რადგან მშიერი ვიძინებ. ამას ცხოვრება ჰქვია? ყველაფერი გაგვიძვირდა, საარსებო საჭმელს ვეღარ ვყიდულობ.არის პროდუქტები, რომელზეც დიდი ხანია უარი ვთქვი, მაგალითად ხორცი, ვეღარ ვყიდულობ იმიტომ, რომ ძალიან გაძვირდა. ხილსაც იშვიათად ვყიდულობ, ისიც თითო-თითოს. არაფერს ვამბობ წამლებზეც, რომელშიც მთელი ჩემი პენსია იხარჯება. პირადად მე რამდენიმე წამალს ვსვამ და...

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა ვერ გაიხსენეს

სამედიცინო სფეროს ექსპერტებმა აკაკი ზოიძის მიერ ჯანდაცვის სფეროსთვის განხორციელებული ღირებული საკანონმდებლო ინიციატივა  ვერ გაიხსენეს
access_time2019-12-06 10:00:44
უმრავლესობის დეპუტატმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარემ აკაკი ზოიძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი პოლიტიკიდან წასვლა კენჭისყრაზე პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკავშირდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორცილების დროს, რა კანონპრექტი შეიმუშავა ჯანდაცვის კომიტეტის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up