შვეიცარიული ბანკი UBS ფინტექ-კომპანიებში ინვესტიციების ჩადებას აპირებს

შვეიცარიული ბანკი UBS ფინტექ-კომპანიებში ინვესტიციების ჩადებას აპირებს

access_time2020-05-28 17:30:32

შვეიცარიული საბანკო გიგანტი UBS Group-ი ფინტექ-კომპანიებში ასობით მილიონი დოლარის ინვესტირებას აპირებს. კერძოდ, UBS-ს სურს შექმნას ვენჩურული კაპიტალის ფონდი, საიდანაც ისეთ ფინანსურ სტარტაპებში ჩაიდება ინვესტიციები, რომლებიც ტრადიციულ საბანკო სექტორში "გადატრიალებას" ახდენენ.


საუბარია 10-დან 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიციაზე, რომელიც ათობით კომპანიაში ჩაიდება. UBS გეგმავს მინიმუმ ხუთი წლით აღნიშნულ კომპანიებში აქციების დაკავებას. ამ დეტალების შესახებ Fortune-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. მოგვიანებით კი შვეიცარიული ბანკის პრესსპიკერმაც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გეგმავს კაპიტალის ფონდის შექმნას, საიდანაც განხორციელდება ინვესტიციები.


"UBS-ს სურს კიდევ უფრო მეტად ჩაერთოს ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების მხარდაჭერის პროცესში. ახალი ვენჩურული საინვესტიციო პორტფელი ინოვაციებისა და გაციფრულების დაჩქარებისკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება", – განაცხადა UBS-ის ტექნოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა მსოფლიო მასშტაბით მაიკ დარგანმა.



შვეიცარიული საინვესტიციო მულტინაციონალური ბანკი აქცენტს აკეთებს ციფრულ ხელსაწყოებზე, ვინაიდან მას სურს რაც შეიძლება მეტი დრო და ადმინისტრაციული დანახარჯი დაზოგოს. ასევე ბანკს სურს ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ჩინეთის მდიდრების ბაზარზეც გავიდეს.


აღსანიშნავია, რომ UBS-ში რამდენიმე თვის წინ მთავარი აღმასრულებლის თანამდებობაზე სერჯიო ერმოტი ციფრულ საბანკო სფეროში ცნობილი "ჩემპიონით“ რალფ ჰამერსით ჩაანაცვლეს. ამას ისიც დაემთხვა რომ UBS-ის უმსხვილეს ბიზნესში – ქონების მენეჯმენტში, რომელიც ტრადიციულად უშუალოდ კლიენტებთან ურთიერთობას მოითხოვს, კორონავირუსის პანდემიის გამო ციფრული სერვისებზე გადასვლა დაჩქარდა.


გლობალურად რომ ვისაუბროთ, ფინტექ-კომპანიებში თანხების ჩადებით პირველ ადგილზე ამერიკული ბანკები არიან.


წყარო: forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up