შვეიცარიულ ქალაქში კომუნალური გადასახადების გადახდა ბიტკოინით გახდა შესაძლებელი

შვეიცარიულ ქალაქში კომუნალური გადასახადების გადახდა ბიტკოინით გახდა შესაძლებელი

access_time2016-05-10 19:06:00

შვეიცარიის ქალაქ ცუგში მოსახლეობას კომუნალური და სხვა სახელმწიფო სერვისების გადასახადის გადახდა ბიტკოინით შეუძლიათ. მათ ამის უფლება საქალაქო საბჭომ მისცა მიმდინარე წლის 3 მაისის დადგენილებით. ექსპერიმენტი 1 ივლისს შევა ძალაში,  თუმცა მასში მონაწილეობის მსურველებისთვის რამდენიმე შეზღუდვა იმოქმედებს: მაგალითად, ბიტკოინებით შესაძლებელი იქნება მომსახურების ღირებულების გადახდა არა უმეტეს 200 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით. მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქალაქო საბჭო ექსპერიმენტის პირველი შედეგების შესახებ განაცხადებს. ამავე პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ექსპერიმენტის შეწყვეტის ან გაგრძელების შესახებ,


ცუგი ცენტრალურ შვეიცარიაში მდებარე ქალაქია 25 ათასიანი მოსახლით. ქალაქის მერი დოლფი მიულერი გამოირჩევა იმით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვას ცდილობს.

 

ბიტკოინების მიმართ მსოფლიოში განსხვავებული დამოკიდებულებაა. მაგალითად, რუსეთში ბიტკოინის გამოყენებისთვის ჯარიმის დაწესება იგეგმება. კანონის დამრღვევებს შესაძლოა 10 წლამდე პატიმრობაც კი მიესაჯოს.

 

საქართველოში, კერძოდ გორსა და თბილისში ბიტკოინის ორი დატა-ცენტრი არსებობს. პროექტი BitFury Group-ისა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის თანამშრომლობით განხორციელდა.



ასეთი სისტემის მთავარი უპირატესობა მის დეცენტრალურობაშია.  ბიტკოინი არცერთ მისამართზე, კომპანიაზე ან ვალუტაზე არაა მიბმული. მსგავსი დეცენტრალიზაცია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს ან მის რეგულაციას თითქმის შეუძლებელს ხდის. 


"ბიტფური ჯორჯიას" წარმომადგენლის ეფრემ ურუმაშვილის განცხადებით, ელექტრონული ფული აკრძალულია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბოლივია, ჩრდილოეთ კორეა და ვენესუელა. 


„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ინგლისის ხაზინამ, ევროკავშირის ქვეყნებმა ეს ფული გადახდის საშუალებად აღიარა და დღეს ჩვეულებრივ მიმოქცევაშია“, - ამტკიცებს ურუმაშვილი.


 გასული წლის ოქტომბერში ევროსასამართლომ ვირტუალური ვალუტა ბიტკოინის გადაცვლა გადასახადებისგან გაათავისუფლა. 


კოდირებული ელექტრონული ფულის ყიდვა, გაყიდვა და გაგზავნა ტრადიციული კუპიურის მსგავსად ხდება. ერთი განსხვავება ისაა, რომ ბიტკოინით ვაჭრობა არ რეგულირდება მესამე მხარის ან რომელიმე ქვეყნის მთავრობის მიერ.

 

მსოფლიოს მასშტაბით ბიტკოინით დაახლოებით 17 ათასი ბიზნეს-დაწესებულება სარგებლობს.

 



რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი

რესპუბლიკური საავადმყოფო - საპარტნიორო ფონდის მორიგი ჩავარდნილი პროექტი
access_time2020-09-18 10:00:56
2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამართავად თბილისში მდებარე სამი სახელმწიფო კლინიკა: „რესპუბლიკური საავადმყოფო,“ „ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“ გადასცა. სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა. ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მენეჯერმა დავით საგანელიძემ ამორტიზებული და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კლინიკების განვითარებისთვის არაფერი გააკეთა. „ქართული ოცნების“...

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება

17 სექტემბერი - რეგიონში ყველაზე სწრაფად კვლავ ქართული ლარი უფასურდება
access_time2020-09-17 18:05:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 17 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-17 21:00:49
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თხუთმეტივე ქართული ბანკი უხერხული დუმილით შეხვდა მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კრედიტების გაიაფებასთან დაკავშირებით ყოფილი ბანკირი და პირველი ქართული ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლის შემდეგ თავის ეკონომიკურ პროგრამაში...

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება

1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
access_time2020-09-17 16:00:44
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ქუთაისიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს, პირველ რიგში, კეთდება საქართველოს მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. „დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი...

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
access_time2020-09-17 13:00:26
Mastercard-სა და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიზნად ისახავს ქვეყანაში ტურისტების მოგზაურობის გამარტივებას, მათი რაოდენობის გაზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, ეკონომიკის ზრდას და საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას. დღევანდელი მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს და ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. Mastercard–ის უნიკალურ...


მსგავსი სიახლეები

up