შვეიცარიის პრეზიდენტი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს

შვეიცარიის პრეზიდენტი გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს

access_time2021-01-13 16:00:00

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას ულოცავს.  ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც შვეიცარიის პრეზიდენტი პრემიერისადმი მისალოც წერილში აღნიშნავს, საქართველოს და შვეიცარიას მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ და შვეიცარიისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს საქართველოს განვითარებაში.




„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახალ დანიშვნას. ულევ წარმატებას გისურვებთ დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში, რაც უმნიშვნელოვანესია თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმისა და სამართლის უზენაესობის შენარჩუნებისთვის, ისევე როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. მინდა ასევე გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ახალი წელი მოგილოცოთ. ყველა ჩვენგანზე დრამატული გავლენის მქონე ახალი კორონავირუსის პანდემიისგან შვების მომტანი ყოფილიყოს!



საქართველო და შვეიცარია ძალიან მჭიდრო ურთიერთობებით არიან დაკავშირებულნი. ჩემი ქვეყნისთვის პატივია საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდეს რუსეთის ფედერაციაში და წვლილი შეჰქონდეს თქვენი ქვეყნის განვითარებაში იმ ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლის მეურნეობისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროებში ხორციელდება. შვეიცარიას გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება თქვენს მთავრობასთან ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობაზე. მოდით კიდევ უფრო მეტი კაპიტალდაბანდება მოვახდინოთ ჩვენს მეგობრობაში და ჩვენი ურთიერთობები მეტად კონსოლიდირებული და ღრმა გავხადოთ.
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“, - აღნიშნულია შვეიცარიის პრეზიდენტის წერილში.








დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-25 21:00:45
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   2. NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა,...

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა
access_time2021-01-25 19:45:21
2020 წელს მსოფლიომ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ღრმა და სწრაფი კრიზისი გადაიტანა. ის ეკონომიკის ან ფინანსების სფეროდან არ მოსულა - სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეები სახლებში საკუთარი ნებით გაუშვეს.   ამის გამო მათ მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები აამუშავეს. ცენტრალური ბანკების ეფექტურმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა მარტში მთელი მსოფლიო ლიკვიდურობის კრიზისისგან გადაარჩინეს, რის წყალობითაც, 2020 წლის მე-2 კვარტალში ფინანსურმა ბაზარმა ზრდა...

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება
access_time2021-01-25 18:34:24
„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს. აფხაზეთში ბევრი იმედოვნებდა, რომ 2020 წელი კორონავირუსსაც თან გაიყოლებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა  - იანვარის პირველი დღეებში დაინფიცირების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა.   დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა, რაც...

2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო

2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო
access_time2021-01-26 10:00:40
2020 პანდემიური წელი საბანკო სექტორმა 99.2 მლნ ლარის კონსოლიდირებული მოგებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ წელი მხოლოდ 7-მა მათგანმა დახურა მოგებით, რომელმაც ჯამში 206 მლნ ლარამდე შეადგინა. დანარჩენმა 8 ბანკმა კი ზარალი განიცადა, მათ შორის „ვითიბი“ ბანკმა და ერთადერთმა ქართული კაპიტალის მქონე „ქართუ“ ბანკმა.   2020 წელს ყველაზე დიდი, საბანკო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი „თიბისი“ ბანკმა მიიღო, რომელმაც 123 181 000 ლარი...

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე
access_time2021-01-25 17:30:11
„ეს ჩვენი არჩეული  მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ.  არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება  ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც  სრულიად აპოლიტიკური  იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.  უბრალოდ,  სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ  ჯერ ბიუჯეტის შევსებაა...


მსგავსი სიახლეები

up