დღეს ძალაში შევიდა შვეიცარიის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი შეზღუდვისა და დამატებითი ზომების გარეშე შეძლებენ შვეიცარიაში შესვლას როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მიგრაციის საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ოფიციალურ საიტზე
გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე.
საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
imedinews