შვეიცარიელებმა მეტნაკლებად პროგნოზირებად საქართველოში თანხა რომ ჩადონ, სჭირდებათ მეტი გარანტია - ინტერვიუ ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთან შვეიცარიაში

შვეიცარიელებმა მეტნაკლებად პროგნოზირებად საქართველოში თანხა რომ ჩადონ, სჭირდებათ მეტი გარანტია - ინტერვიუ ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელთან შვეიცარიაში

access_time2019-06-12 18:00:43

„შვეიცარიელს უფრო მეტი სჭირდება იმისთვის, რომ მშვიდი, უომარი, დალაგებული ქვეყნიდან წამოიღოს თანხა და ჩადოს ნაკლებად პროგნოზირებად საქართველოში“ - განაცხადა კომერსანტთან ინტერვიუში ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელმა ზვიად არაბიძემ.


შვიცარიის დიასპორასთან საქართველოს აქტიური ურთიერთობა 2007 წლიდან დაიწყო. იმ დროს  ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ზვიად არაბიძე  შვეიცარიაში 26 მაისთან დაკავშირებულ  შეკრებებს მართავდა, რომელსაც სხვადასხვა წელს სხვადასხვა ცნობილი პიროვნება სტუმრობდა - გურამ დოჩანაშვილი, გია ბურჯანაძე, გურამ ფირცხალავა, ნინელი ჭანკვეტაძე, ბესო ბერულაშვილი.  ანსამბლები „ჩვენებურები“,  “შავნაბადა“, „გეორგიკა“, „თუთარჩელა“.  ეწყობა ქართული საღამოები და ტარდება ღონისძიებები ქართულ და გერმანულ ენაზე. რამდენიმე წლის შემდეგ (2010 წელს) ზვიად არაბიძის ინიციატივით დაიწყო ქართული ღვინის ექსპორტი შვეიცარიაში. პირველი პარტია 12 ათას ბოთლს შეადგენდა, რომელიც  300 წლის ისტორიის მქონე  ერთ-ერთმა უმსხვილესმა შვეიცარიულმა ღვინის  მწარმოებელმა და იმპორტიორმა შეიძინა.  2011 წელს კი მისივე  თაოსნობით დაფუძნდა  ქართული სახლი შვეიცარიაში (Swiss GeoHaus ). 

 


რა პოტენციალი აქვს ქართულ-შვეიცარიულ ბიზნეს-ეკონომიკურ ურთიერთობებს? რითი ინტერესდება ალპების ქვეყანა საქართველოში და რა მიმართულებით შეიძლება ქართველმა მეწარმემ გზა გაიკვალოს შვეიცარიის ბაზარზე? ამ და სხვა საკითხებზე ქართულ შვეიცაირულ ურთიერთობასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელს ზვიად არაბიძეს ესაუბრა. 

 

ბატონო ზვიად, უკვე წლებია შვეიცარიაში ქართულ მხარეს წარმოადგენთ, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შვეიცარია საქართველოს აქტიური ბიზნეს-ეკონომიკური პარტნიორი და რა პოტენციალი აქვს ამ ორ ქვეყანას ეკონომიკური მიმართულებით?

 

თქვენი შეკითხვის პირველ ნაწილს ერთი სიტყვით პასუხი ვერ გაეცემა, თუმცა ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ.

მისასალმებელია, რომ ხელი მოეწერა ამ ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულებას. სამწუხაროდ, ღვინის სფეროში იმდენივე შეღავათი არ გვაქვს ჩვენ მიღებული შვეიცარიაში, რამდენიც სხვა სფეროებში, მაშინ როცა საქართველოდან ექსპორტის მნიშვნელოვან ნაწილს ღვინო შეადგენს.


 შვეიცარია-საქართველოს ბიზნეს-ეკონომიკური პარტნიორობა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. გასათვალისწინებელია შვეიცარის საბაზრო მოთხოვნილებები. ამაში ვგულისხმობ, მაგალითად თხილს, როგორც საჭირო პროდუქტს შოკოლადის მწარმოებელი ქვეყნისათვის. ჩვენ  უნდა ვეცადოთ, შევთავაზოთ მისთვის,  ხარისხისა და მერე კი ფასის მიხედვით მიმზიდველი პროდუქტი, რადგან მათთვის ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანა პარტნიორის არჩევისას. იაფი პროდუქტი მხოლოდ რუსულ მაღაზიებს სჭირდებათ (რუსულენოვანი კლიენტურისთვის).



შვეიცარია არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობა გადამხდელუნარიანია და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანსაღ კვებას და ხარისხს. დიდი მოთხოვნაა ბაზარზე ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიმართ. საქართველოს შესწევს უნარი, იყოს ბიოლოგიური პროდუქტის მიმწოდებელი.



ამ ეტაპზე შვეიცარია მხოლოდ ტურიზმის მიმართულებით ითვლება პრიორიტეტულ პარტნიორად. სამწუხაროდ, დიდი ხანი არ იყო ასეთი ქვეყნების სიაში. ახლა ნელნელა სავაჭრო ურთიერთობები გაძლიერდა და მეტი ინტერესი უნდაიქნეს გამოხატული ქართული სახელმწიფოს მხრიდან.

 

რამდენად საინტერესოა საქართველო  შვეიცარიელებისთვის ინვესტიციების ჩასადებად?



უკვე არსებული ინვესტიციებიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყანა მათთვის საინტერესო ჩანს. ფაქტია,  რომ არის შვეიცარიული ინვესტიციები საქართველოში. უბრალოდ, შვეიცარიელს უფრო მეტი სჭირდება იმისთვის, რომ მშვიდი, უომარი, დალაგებული ქვეყნიდან წამოიღოს თანხა და ჩადოს ნაკლებად პროგნოზირებად საქართველოში.  ჩვენს ასევე გვაქვს შვეიცარული სათვალის მინების მწარმოებელი კომპანიის - ოპტისვისის  წარმომადგენლობა საქართველოში. გვაქვს რამდენიმე ფილიალი და  სხვა ოპტიკებსაც ვაწვდით შვეიცარიულ მინებსა თუ გერმანული წარმოების ZEISS-ის კონტაქტურ ლინზებს. 




საფინანსო სექტორში ცნობილია შვეიცარული „სვისკაპიტალი“. ასევე ძალიან სასიხარულოა რომ ასეთი წარმატებული დიზაინერი გვყავს, როგორიც ზვიად ციკოლიაა, რომელსაც შვეიცარიული საათების დიზაინში ქართული დროშის ელემენტებიც კი შეაქვს. 



დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი ფრენა ციურიხი-თბილისი კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანდა საქართველოს. პირდაპირი ფრენები უფრო დაგვეხმარებოდა შვეიცარიიდან ტურისტებისა და ინვესტორების მოზიდვაში.

 

აქ ერთს დავძენდი: შვეიცარიამ თავის დროზე იაფი მაგრამ  ხ ა რ ი ს ხ ი ა ნ ი  მუშახელით მიიზიდა ინვესტორები 19-20 საუკუნეებში იმდროინდელი წამყვანი ქვეყნებიდან. ამჟამად საათების ინდუსტრიით ცნობილ შვეიცარიში ერთ-ერთი პირველი ლუქს-საათების მწარმოებელი ფირმა IWC ამერიკელის დაარსებულია 19-ს-ის ბოლოს. მიზეზი შვიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში თავისი ფირმის დაარსებისა შემდეგი იყო: იაფი, მაგრამ სამუშაოს კეთილსინდისირად, დიდი სიზუსტით შემსრულებელი მუშახელი და  ელექტროსადგური მდინარე რაინზე.



როგორ ეხმარება ქართველ მეწარმეებს სავაჭრო-სამრეწველო პალატის კავშირი შვეიცარიასთან ? 


ჩვენ ხელს ვუწყობთ წარმატებულ ქართველ მეწარმეებს შვეიცარიისა და გერმანიის ბაზარზე დამკვიდრებაში. ვაკვალიანებთ მათ შვეიცარიის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.



ვატარებთ ღვინისა და საკვები პროდუქტების დეგუსტაციებს. საოცდაექვსმაისო შეკრებებზე პოპულარიზაციას ვუწევთ ქართულ პროდუქციას. 



GeoHaus-ის განსაკუთრებულად შერჩეულ  პროდუქცია მარკირებულია GeoHaus Selection, რომელსაც კომპეტენტური ჟიური და  ჩვენ, დეგუსტაციის შედეგად ვანიჭებთ. ეგრეთ წოდებული სამარკო ნიშანი Geohouse Selection ნელნელა ცნობილი ხდება ცენტრალური ევროპის ბაზარზე და ინტერესი ასე მარკირებული პროდუქტისადმი თანდათან იმატებს. 

 


როგორია საქართველოს და შვეიცარიის ურთიერთობის პოტენციალი ტურიზმის კუთხით?



ძალიან დიდია პოტენციალი ამ მიმართულებით. საქართველოს აქვს ბევრი რამ, რითაც შეიძლება მოხიბლოს შვეიცარიელი. ესაა ჩვენი ქვეყნის სილამაზე, ბუნების, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, გემრიელი სამზარეულო, თბილი, მეგობრული და სტუმართმოყვარე მოსახლეობა... 



პრინციპში, ალპების ქვეყნად ცნობილ  შვეიცარიას ჩვენი მთები ააღარ უნდა ანცვიფრებდეს. 2003 წლიდან ვთარჯიმნობ შვეიცარიაში და ბევრი სახელმწიფო მოხელე  მინახავს,  რომელიც საქართველოს მთებითაა აღფრთოვანებიული, ამბობენ რომ ბევრად საინტერესოა და ამასთანავე იაფი. მართალია, პირდაპირი ფრენების არ არსებობა დისკომფორტს ქმნის და ძვირიცაა, თუმცა ყოველი დღე ბევრად იაფი გამოდის, რაც შვეიცარიაში ეხარჯება ადამიანს მსგავსი მომსახურების მიღებაში. სამმა ადამიანისთვის თხილამურის ლიფტი ერთი დღით შვეიცარიაში იმდენივე ჯდება, რაც მთელი დღე ვერტმფრენით მომსახურება საქართველოში.  ჩვენი ბუნება უნდა გამოვიყენოთ გადამხდელუნარიანი, შეძლებული ქვეყნებიდან ტურისტების მოსაზიდად. საქართველო ვერ იქნება მასიური ტურიზმის ქვეყანა, არ შეიძლება რომ მივისწრაფოდეთ ამისკენ. ვთქვათ, 9 მილიონი ტურისტი შემოვიდეს ერთ წელს, ალბათ, კარგია,  მაგრამ მთავარია ისეთი შემოვიდეს,  რომელსაც მსყიდველუნარიანობა და ინვესტიციების შესაძლებლობა აქვს.



რა პროდუქტებია პრიორიტეტული შვეიცარია - საქართველოს იმპორტ-ექსპორტში?



საათი, შოკოლადი და ყველი  არის შვეიცარიის ექსპორტის ძირითადი შემადგენელი ნაწილი.  ეს იმითაცაა განპირობებული, რომ ადგილობრივი ნაწარმი შვეიცარიაში კულტის ნაწილად და ქვეყნის სიმბოლოდ ითვლება. ეს პატარა ქვეყანა აწარმოებს 330-ზე მეტი სახეობის ყველს!  მაგრამ წაროიდგინეთ, რომ ქართული ყველის კონსისტენციის მაგვარი მაინც არ აქვთ.  ხაჭაპურის გასაკეთებლად ქართველი დასახლისები 3-4 სვადასხვა სახის ყველს ურევენ ერთმანეთში. დეგუსტაციისას გამოცებული შვეიცარიელები გეკითხებიან ხოლმე, რა გემრიელი ყველია? რა ყველია?  როცა ვამბობთ, რომ ქართულ ხაჭაპურს სხვანარი ყველი სჭირდება, მხოლოდ  შვეიცარიელები ხვდებიან რატომ ვურევთ სამ სხვადასხვა პროდუქტს, რომ მივიღოთ ქართული გემო. ცუდია, რომ საქართელოდან შვეიცარიაში ყველის ექსპორტის უფლება ჯერჯერობით არ არსებობს. იმედია ეს საკითხიც მალე მოგვარდება. 



საქართველოდან ჯერჯერობით ძირითადად გადის: თხილი, ღვინო, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, ხელნაკეთი ნივთები...



ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავაფართოვებთ ჩვენი პალატის საქმიანობას შვეიცარიაში და მოვახერხებთ ქართველი მეტი და მეტი მწარმოებლისთვის გზის გაკვლევას შვეიცარიულ ბაზარზე, რათა მეტი პროდუქციის ექსპორტი მოვახერხოთ საქართველოდან. 



მარიამ მორგოშია





სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...

მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით - იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის

მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით - იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის
access_time2019-08-22 20:29:39
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ხაზარაძის თქმით, მის მიერ დაფუძნებულ პარტიაში არ იქნებიან ძველი პარტიების ესა თუ ის ლიდერები. ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ახალ მოძრაობას სექტემბერში...


მსგავსი სიახლეები

up