შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ რეფერენდუმი ტარდება. ხმის მიცემის პროცედურა ხვალ გაიმართება.
კანონში ცვლილებების შეტანის მომხრეები ამბობენ, რომ შვეიცარია ერთ-ერთი ბოლო ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში, რომელსაც მსგავსი ჩანაწერი კანონში არ ჰქონია. მათი თქმით, ცვლილებები დაგვიანებულია.
მსგავსი ჩანაწერის მოწინააღმდეგეა ადგილობრივი ეკლესია და ტრადიციული ოჯახები.
წყარო: "რეპორტ.ჯი"