ორკილომეტრიანი სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 100 სამგზავრო ვაგონი აქვს და რომლის გადაადგილებასაც 7 მძღოლი და 21 ტექნიკოსი სჭირდება, შვეიცარიის ალპებიდან დაიძრა. ამ მატარებლის შექმნით შვეიცარიამ მსოფლიოში ყველაზე გრძელი სამგზავრო მატარებლის რეკორდი მოხსნა. რეტის რკინიგზის მარშრუტის ნაწილი, ალბულისა და ბერნინის შორის, 2008 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ახალი სამგზავრო მატარებელი სწორედ ამ მარშრუტს გაივლის. მგზავრობა ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდება.
რეტის რკინიგზის ხელმძღვანელობამ ადგილობრივებისა და უცხოელი ტურისტების ყურადღება მსოფლიო რეკორდის მოხსნით მიიპყრო და თან ამით 175 წლის იუბილეც აღნიშვნა.
„პანდემიის ორ წელიწადში ბრუნვა 30%-მდე დაეცა. ამიტომ ვეცადეთ, რამე ისეთი მოგვეფიქრებინა, რაც მსოფლიოში ჩვენი ლამაზი მარშრუტის შესახებ ცნობადობას აამაღლებდა“, აცხადებს რეტის რკინიგზის აღმასრულებელი დირექტორი რენატო ფასიატი.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა