კვება სასტუმროს ნომრებში, სასეირნო სივრცის კონტროლი და შენარჩუნებული ფასები - „ბორჯომი - ლიკანი“ 1 ივლისიდან გაიხსნება

კვება სასტუმროს ნომრებში, სასეირნო სივრცის კონტროლი და შენარჩუნებული ფასები - „ბორჯომი - ლიკანი“ 1 ივლისიდან გაიხსნება

access_time2020-05-19 12:30:31

„სასტუმროების ამოქმედების შემდეგ სავარაუდოდ შვედური მაგიდა აღარ იქნება მომსახურებაში და კვება ინდივიდუალურად მიეწოდება სტუმრებს ნომრებში იმისთვის, რომ დისტანცია არ დაირღვეს დამსვენებლებს შორის. რაც შეეხება მთლიან სამოძრაო სივრცეს, სასტურმო ძალიან დიდია და მარტივადაა შესაძლებელი დისტანციის დაცვა.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“  „ბორჯომი-ლიკანის“ ველნეს სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა ნათია ჩიქოვანმა განუცხადა.


როგორ იფუნქციონირებს სასტუმრო კორონავირუსისა და პოსტვირუსულ გარემოში, რა პროტოკოლების დაცვა მოუწევს პერსონალს დამსვენებლების უსაფრთხოებისთვის და ნიშნავს თუ არა სასტუმროს მიერ ამ უსაფრთხოებისთვის გაღებული ხარჯები უფრო მაღალ ფასებს სტუმრებისთვის? - ამ ეტაპზე სასტუმროების ოპერირების კონკრეტული გაიდლაინები არ არის შემუშავებული, თუმცა რიგი სასტუმროები წინასწარ ფლობენ იფრომაციას იმის შესახებ, თუ რა შეზღუდვების გატარება და რეგკომენდაციების დაცვა მოუწევთ.


სასტუმრო ბორჯომი ლიკანი და SPA, რომელიც გამაჯანსაღებელი ცენტრის სტატუსით ფუნქციონირებს პირველი ივლისიდან სტუმრების მიღებას დაიწყებს. როგორც სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერი ნათია ჩიქოვანი განმარტავს, დაინტერესება დიდია, და მოსახლებაშო რომელიც ახლა უფრო ზრუნავს ჯანმრთელობაზე ვიდრე აქამდე, მსგავი ტიპის დასასვენებელი სასტუმრო ახლა ბევრად უფრო მიმზიდველია.



„ჩვენი სასტუმრო ველნესის მიმართულებით მუშაობს, გვაქვს სამედიცინო ცენტრი და მეტნაკლებად კარგად ვართ გაცნობიერებული ელემენტაარულ წესებსა და პუირობებში, რომელიც უსაფრთხოებისთვის იქნება საჭირო.  ჩვენ ვფიქრობთ, რომ  დატვირთული პერიოდი გველოდება იმიტომ, რომ ძლიან ბევრი ადამიანისთვის მენტალურადაც ძალიან რთული იყო ამდენი ხნით სახლში ყოფნა და ადამიანებს უბრალოდ უნდათ  სუფთა ჰაერზე ყოფნა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, სასტუმრო გაითვალისწინებს და თავის მხრივ უფრო მეტი უსაფრთხოების ზომების გატარებას შეეცდება.


ადამიანებს ექნება კვების მიწოდება ოთახის ნომრებში. ასევე, ტერიტორია 43 ჰექტარის ფართობს მოიცავს და სეირნობა ცხენით თუ ველოსიპედით მოხდება ისე, რომ დაცული იყოს დისტანცია, შეიძლება ამისთვის ვიდეომონიტორინგიც საკმარისი იყოს. მარტში გვქონდა საბაზისო შემოწმება ყველა სტუმრისთვის, როგორებიცაა ტემპერატურის შემოწმება და ჩავატარეთ გაძლიერებული დეზინფექცია.  


მიუხედავად არსებული ხარჯებისა და ზარალისა ვეცდებით, რომ მომსახურების ფასები შევინარჩუნოთ, რადგან ეს პერიოდი ისედაც შეზღუდული იყო ფინანსების კუთხით ყველასთვის. ვეცდებით, რომ დასვენება რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი.“- განმარტავს ნათია ჩიქოვანი.

 

მარიამ მორგოშოა






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up