შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება - დავით ზალკალიანი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში უაღრესად მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგების მომტანი იქნება - დავით ზალკალიანი

access_time2020-10-02 14:40:39

„მოხარული ვარ ვუმასპინძლო საქართველოს მეგობრის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში. ეს ვიზიტი გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული, შვედეთი ემზადება ეუთოს თავმჯდომარეობისთვის და მისი თავმჯდომარეობის პერიოდში აუცილებელია, რომ ორგანიზაცია იყოს განსაკუთრებულად აქტიურად ჩართული ისეთი სიტუაციების და მწვავე პრობლემების მოგვარებაში, როგორიც არის კონფლიქტები ეუთოს რეგიონში.“-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ან ლინდეს საქართველოში ვიზიტის დროს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.



ზალკალიანის ინფორმაციით, შვედ კოლეგასთან შეხვედრაზე აღინიშნა ეუთოს კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რათა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ადგილზე უსაფრთხოების სიტუაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და უკანონო „ბორდერიზაციის პროცესი ეუთოს პოლიტიკური დღის წესრიგის მოწინავე საკითხებს შორის იყოს წარმოდგენილი.



საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოს რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის ბელარუსში არსებულ ვითარებასა და მთიანი ყარაბაღის ირგვლივ არსებულ მდგომარეობას. ზალკალიანის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, კონფლიქტის მხარეებისთვის თბილისის მოლაპარაკებების პლატფორმად შეთავაზებასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურად ჩართულობის აუცილებლობა სიტუაციის დეესკალაციისკენ მიმართულ ქმედებებში.




დავით ზალკალიანის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იყო საქართველოში დაგეგმილი, მომავალი საპარლამენტო არჩევნები:



„ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი შეფასება ჩვენი შვედი კოლეგების მხრიდან წინა მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველომ განახორციელა არჩევნების მომზადების კუთხით. კერძოდ, მაღალი შეფასება მიეცა იმ რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, რომელიც მოდიოდა ეუთო/ოდირის მხრიდან, ასევე საკონსტიტუციო რეფორმებს, რომელიც საქართველომ განახორციელა. მადლიერი ვართ შვედეთის, რომელიც იქნება წარმომადგენელი როგორც დამკვირვებელი ეუთო/ოდირის მისიაში, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიაში. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც აქვს საქართველოს დაწესებული უკვე ბოლო წლების განმავლობაში - 2012 წელს მოყოლებული ყველა არჩევნები ჩატარდა უმაღლესი სტანდარტების და პრინციპების დაცვით, ასევე იქნება უზრუნველყოფილი და გარანტირებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up