შვედეთის პროკურატურამ Wikileaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.
2010 წელს შვედეთში ჯულიან ასანჯის წინააღმდეგ რამდენიმე ქალის მიმართ გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმე 2017 წელს დაიხურა, თუმცა გამოძიება 2019 წელს მას შემდეგ განახლდა, რაც ჯულიან ასანჟი დიდ ბრიტანეთში დააკავეს. ამასთან ერთად, შვედეთი აცხადებდა, რომ ასანჟის ექსტრადიციას არ მოითხოვს.
ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში მიმდინარე წლის 11 აპრილს აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკვადორის პრეზიდენტმა, ლენინ მორენომ მისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განაცხადა. Wikileaks-ის დამფუძნებელს 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო WikiLeaks-ის დამფუძნებელს ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, აშშ-ის ჯარის სადაზვერვო ანალიტიკოსთან ბრედლი (ჩელსი) მენინგთან ერთად „კომპიუტერული შეღწევის განხორციელების მიზნით“ შეთქმულებასა და „აშშ-ის მთავრობის დაცულ კომპიუტერში პაროლების სისტემის გატეხვაზე“ თანხმობის გაცემაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასანჟს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
imedinews.ge