შვედეთი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც ნაღდ ფულს აღარ გამოიყენებს

შვედეთი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც ნაღდ ფულს აღარ გამოიყენებს

access_time2020-09-19 12:25:01

შვედეთში ინტერნეტ ბანკინგი იმდენად გავრცელებული სერვისია, რომ ახალგაზრდა მოქალაქეების ნაწილს ხელში ნაღდი კუპიურა არც კი ჭერია. როგორც Forbes-ი წერს, შვედეთი ადრეც ფიქრობდა ნაღდი ფულის ხმარებიდან სრულიად ამოღებაზე, მაგრამ ახლა პანდემიამ ქვეყანას ამ გადაწყვეტილებისკენ უფრო მეტად უბიძგა. თუმცა, ბანკირების თქმით, ქვეყნის ეს გადაწყვეტილება მრავალ რისკს მოიცავს.

Bloomberg-ის ცნობით, შვედეთში უკვე წლებია ნაღდი ფულის ბრუნვა შემცირებულია. ჯერ კიდევ 2018 წელს, ნაღდი ფულის ბრუნვა ქვეყნის მშპ-ის 1.3%-ს წარმოადგენდა. შესადარებლად, 2018 წლის მონაცემებით აშშ-ისთვის ნაღდი ფულის ბრუნვა მშპ-ს 8.2%-ს შეადგენდა, ევროპისთვის კი 10.9%-ს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაღდი ფულის ხმარებიდან ამოღებას ბევრი დადებით მხარე აქვს, ბანკირები შიშობენ, რომ მისი უარყოფითი მხარეების გამო, ამ გადაწყვეტილების მიღება არ ღირს. შვედეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, სტეფან ინგვესი ამ გადაწყვეტილებას ეჭვის თვალით უყურებს და ბევრ კითხვას სვამს. მაგალითად, რა მოხდება, თუ ციფრულ ქსელში შეფერხებები წარმოიქნა? რა მოხდება კიბერ-შეტევის შემთხვევაში? ინტერნეტ ბანკებზე განხორციელებული კიბერ-შეტევები ბანკის ფიზიკურად გაძარცვაზე უფრო საშიშია.

კითხვაზე თუ რა მოხდება, თუ ციფრული ქსელი დროებით შეჩერდა, პასუხის გაცემა რთულია. ქვეყანაში ნაღდი ფულის რაოდენობა საკმარისი არ არის, რომ შეფერხების შემთხვევაში ქვეყანა ძველ რეჟიმს დაუბრუნდეს. პანდემიამ ამ პრობლემის გადაჭრა კიდევ უფრო რთულ ამოცანად აქცია. შვედი მოსახლეობა ნაღდ ფულს პანდემიამდეც არ იყენებდა, ახლა კი ფულთან შეხებას მოქალაქეები ჯანმრთელობისთვის საფრთხედ აღიქვამენ.


შვედური ბანკის, Klarna-ს მიხედვით, პანდემიამდე ტრანზაქციების 63% უკონტაქტოდ სრულდებოდა, დღესდღეობით კი ეს რიცხვი 73%-ს გაუტოლდა.

გარდა ამისა, ბავშვებისთვის მშობლების მიერ მიცემული ჯიბის ფულიც ნელ-ნელა ონლაინ ინაცვლებს. ივნისის მონაცემებით, შვედეთში ბავშვების მხოლოდ 16%-ს აქვს ჯიბის ფული ნაღდი კუპიურის სახით. შვედეთის უდიდესი ბანკი, Svenska Handelsbanken-ი ბავშვებს ონლაინ-ყულაბასაც კი სთავაზობს, რომლის მართვასაც ისინი საკუთარი ტელეფონებიდან შეძლებენ.

forbes.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up