შვედეთი კორონავირუსს საფრთხედ არ მიიჩნევს და ვირუსს არ ებრძვის

შვედეთი კორონავირუსს საფრთხედ არ მიიჩნევს და ვირუსს არ ებრძვის

access_time2020-03-17 21:30:01

შვედეთი არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყანათა შორის, სადაც საზღვრები ამ დრომდე არ დახურულა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტული დარბაზები, რესტორები და კაფეები ისევ მუშაობენ.

 

ვირუსთან საბრძოლველად მთავრობა არავითარ საგანგებო ზომებს არ მიმართავს. პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევფენმა განაცხადა, რომ შემოღებული იქნება საზღვარზე კონტროლის გარკვეული ფორმა, რაც გაახანგძლივებს საზღვრის გადაკვეთის პროცედურას, თუმცა, თავად საზღვარი ღია დარჩება.

 

შვედეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამმართველომ რეკომენდაცია გამოსცა, რომელიც ითვალისწინებს კორონავირისის აშკარა სიმპტომების მქონე ადამიანების, ასევე საავადმყოფოების პერსონალის და ასაკოვანი ადამიანების ტესტირებას.

 

შვედი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი უსაფრთხოა და მისი სიკვდილიანობა  2%-ს არ აღემატება.


 

შვედეთში დაავადებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, ქვეყანა ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს -  საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილი ღიაა, სამსახურები  დისტანციურ რეჟიმზე არ გადადიან, საწარმოები არ იხურება, ხოლო ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციები ეხება მხოლოდ იმათ, ვინ თავს შეუძლოდ გრძნობს - მათ სახლებში დარჩენას ურჩევენ.

 

ასევე არ არსებობს მითითება ადამიანებს შორის დისტანციის დაცვის თაობაზე, მეტიც, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით დაავადებული ქირურგი მთელი კვირის მანძილზე აგრძელებდა მუშაობას და ოპერაციებს აკეთებდა - საბოლოოდ ის გამოჯანმრთელდა.

 

შვედი მედიკოსები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსზე მეტ პრობლემას „შიშის ვირუსი“ ქმნის - ის ადამიანებს აიძულებს ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომლებიც ისედაც მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ შვედეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები სავსებით საკმარისია ისეთი დონის და სიმძიმის დაავადებისთვის, როგორც კორონავირუსი.

 

წყარო: Haqqin.az

თენგიზ აბლოთია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up