გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის გადამამუშავებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოავლინეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტომაშეთსა და ფურტიოში. მოქალაქეებს სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
ვინაიდან ორივე სამართალდარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.