„შუახევიჰესის“ ინვესტორი: სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საქართველოში ლიდერები ვართ

„შუახევიჰესის“ ინვესტორი: სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საქართველოში ლიდერები ვართ

access_time2016-05-12 11:11:55

კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია (AGL) ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და 416 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორცილებს ენერგო სექტორში. კომპანია შუახევიჰესს აშენებს მაღალმთიან აჭარაში. მშენებლობა რამდენიმე თვეში სრულდება და ქვეყანას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება. გამომუშავებული ელექტროენერგია ენერგოდეფიციტის დროს, ზამთრის თვეებში მთლიანად დარჩება საქართველოში, ხოლო როცა გამომუშავება ჭარბია, ექსპორტზე გავა. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 730 საქართველოს მოქალაქე.


კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯია“ შუახევიჰესის მშენებლობის პარალელურად, არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რითაც რეგიონის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კომპანია 6 მილიონის დახარჯვას აპირებს. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორი რონი სოლბერგთან, რომლის სახელსაც მრავალმილიონიანი წარმატებული პროექტების მართვა უკავშირდება ენერგოსექტორში.


– ბატონო რონი, როგორც თავად აღნიშნავთ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ლიდერები ხართ ქართულ ბაზარზე. კონკრეტულად რომ გვითხრათ, როდის და რა ფორმით დაიწყეთ სოციალური პროექტების განხორციელება მაღალმთიან აჭარაში?


– შუახევიჰესის მშენებლობის დაწყების პირველივე დღიდან კომპანიის მთავარ გამოწვევად იქცა, მშენებლობის პარალელურად მაღალმთიანი აჭარის მდგრადი განვითარება. ჩვენი მთავარი ამოცანა გახდა ის, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში გაგვეხორციელებინა სოციალური პროექტები, რომლებიც შეცვლიდა ადგილობრივების ცხოვრებას. რეგიონის პრობლემატიკის შესწავლის შემდგომ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვრეთ სამი მთავარი მიმართულება, რაც მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიანი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: განათლება და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების გაძლიერება და ინფრასტრუქტურული განვითარება. კომპანიის მიერ განხორციელებული ან მიმდინარე ყველა პროექტის მთავარი მიზანი რეგიონის მდგრადი განვითარებაა. 


 

– უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ამ სამი მიმართულების ფარგლებში რა პროექტები განახორციელეთ?



– ჩვენ მიერ უკვე განხორციელებულია 70-ზე მეტი სოციალური პროექტი, რომლებმაც შეცვალეს ადგილობრივების ცხოვრება. პროექტების მიზანია, რეგიონის მდგრადი განვითარება და ბუნებრივია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა. დაფინანსდა 21 მცირე ბიზნესი, რამაც თავის მხრივ დამატებით სამუშაო ადგილები შექმნა, ამ პროცესში ჩვენი პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინსტიტუტი. განათლების მხარდაჭერის პროგრამის გარგლებში გადამზადდა 40 ინგლისური ენის პედაგოგი ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტიდან, ინგლისური ენის ტრენინგები ჩატარდა 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსწავლისთვის.


მიმდინარეობს უფროსკლასელთა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროექტი. ტრენინგები ჩატარდა ასევე, ადგილობრივი ქალებისთვის ჯანმრთელობის საკითხებთან მიმართულებით. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად განხორციელდა 50-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი - გარემონტდა სკოლები, ბაღები, სათამაშო მოედნები, სოფლის გზები, მოწესრიგდა სარწყავი არხები, სასმელი წყლის სისტემები. ვახორციელებთ სტაჟირებას ,,შუახევიჰესზე“ ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სწორედ ახლა ვიწყებთ სტუდენტების შერჩევის ახალ ეტაპს და მე დარწმუნებული ვარ, არაერთი ახალგაზრდა გამოგვეხმაურება. ასევე აჭარის განათლების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ვაფინანსებთ აკრედიტირებული, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მაღალმთიანი აჭარიდან. ვაფინანსებთ ადგილობრივ საფეხბურთო გუნდს ხულოს ,,ხიხანს“, რითაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ვუწყობთ ხელს. ადგილობრივ მოსახლეობას ვეხმარებით სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებაში. ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ პროექტებისა, რასაც ჩვენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ვახორციელებთ.


– მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის რას გეგმავთ?

 

– როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი პროექტის განხორციელებამდე ვსწავლობთ პრობლემატიკას და შემდგომ ვახორცილებთ პროექტებს ყველადაინტერესებული მხარის ჩართულობით. რამდენიმე თვეში დაიწყება გენდერული თანასწორობის თემებზე ტრენინგები, რომელსაც ამ სფეროს პროფესიონალები გაუძღვებიან არასამთავრობო სექტორიდან, ამავდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ვმუშაობთ, რის შედეგადაც ადგილობრივი ქალები დასაქმდებიან, ამ ეტაპზე დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან ყველა დაინტერესებულ მხარესთან სწორედ ახლა მიდის მოლაპარაკება.


– როგორ ფიქრობთ, იმუშავებს გრძელვადიანად თქვენი პროექტები? პირობითად, თქვენ რომ მშენებლობას დაასრულებთ, ფიქრობთ რომ თქვენი მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი გაგრძელდება?


– ჩვენ მიერ დაგეგმილი ყველა სოციალური პროექტის ინფრასტრუქტურული იქნება, საგანმანათლებლო თუ თემების გაძლიერება, მთავარი მიზანი სწორედ ეს არის. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ვაფინანსებთ ადგილობრივ მცირე ბიზნესს. ჩვენ მიერ დაფინანსებული 21 მცირე მეწარმიდან ერთ-ერთია 62 წლის მიხეილ დიასამიძე, 12 წელია პურს აცხობს და შუახევის მუნიციპალიტეტს ამარაგებს. ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებით ისწავლა მცირე ბიზნესის განვითარების თანამედროვე მეთოდები, ჩვენი მხარდაჭერით შეიძინა ახალი დანადგარები, გააფართოვა საცხობი, შესაბამისად აიყვანა ახალი თანამშრომლები, თუ მანამდე მხოლოდ ორი თანამშრომელი ჰყავდა, დღეს უკვე ექვსი ჰყავს, გარდა შუახევისა უკვე მაღალმთიანი აჭარის სხვა რეგიონებსაც ამარაგებს, ამავდროულად საკონდიტროს გახსნას გეგმავს, სადაც მეტწილად ადგილობრივი ქალები დასაქმდებიან. მიხეილ დიასამიძის მსგავსი მშრომელი და მებრძოლი ადამიანები შეცვლიან ამ რეგიონის ხვალინდელ დღეს, ჩვენგან, როგორც კერძო სექტორის ასევე სახელმწიფოსგან მათ მხოლოდ მცირედი მხარდაჭერა სჭირდებათ . რა საკვირველია ეს პროექტები იმუშავებს და ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას.


– როგორ ხორციელდება თქვენი კომპანიის მაგალითზე კერძო სექტორის და სახელმწიფოს პარტნიორობა?


–  ჩვენი და სახელმწიფოს ურთიერთობა ვფიქრობ ბიზნესის და სახელმწიფოს პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია. მაღალმთიან აჭარაში, ადგილზე არსებული გამოწვევების კვალდაკვალ ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლება და მოსახლეობა ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს. მე მიმაჩნია რომ მდგრადი განვითარების მისაღწევად აუცილებელი პირობაა, რომ ჩვენ კერძო სექტორი და სახელმწიფო ერთად დავდგეთ, რათა რეალურად დავძლიოთ სიღარიბე, მივცეთ მომავალ თაობებს ხარისხიანი განთლების მიღების შესაძლებლობა, მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას, დავგეგმოთ და განვახორციელოთ მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები, შევქმნათ ყველა პირობა არსებული გამოწვევების დასაძლევად.


ასევე მინდა ავღნიშნო, რომ შუახევიჰესის პროექტის წარმატება ნიშნავს ამ რეგიონის განვითარებას. ჩვენი მიზანია სოციალური პროექტებით ხელი შევუწყოთ მაღალმთიანი აჭარის მდგრად განვითარებას და ადგილობრივების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.



ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა

ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამუროფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკიკროსში დასრულდა
access_time2021-02-28 17:50:59
...

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ

Forbes: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი მილიარდებს იყოფენ
access_time2021-02-28 20:00:27
ამჯერად უკვე ოფიციალურად- კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი ერთმანეთს შორდებიან.ჭორები ამ თემაზე დიდხანს ვრცელდებოდა, თუმცა, ამჯერად საქმემ ოფიციალური ხასიათი მიიღო - კიმ კარდაშიანმა 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაყრაზე განაცხადი უკვე შეიტანა.ინფორმაცია ამის თაობაზე პირველმა საიტმა TMZ-მა გაავრცელა, კარდაშიანის წარმომადგენელმა ის დაადასტურა. მეუღლეები მშვიდობიან შორდებიან, და მათ 4 შვილზე ერთობლივ მეურვეობაზე...

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან

Forbes: ილონ მასკის კოლეგები მისი კონკურენტები ხდებიან
access_time2021-02-28 19:00:32
კომპანია PayPal მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილია არა მხოლოდ როგორც ფულადი გზავნილების პირველი ონლაინ სერვისი, არამედ თავისი ე.წ. „მაფიით“ - ანუ, ყოფილი თანამშრომლებით, რომლებმაც მოგვიანებით მრავალი წარმატებული სტარტაპი ან დააარსეს, ან დააფინანსეს.ამ „ბანდის“ ყველაზე ცნობილმა ბოსმა - ილონ მასკმა - „მაფიოზების“ ახალი თაობა აღზარდა, რომელიც დღეს უკვე მას კონკურენციას უწევს.მასკის ყოფილმა თანამშრომლებმა ისეთი ცნობილი კომპანიები,...

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?

რა შეზღუდვები იხსნება ქვეყანაში ხვალიდან?
access_time2021-02-28 13:00:02
1-ელ მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.კონფერენციები და ტრენინგები...

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით

MOVE - ქართული თამაში მოძრაობის მონეტიზაციის შესაძლებლობით
access_time2021-02-28 15:00:20
კიბერსპორტის სახეობის ელექტრონული თამაში Move მომხმარებელს მონეტაციის შესაძლებლობას აძლევს. Move-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი ასლან ცივაძის თქმით, მისი მიზანი ისეთი თამაშის შექმნა იყო, რომელსაც მთელი მსოფლიო აიტაცებდა, ექნებოდა აზარტიც და ფინანსური მოგებაც.„2 წლის წინ აშშ-ში მქონდა შეხვედრა რამდენიმე ადამიანთან, რომლებთან ერთადაც ახალი პროექტის გაკეთებას განვიხილავდით. ესეც თამაშის აპლიკაციის იდეა იყო, თუმცა ცოტა სხვანაირი. მთავაზობდნენ,...


მსგავსი სიახლეები

up