ყველაზე მძლავრი თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება

ყველაზე მძლავრი თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2023 წელს დასრულდება

access_time2021-07-15 11:00:27

საქართველოში წლის ბოლომდე კიდევ ერთი თბოსადგურის  გარდაბანი 3-ის მშენებლობა დაიწყება. მისი სიმძლავრე  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ელექტროსადგურებიდან ყველაზე მეტი 272 მგვტ იქნება. მშენებლობა 2023 წელს დასრულდება. ნავთობისა და გაზის კორპორაციას თბოსადგური, სავარაუდოდ, $175 მლნ დაუჯდება.


გარდაბანი 1 თბოსადგური 2014-2015 წლებში აშენდა, რასაც მოგვიანებით გარდაბანი 2-ის მშენებლობა მოჰყვა. ამ უკანასკნელის მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში დასრულდა. თითოეული თბოსადგურის სიმძლავრე 230 მეგავატია. წლიური გამომუშავების შესაძლებლობა კი 1.8 მლრდ კვტ/სთ. 2020 წელს გარდაბანი 1-მა 1.258 მლრდ კვტ/სთ გამოიმუშავა, 110 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წელს, გარდაბანი 2-მა კი 843 მლნ კვტ/სთ.


ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გარდა თბოსადგურს მარეგულირებელი ფუნქციაც გააჩნია და მისი გამოყენება კლიმატზე არ არის დამოკიდებული. ამასთან, ახალი თბოსადგურები ძველ საბჭოთა არარენტაბელურ სადგურებსაც ანაცვლებენ. ახალი თბოსადგურების მარგი ქმედების კოეფიციენტი 54%-ს აღემატება, ძველების კი 35%-ზე ნაკლებია.


წიაღისეული საწვავიდან ბუნებრივი გაზი ყველაზე ნაკლებად დამაბინძურებელია, რის გამოც ევროპაში ნახშირზე მომუშავე სადგურებს მასობრივად ხურავენ და მათ გაზზე მომუშავე თბოსადგურებით ანაცვლებენ, თუმცა ბუნებრივი გაზი ეკოლოგიური მხოლოდ ნახშირთან და ნავთობთან შედარებითაა, CO2-ს გაზიც გამოყოფს.



საქართველოს საკუთარი გაზი არ გააჩნია და მას 2007 წლიდან აზერბაიჯანიდან ყიდულობს. განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანი, რუსეთისგან განსხვავებით, საიმედო პარტნიორია, რომელიც არც გაუფრთხილებლად აორმაგებს ფასს და არც მილსადენზე აწყობს დივერსიას, მაგრამ ენერგოდამოკიდებულება თუნდაც საიმედო პარტნიორზე, მაინც არასასურველი ფაქტია. პრობლემად რჩება ის გარემოებაც, რომ საქართველოს გაზსაცავი დღემდე არ აქვს და არაგანზრახ მომხდარი შეფერხების შემთხვევაშიც შესაძლოა თბოსადგურებს და მთლიან ენერგოსისტემას პრობლემა შეექმნას.


თბოსადგურებისთვის გაზის სპეციალური ტარიფი მოქმედებს. ზუსტი რიცხვი არ საჯაროვდება. რამდენიმე წლის წინ გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, ის 1000 კუბურ მეტრზე $189 იყო, რაც კომერციულ გაზზე დაახლოებით 25%-ით იაფია. 2021 წლისთვის თბოსადგურების 600 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზია განსაზღვრული.


საქართველოს, მართალია, საკუთარი ნავთობი და გაზი არ გააჩნია, მაგრამ 1 სულ მოსახლეზე წყლის რესურსით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს 24–საათიან წყალმომარაგებაზე ხელი არ მიუწვდება, ჰესების ნაწილშიც ეკონომიკურად მომგებიანი ჰიდრორესურსის 80% აუთვისებელია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ჰესი რაც აშენებულა, შუახევი ჰესია, რომლის სიმძლავრეც 187 მეგავატია, გარდაბნის თბოსადგურების სიმძლავრე კი თითოეულის 230 მეგავატია - 23%-ით მეტი. დაგეგმილი გარდაბანი 3-ის 272 მეგავატი 45%-ით მეტი. მიუხედავად იმისა, რომ თბოსადგური გაცილებით უფრო მეტად აბინძურებს გარემო, ვიდრე ჰესი, ეკოაქტივისტები მათ მშენებლობას დუმილით ან მაქსიმუმ მცირე განცხადებით ხვდებიან.


მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარდაბანი 3 თბოსადგური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური იქნება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up