შუალედურს და პესიმისტურს შორის - საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესაძლო სცენარი

შუალედურს და პესიმისტურს შორის - საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესაძლო სცენარი

access_time2020-04-24 10:00:55

საქართველოში წელს შესაძლოა, რეცესია ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნა დაფიქსირდეს, ამის შესახებ მთავრობა და საერთაშორისო ინსტიტუტები აქტიურად საუბრობენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის 3.99 პროცენტით შემცირების პროგნოზი გააკეთა. რეცესიის მიზეზს COVID-19-ის პანდემიის მიერ შექმნილი ეკონომიკური შოკი წარმოადგენს.


სავალუტო ფონდის პროგნოზს ეთანხმება „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი და „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ახალი კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება.


„საერთაშორისო დახმარება მობილიზებულია რაც 3 მლრდ-ს შეადგენს და საკმაოდ დიდი თანხაა, ეს კი ეკონომიკის სტუმულირებისთვის კარგი იქნება, რადგან მშპ-სთან მიმართებაში ის 11-15%-ია. აგრეთვე ახალ კვლევაში შეჯამებული გვაქვს მთავრობამ რა ღონისძიებები გაატარა და რას ველოდებით ანუ რა დაფინანსება დასჭირდება ხელისუფლებას ბიუჯეტში, რომ ამ რესურსების მობილიზება მოახდინოს და ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი დაახლოებით 9%-მდე გაღრმავდება. გარდა ამისა, ვეთანხმებით სავალუტო ფონდის პროგნოზს და ვფიქრობთ, რომ ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, თუმცა მომავალ წელს IMF-სგან განსხვავებით 5%-იანი ზრდა გვექნება, მათი გათვლებით კი ეს მონაცემი 3%-ს არ აცდება. გარდა ამისა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტსაც სავალუტო ფონდის პროგნოზისგან განსხვავებით 6%-ს ვფიქრობთ, რადგან იმპორტის შემცირებას ველოდებით“, - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.



ევა ბოჭორიშვილი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესაძლო სცენარებზეც საუბრობს და ამბობს, რომ „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ მარტში გამოქვეყნებული 3 შესაძლო ვარიანტიდან, დღეისათვის შუალედურ და პესიმისტურ სცენარს შორის ვართ.


„წინა კვლევის მიხედვით განვიხილეთ საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესაძლო 3 სცენარი, მათ შორის ოპტიმისტური, შუალედური და პესიმისტური. ამ შემთხვევაში ჩვენ შუალედურ და პესიმისტურ სცენარს შორის ვართ, რადგან ეკონომიკის 4%-იან შემცირებას ვვარაუდობთ. იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, დონორებისგან თუ რა რაოდენობის დაფინანსებას მოვიზიდავდით, რაც ამ დროისთვის პოზიტიური ფაქტორია, რადგან საუბარია უკვე 3 მლრდ-ის დახმარებაზე. თუმცა, ამ ერთ თვეში ნეგატიური ფაქტორებიც გამოჩნდა და ეკონომიკა იმაზე დიდი ხნით ჩაიკეტა ვიდრე ველოდით. ამიტომ ახლა ვფიქრობთ, რომ მინუს 4%-იანი ზრდა იქნება, რაც სავალუტო ფონდის მოლოდინიცაა, ეს კი ჩვენი წინა გათვლებით შეალედურ (ეკონომიკის 2.7%-ით შემცირება) და პესიმისტურ (ეკონომიკის 6%-ით შემცირება) სცენარს შორისაა“, - განმარტავს ევა ბოჭორიშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ „გალტ ენდ თაგარტის“ წინა კვლევის მიხედვით ეკონომიკის განვითარების სამი სცენარი არსებობდა:

  • ოპტიმისტური სცენარი პირობა იყო: ვირუსის კონტროლი - აპრილ-მაისში, ეკონომიკური ვარდნა - მარტიდან მაისამდე პერიოდში. ამ სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ივნისიდან გამოცოცხლდება, 2020 წლის ბოლოსთვის კი მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა 2.1% იქნება. ამ სცენარის ალბათობა დაბალი იყო და 10%-ს შეადგენდა.
  • შუალედური სცენარის პირობა იყო: ვირუსის შეკავება - აპრილ-მაისში, ოქტომბერში კი მისი ხელახალი გავრცელება. ამ შემთხვევაში მარტიდან მაისამდე ეკონომიკური ვარდნა იქნება, ივნის-სექტემბერში - გამოცოცხლება, ოქტომბრიდან კი - ისევ ვარდნა. მოვლენათა ასეთი განვითარების ალბათობა ყველაზე მაღალია - 50%. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა წელს 2.7%-ით შემცირდება.
  • პესიმისტური სცენარი პირობა იყო: ვირუსის გავრცელება საქართველოში წლის ბოლომდე ვერ შეჩერდა. ამ ყველაზე პესიმისტური პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, რომლის ალბათობა საკმაოდ მაღალი და 40 პროცენტია, ქვეყნის წლიური ეკონომიკური ვარდნა 6 პროცენტს მიაღწევს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up